საოჯახო კომბაინი
საოჯახო კომბაინი, ყველა ბრენდის ნებისმიერი მოდელი. საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადების სუპერ პირობები . ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
მრავალსულიან ოჯახში ხშირად დგება იმის საჭიროება, რომ თითოეული საყოფაცხოვრებო ტექნიკა სტანდარტულზე დიდი იყოს, რათა დიასახლისებისთვის მოსახერხებელი აღმოჩნდეს მისი გამოყენება. თუკი დიდი ოჯახი გაქვთ და ხშირად გიწევთ გემრიელი კერძების მომზადება, მაშინ საოჯახო კომბაინი იდეალურ დახმარებას უდაოდ გაგიწევთ.
საოჯახო კომბაინი ნამდვილად იდეალური შემატება იქნება თქვენს სამზარეულოში ის გაგიმრავალფეროვნებთ და გაგიადვილებთ ყოველდღიურ საქმიანობას.
საოჯახო კომბაინი მრავალმხრივ ეფექტური და მოსახერხებელი მოწყობილობაა, რომელსაც მარტივი პროცედურებით შეუძლია პროდუქტების დაჭრა, შერევა, დაბლენდერება
თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, კომბაინს შეუძლია ჩაანაცვლოს ბლენდერი, ხელის მიქსერი და მასთან მონათესავე სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
თუ სოჯახო კომბაინის ყიდვა გსურთ, მაშინ გირჩევთ გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები, რომლებსაც შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ძალა - ყველა ტექნიკისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სიმძლავრეა, რადგან რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მოკლე დროს ანდომებს პროდუქტების დამუშავებას. თასები - თასის მოცულობაც გავლენას ახდენს მოწყობილობის სიჩქარეზე. მათი ოპტიმალური თანაფარდობა კი ასე გამოიყურება:
- 300 ვტ - 1.5 ლიტრი;
- 400 ვტ - 2 ლიტრი;
- 700 ვტ - 3 ლიტრი.
რჩევა: უმჯობესია ყოვეთვის შეიძინოთ ძლიერი მოდელები და არჩევისას იხელმძღვანელოთ სამუშაო თასის ძალითა და მოცულობით.
დანები - დანები განსაზღვრავენ კვების პროცესორის შესაძლებლობებს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული. წრიული დანები, რომლებიც კომბაინშია ჩამონტაჟებული, გამოიყენება კომბოსტროს, სტაფილოს ან სალათის ინგრედიენტების დასაჭრელად. აქვს ასევე სახეხი პირები, რომლის დიამეტრზეა დამოკიდებული პროდუქტის დამუშავების დრო. მაგალითად, 1 კგ ბოსტნეულს 1 წუთში უმკლავდება.
თასის მოცულობა - როგორც უკვე აღვნიშნეთ, განასხვავებენ თასის საერთო მოცულობასა და სამუშაო შესაძლებლობებს. თითოეული ტიპის პროდუქტისთვის, შესაძლოა განსხვავებული თასის გამოყენება გახდეს საჭირო.
სამზარეულოს კომბაინის უპირატესობები
გამოყენების შემდეგ, მარტივია მისი გაწმენდა. დაშლა და აწყობა არ არის საჭირო. უბრალოდ ამოიღეთ დანა და ამის შემდეგ გარეცხეთ თასი. გარდა ამისა, თავისი მრავალფუნქციურობის გამო სამზარეულოში უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე სხვადასხვა ტექნიკის ცალ-ცალკე კომპლექტი. გახსოვდეთ, რომ ხორცის საჭრელი დანართი, არ განსხვავდება კონკრეტულად ხორცის საჭრელი მანქანის ფუნქციისგან, ამიტომ, შეგიძლიათ მისი მრავალი მიზეზით გამოყენება. ამდენად, თქვენ უკვე იცით როგორ, რა მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა იყიდოთ საოჯახო კომბაინი, რომელიც ნამდვილად გახდება თქვენი მარჯვენა ხელი .