Savasan

უმაღლესი ხარისხის თურქული ემალის ჭურჭელი და ქვაბების ნაკრები Savasan ყველაზე იაფად. ონლაინ საბანკო განვადებით უფასო ადგილზე მიტანის ძალიან მოსახერხებელ სერვისთან ერთად.

უკვე რამდენიმე წელია ისურვე ზრუნავს იმაზე რომ თქვენ ყველაზე მაღალი ხარისხი საოჯახო ინვენტარი შემოგთავაზოთ, სავასანის პროდუქცია კი ნამდვილად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც ისურვე ითხოვს.

კომპანია Savasan 1972 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მალევე დაიწყო საწვავზე მომუშავე ღუმელების წარმოება.

1988 წლამდე, წარმოების მოცულობისა და მუშახელის გაზრდით, ღუმელების წარმოებამ წლიურად 60 000-ს მიაღწია.

1990 წელს, მზარდი მოცულობის წარმოების დასაკმაყოფილებლად, Savasan-ის კომპანიამ გახსნა მინანქრის ქარხანა და იმავე წელსვე დაიწყო სამზარეულო ჭურჭლის წარმოება.

1997 წლამდე, თურქეთში მინანქრის ნაწარმი იყო როგორც ბრენდი, რომელიც მალევე გავიდა საზღვარგარეთ ექსპორტზე. ყოველწლიურად იზრდებოდა საექსპორტო მოცულობა და ამგვარად, Savasan-მა მოახერხა, რომ პოპულარული ბრენდი გამხდარიყო ქვეყნის გარეთაც. 2000 წლამდე პროდუქციის ექსპორტი ხორციელდებოდა 35 ქვეყანაში.

განვითარებადი ტექნოლოგიებისა და ახალი საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, 2001 წელს Savasan-მა დაიწყო ისეთი ქვაბებისა და ტაფების წარმოება, რომელიც საკვებს არ იკრავდა.

2003 წელს კომპანიამ დაამტკიცა თავისი ხარისხი თურქეთისა და მსოფლიოს 35 ქვეყნის ბაზარზე, რომლითაც მიიღეს Warring Enamel ISO 9001: 2000 ხარისხის სერთიფიკატი.

ემალის ქვაბები არის მეტალის ჭურჭელი, რომელიც ორივე მხრიდან მინანქრის ფენითაა დაფარული. ამ ტიპის ჭურჭელი ძირითადად განკუთვნილია წვნიანების მოსამზადებლად.

სხვა მასალებისგან განსხვავებით, ემალის ქვაბები თბება უფრო ჩქარა და დუღილის პროცესიც დაჩქარებულია. თუმცა, თუ ქვაბში მცირე რაოდენობით წყალია, ის შეიძლება სწრაფად ამოშრეს და საჭმელიც დაიწვას. ამდენად, ყურადღება მიაქციეთ მსგავს დეტალებს.



SAVASAN-ის ემალის ქვაბების ნაკრები DEEP BELLY 1315 ანაწილებს ზედაპირზე სითბოს თანაბრად და სწრაფად. შიდა საფარი და თავსახურის მასალა ორივე ემალისაა. არ იკრავს საკვებს და მარტივად ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც.

ქვაბების შენახვა შესაძლებელი და უსაფრთხოა მაცივარშიც. რაც მთავარია, არ იკაწრება და აქვს ძალიან ცეცხლგამძლე სახელური. დიზაინით წარმოდგენილია შავში წითელი კოპლებით. ქვაბების ზომებია 0.5 ლიტრიანი (14 სმ), ასევე 1 (16 სმ) და 1.4 ლიტრინი (18 სმ).

SAVASAN-ის ემალის ქვაბების ნაკრები SV-3-RD 1314 პრაქტიკული მოსახმარია, რომელიც თავსდება როგორც გაზზე, ისე - ელექტრო ქურაზე. ზედაპირზე სითბოს თანაბრად და სწრაფად ანაწილებს.

ემალის ქვაბში მოხარშული საკვები მასალებისა და წვნიანების შენახვა საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ზედაპირი არ გამოყოფს უსიამოვნო სუნს და მაცივარში განთავსებაც პრობლემა არ არის.


შიდა საფარი ემალისაა, ხოლო თავსახურის მასალა ემალისგან და პლასტმასისგანაა დამზადებული. არ იკრავს პროდუქტს და იოლად ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კერძიანად მოათავსოთ მაცივარშიც. რაც მთავარია ქვაბები არ იკაწრება და ცეცხლგამძლე სახელურიც აქვთ.

ქვაბების ზომებია 1 ლიტრიანი (14 სმ), ასევე 1.4 (16 სმ) და 2 ლიტრინი (18 სმ).

SAVASAN ქვაბების ნაკრები SV-5-BL 14460, რომელიც ემალის მასალისგანაა დამზადებული, არ წარმოქმნის ისეთ ტოქსიკურ ელემენტებს როგორიცაა: PTFE და PFOA. ზედაპირზე სითბოს თანაბრად და სწრაფად ანაწილებს.

მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: შიდა საფარი ემალისაა, ასევე თავსახურის მასალაც. არ იკრავს პროდუქტს და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გარეცხვა.

ქვაბების ზომებია: 6 ლიტრიანი (24 სმ); ასევე 5.1 ლიტრიანი (22 სმ); 3.5 ლ (20 სმ); 2.5 ლ (18 სმ) და 1.8 ლიტრინი (16 სმ).