საკონდიტრო ღუმელი
ყველა ბრენდის საკონდიტრო (საცხობი) ღუმელი. ყველაზე დიდი არჩევანი, საუკეთესო ფასები, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.
ნებისმიერი დიასახლისისთვის სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. გაზქურის თვალსაზრისით უამრავი შესაძლებლობაა საიმისოდ, რათა სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული.
ხოლო თუ თქვენ საცხობის გახსნას ან რაიმე სახის მცირე თუ დიდი ბიზნესის დაწყებას აპირებთ საკონდიტრო განხრით, მაშინ საკონდიტრო ღუმელი ერთ-ერთი უმთავრესი შენაძენია.
დღეს ძირითად აქცენტს არათუ სტანდარტულ საცხობებსა და გაზქურებზე გავაკეთებთ, არამედ საკონდიტრო ღუმელზე და ავხსნით იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებსაც ყიდვისას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
საკონდიტრო ღუმელი ნაკლებად გამოიყენება სახლის სამზარეულოში, რადგან მისი ზომები სტანდარტულ მოდელებთან შედარებით საკმაოდ დიდია
თუკი საკონდიტრო მაღაზია გაქვთ და ტკბილ ფუნთუშეულს ხშირად აცხობთ, მაშინ ეს მოდელები ნამდვილად გჭირდებათ.
როგორ შევარჩიოთ საკონდიტრო ღუმელი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ზომები - როდესაც შეარჩევთ გარკვეული ტიპის ღუმელს, უნდა გაარკვიოთ ის ოპტიმალური ზომები, რომლებიც ზუსტად მიესადაგება თქვენს საჭიროებებს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდეთ კონკრეტულად რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ ღუმელი.
დადებით შეფასებას იმსახურებს იმ ტიპის ღუმელები, რომელსაც დამატებითი ფუნქციები აქვს, თუმცა უმჯობესია თუკი გაზქურა ზედმეტად დიდი და ხელის შემშლელი არ იქნება.
შიდა სივრცის მოცულობა - თითოეულ მოდელს რადგან საკუთარი პარამეტრები აქვს, არ არსებობს ამის ზოგადი მნიშვნელობა. იგი უნდა განსაზღვროთ იმის მიხედვით, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ ღუმელი და რა დატვირთვით აპირებთ მის გამოყენებას.
ერთ-ერთი სტანდარტული მოდელი SALVA - E-2106+A2+V2-S საკონდიტრო ელექტროღუმელებია, რომლის კვების წყარო ელექტრო ენერგიაა . კორპუსის მასალა (გარე და შიდა) უჟანგავი ფოლადისაა, ხოლო ზომა 172X118X17-ზეა. ღუმელი აღჭურვილია ერთი დონის ტევადობის მქონე 3 საცხობი ფირფიტით, რომლის ზომა 60X40-ია. მინის თერმული ფანჯარა საკმაოდ მოსახერხებელია და არც გასაწმენდად წარმოადგენს დიდ სირთულეს. იმისათვის, რათა ნებისმიერი საკვები: გამოსაცხობი ფუნთუშა თუ შესაწვავი ხორცი გემრიელი გამოვიდეს სპეციალური ორთქლის გენერატორი აქვს.
ფუნქციების ჩამონათვალი, რომელიც ღუმელს შეიძლება ჰქონდეს:
- ტაიმერი - მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნებისმიერი პურ-ფუნთუშეულისა თუ ხორცის პროდუქტების მომზადებას. შეგიძლიათ უბრალოდ დააყენოთ სასურველი დრო და აკეთოთ თქვენი საქმე.
- გათიშვა გადახურების დროს - ეს ფუნქცია დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ტექნიკის უსაფრთხოება.
- კარების გაგრილების ფუნქცია - სასარგებლო და მოსახერხებელია იმ თვალსაზრისით, რომ ამ რეჟიმის წყალობით, გაზქურის კარი იქნება მუდმივად ოთახის ტემპერატურაზე, რაც ამცირებს დაწვის შანსს.
- თერმული ფუნქციის არსებობა - აკონტროლებს კერძის ტემპერატურას.