სალესი დანადგარი

სალესი დანადგარი მსოფლიოს ყველა წამყვანი მწარმოებლისგან. უფასო ადგილზე მიტანა, ოფიციალური გარანტია და ონლაინ განვადება.

ვინაიდან მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა ჩვენი მთავარი ამოცანაა და ამისთვის გარდა მომსახურებისა, უშუალოდ საიტზეც ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ყველა სხვა კატეგორიაში, აქაც წარმოგიდგენთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ სალესი დანადგრის შერჩევისას .

როგორ შევარჩიოთ სალესი დანადგარი?

შერჩევასთან დაკავშირებულ რჩევებს დავიწყებთ ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორით, კერძოდ იმით, თუ რომელი სალესი ქვა უნდა გამოვიყენოთ დანადგარისთვის.

დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ ხელოსნებმაც კი არ იციან ზუსტად, რომელ მეტალთან სამუშაოდ რომელი ქვა უნდა გამოიყენონ.

მითუმეტეს, საინტერესოა ეს კითხვა ნახევრად პროფესიონალებისთვის.

სალესი დანადგარის ექსპერტები გვირჩევენ, რომ მძიმე მეტალებისთვის ალუმინის ოქსიდის შემცველი ქვა გამოიყენოთ, ხოლო სპილენძთან, ალუმინთან და სხვა მსგავს მასალასთან სამუშაოდ - კარბიდის ქვები.

გადავიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორზე - სალესი დანადგარის მოტორზე.

სიმძლავრე ერთ-ერთი მთავარია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სამუშაოს შესრულება გსურთ.

თუ შედარებით მძიმე მეტალებთან მუშაობთ, მაშინ უფრო მძლავრი მოტორი უნდა შეარჩიოთ, თუ არადა 1000 ვატამდე სიმძლავრეც სრულიად საკმარისია.

გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე სალესი დანადგარის ბრუნების რიცხვი წუთში 2000-დან 4000-მდე მერყეობს.

ეს დამოკიდებულია სალესის ძრავის სიმძლავრეზე , თუმცა იდეალური გამოსავალი სიჩქარის მარეგულირებლით აღჭურვილი დანადგრის ყიდვაა.

ზემოთ სალესი ქვის ზომას უკვე შევეხეთ, თუმცა აქვე დავამატებთ, რომ 15-დან 20 სმ-მდე დიამეტრის მქონე ქვებით ფაქტობრივად ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას შეძლებთ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, ამიტომ თუ სპეციფიური მიზნით არ გჭირდებათ, გირჩევთ არჩევანი ამ დიაპაზონში გააკეთოთ.

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები:

  • დიზაინი;
  • ენერგო ეფექტურობა;
  • გარანტია;
  • ბრენდის ცნობადობა და ხარისხი;
  • ძრავის დაცულობა (მყარი კორპუსი, წყალგამძლე მასალა და ა.შ.)

ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი, მხოლოდ ჩვენს საიტზეა, შეიძინეთ ბარათით და მიიღეთ ფასდაკლება, ხოლო ყველანაირ შენაძენზე საკურიერო მომსახურება უფასოა.