საცხობი ღუმელი
გაეცანით ჩვენს ცხელცხელ რჩვებს თუ როგორ შევარჩიოთ საცხობი ღუმელი. სწორი ღუმელი ხომ უგემრიელესი კერძის მომზადებაში ნახევარი საქმეა.
არ აქვს მნიშვნელობა ახალ სახლს აწყობთ, თუ ძველს ანახლებთ, ღუმელი ერთ-ერთი ის დანადგარია რომელმაც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. შერჩევა პირველ რიგში ძალიან ზოგადი საკითხით - სასურველი საცხობი ღუმელის ტიპის ჩამოყალიბებით იწყება.
საცხობი ღუმელი ფასდაკლება და სხვა საინტერესო შემოთავაზება ისურვეზე
ვიდრე, უშუალოდ, ღუმელის ტიპებზე ვისაუბრებდეთ, ცოტა რამ მის როლზე ვთქვათ.
ვის წარმოუდგენია მზრუნველი დიასახლისის სამზარეულო საცხობი ღუმელის გარეშე? დიახ, არც ჩვენ, რადგან საცხობი ღუმელის გარეშე გემრიელი კერძების მომზადება შეუძლებელია.
ქართული სამზარეულო საკმაოდ დატვირთულია ცომეულით.
ბავშვობის საყვარელი მოგონებების ხსენებაზე ბევრს გაახსენდება ბებიას ხელებით გამომცხვარი გემრიელობები, რომლის ზუსტი რეცეპტის გამეორება ხშირად გვიცდია. ხარისხიანი საცხობი ღუმელი კი ამ მოგონებების ნაწილობრივ გაცოცხლებაში ნამდვილად დაგვეხმარება.
საცხობი ღუმელი ტემპერატურის რეგულირებით საუკეთესო დამხმარეა სამზარეულოში
რადგან რეცეპტებზე ვსაუბრობდით, აქვე ვთქვათ, რომ ტემპერატურის დიდი დიაპაზონი დაგვეხმარება კერძები ზუსტად საჭირო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ, რაც მზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია.
საცხობი ღუმელი დენზე თანაბრად აცხობს ყველანაირ პროდუქტს და შესაძლებლობას გაძლევთ თავი მოიწონოთ ოჯახის წევრების ან სტუმრების წინაშე უგემრიელესი კერძებით, რაშიც თქვენი საუკეთესო მეგობარი სამზარეულოში - საცხობი ღუმელი დაგეხმარებათ.
თანამედროვე ტექნიკასთან საერთო ენის გამონახვა ყველასათვის მარტივი არ არის.
თუმცა საცხობი ღუმელი ყველაზე მარტივი ინსტრუქციით პრობლემას არავის უქმნის და მზრუნველი და ფუსფუსა ქალბატონების დავალებებს ძალიან სწრაფად და მარტივად ასრულებენ
საცხობი ღუმელები უამრავი სახეობის არსებობს, ჩვენ კი წარმოგიდგენთ საუკეთესო პროდუქციას ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და დღევანდელ აღწერაში მათ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ, რათა გაგიმარტივოთ არჩევანი.
საცხობი ფეჩი და მათი ნაირსახეობები
საცხობი ფეჩი, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, რამდენიმე ტიპის არსებობს . ცხადია, ბაზარზე გვხვდება უნივერსალური მოდელებიც, მაგრამ წესით თითოეულ მათგანს საკუთარი დანიშნულება და მოხმარების წესი აქვს:
ერთმაგი/კედლის ღუმელები
- სტანდარტულად 60 სმ არიან სიგანეში, და სახლების უმეტესობაში სწორედ ამ ტიპის მოწყობილობებს წააწყდებით. ხაჩაპურის საცხობი ღუმელის ფუნქცია იდეალურად ასრულებენ, მიუხედავად იმისა გაზზე მუშაობენ თუ ელექტრო ენერგიაზე (თუმცა თანამედროვე ვარიანტები უკვე სრულად ელექტროობაზე არის გადართული).
- ასეთი აპარატები მეტ მოქნილობას გაძლევენ სამზარეულოში ავეჯის დიზაინის კუთხით, რადგან აუცილებელი არ არის მაინც და მაინც გაზქურის ზედაპირის ქვეშ იყოს განთავსებული. შეგიძლიათ ცალკე, ან კედელშიც კი განათავსოთ და მშვენიერი საკონდიტრო ღუმელის ვიზუალი ექნება, მათ შორის შეგიძლიათ თქვენს სიმაღლეზეც დაამონტაჟოთ რომ ზედმეტი მოხრა არ მოგიწიოთ.
- დიდი ოჯახისთვის 70-90 სმ შეგიძლიათ შეარჩიოთ.
თავისუფალი, ინდივიდუალური ღუმელები
- ძირითადად გაზქურის ზედაპირთან ერთად არის ხოლმე წარმოდგენილი.
- შესაბამისად ზომის გამო ხშირად იზიდავს სამზარეულოს აქცენტებს.
- ბევრი ვარიაცია აქვს - ელექტრო, გაზით, ინდუქციური ან კერამიკული. თუმცა აქაც უმრავლესობა ელექტროა.
- 60სმ-დან 90სმ რეინჯში შეგიძლიათ ნახოთ ვარიაციები.
ორმაგი ღუმელი
- მარტივია - ორი ღუმელია, ორივე დამოუკიდებელი ფუნქციონალით. იდეალურია როგორც საკონდიტრო ღუმელი, ასევე როგორც ხაჭაპურის საცხობი ღუმელი.
- ელექტრო ან გაზიც შეიძლება იყოს, თუმცა უმეტესობა ელექტროა.
- იდეალურია დიდი ოჯახებისთვის ვისაც ცხობა უყვართ.
- მრავალფუნქციურია, გაძლევთ რა საშუალებას რომ გამოაცხოთ და გრილზე მოამზადოთ სხვადასხვა კერძები პარალელურად, ან ღუმელში ერთად გამოაცხოთ ორი სხვადასხვა საკვები რომლებსაც სხვადასხვა რეჟიმი სჭირდებათ.
- ასევე შესაძლებელია რომ შეიძინოთ 1.5 (ერთნახევრიანი) საცხობი ღუმელები, რომლებსაც იგივე მრავალფეროვნება გააჩნიათ რაც ორმაგ ვერსიებს, თუმცა ამათგან მეორე დანადგარი უფრო პატარა, ნაკლები ფუნქციებით აღჭურვილი და ერთი დონით შეიარაღებულია.
ტოსტერი/მერხული ღუმელი
- სრულზომიანი ვარიანტის კომპაქტური ალტერნატივაა.
- შეუძლია გამოცხობა, შებრაწვა, გრილი, ტოსტი და გახუხვა.
- სტანდარტული ღუმელზე ნაკლებ ფასად მოგივათ, შესაბამისად ნაკლები ელექტრო დანახარჯებითაც.
- სასარგებლოა პატარა სამზარეულო საქმეებისთვის, როგორიცაა ყველი ტოსტზე ან ა.შ. და პატარა ზომის საცხობი საქმეებისთვის.
- ძირითადად საკმაოდ იაფია.
ორთქლის ღუმელები
- გავრცელებულია მოსაზრება რომ უფრო ჯანსაღ საკვებს ცხვება ამ ტიპის დანადგარში, რადგან ნაკლები ნუტრიენტები იკარგება.
- საცხობ ღუმელთან შედარებით ნაკლებად მრავალფუნქციურია, თუმცა საკვების ორთქლზე მომზადების იაფი ხერხია.
- საკვების მობრაწვა და შეყვასიფრება არ შეუძლიათ.
- შეიძლება ძალიან ძვირიც კი ღირდეს.
კომბინაციური ორთქლისა და კონვექციური ღუმელები
- აერთიანებს ორთქლით მზადებისა და სტანდარტული ღუმელის უპირატესობებს.
- ჭეშმარიტ კომბინაციებს (ამის გარეშეც არსებობს), აქვთ ყველა ფუნქცია რაც აქვს მრავალფეროვან სტანდარტულ დანადგარს, ორთქლისა და კონვექციის შუალედური ფუნქციები და მხოლოდ ორთქლისთვის დამახასიათებელი რეჟიმებიც.
- სხვაგვარი ალტერნატივა არის ტიპიური მრავალფუნქციური ელექტრო ღუმელი დამატებული ტენიანობის ფუნქციით . ასეთები უბრალო ცხობის დროს ორთქლის ნაკადს უშვებენ საკვებთან რომ მოხდეს ნესტის შენარჩუნება.
შუქიანი ღუმელები
- ეს სტანდარტული კონვექციური, გრილის ტიპის ან მიკროტალღური ღუმელებია რომლებშიც ჰალოგენია დამატებული.
- ასეთი ტიპის ღუმელი შუქით ვერ ამზადებს საკვებს. შუქის ძირითადი მოვალეობა საკვების შებრაწვა/შეყავისფრებაში მონაწილეობაა.
საცხობი ღუმელები და სხვა უამრავი ტექნიკა, თქვენი სამზარეულოსთვის, უდიდესი არჩევანი მხოლოდ იდურვეზე, ყველაზე დაბალი ფასებითა და მოქნილი განვადების სისტემით.