საბავშვო ტრენაჟორები
საბავშვო ტრენაჟორები ისურვეზე. ყველაზე დიდი ასორტიმენტი. ხარისხისა და ფასის საუკეთესო თანაფარდობა ქართულ ბაზარზე.
შეძენა შეგიძლიათ ბარათით, განვადებით ან ადგილზე ანგარიშსწორების გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ ბარათით შეძენილ საბავშვო ტრენაჟორებზე მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.
დაბოლოს, არ გამოგრჩეთ, რომ საკურიერო მომსახურება გახლავთ სრულიად უფასო.
საბავშვო ტრენაჟორები ასრულებენ იგივე ფუნქციას, რასაც მოზრდილების მოწყობილობები, მაგრამ განკუთვნილია პატარა ასაკის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დიდი ძალა და გამძლეობა.
ისინი დაეხმარებიან თქვენს პატარას, ბავშვობიდანვე მიეჩვიონ საკუთარ სხეულზე ზრუნვას, და სზრდასრულობისას ნაკლები ფიზიკური პრობლემა შეექმნათ.
იმისათვის, რათა ბავშვებიც მეტად დაინტერესდნენ ვარჯიშითა და სწავლით საბავშვო ტრენაჟორები სპეციალურად კაშკაშა ფერებითაა წარმოდგენილი.
რადგან ბავშვები ძალიან აქტიურები არიან, კერძო სახლში მაცხოვრებლები ენერგიას ეზოში თამაშით ხარჯავენ, მაგრამ ბინაში გამოკეტილი პატარებისთვის, რთულია ენერგიის ხარჯვა. ჩაკეტილ სივრცეში ისინი მეტად შეწუხებულები არიან, რაც საბოლოოდ იწვევს მადის, განწყობის და ძილის გაუარესებას.
სავარჯიშო ინვენტარები დაეხმარება ბავშვს დახარჯოს გარკვეული ენერგია და ამავე დროს, ხელი შეუწყოს კუნთების გაძლიერებას. სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურად ავითარებს ბავშვს, არამედ ხელს უწყობს ნაყოფიერ სწავლებას, აუმჯობესებს განწყობას, აძლიერებს ძილს და რაც მთავარია, უზრუნველყოფს კომპიუტერული თამაშებისგან ჩამოშორებას.
რა უნდა იცოდეთ საბავშვო ტრენაჟორების შესახებ:
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი ბავშვისთვის სავარჯიშო ინვენტარი იყიდოთ, უნდა შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია მოწყობილობების შესახებ.
ტრენაჟორების მაღაზიაში საბავშვო აქსესუარების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შეიძინოთ ზუსტად ის პროდუქცია, რომელიც ბავშვს თავად მოსწონს და ამასთან, მის ჯანმრთელობასაც დადებით შედეგს მოუტანს.
მწარმოებლები გთავაზობთ ტრენაჟორების ფართო სპექტრს ბავშვებისთვის, რაც საშუალებას მისცემს პატარას, თამაშის გზით, შეუერთდეს სპორტის სამყაროს. ყველაზე ხშირად, საბავშვო სავარჯიშო აპარატები დამზადებულია პლასტმასისგან, უფრო იშვიათად - ხისგან.
სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავებულია ტრენაჟორების უფრო სერიოზული ტიპები, რომელთა უმრავლესობაც აღჭურვილია მიკროკომპიუტერებით, რომლებიც განსაზღვრავს გულისცემას, გავლილ მანძილს (სარბენი ბილიკზე, სავარჯიშო ველოტრენაჟორზე და ა.შ.) და დატვირთვას.
ფუნქციის მიხედვით, ბავშვთა სავარჯიშო ტრენაჟორები ზუსტად იგივეა, როგორიც ზრდასრული ადამიანების. ბავშვებისთვის მზადდება: სარბენი ბილიკები, სტეპერები, სავარჯიშო ველოტრენაჟორები, ბატუტი და ა.შ.
როგორ შევარჩიოთ საბავშვო ტრენაჟორები?
ბავშვებისთვის ტრენაჟორის არჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნიუანსი. იმისთვის, რათა არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ, თქვენ უნდა უპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას - რა არის მოწყობილობის მიზანი?
თუკი გსურთ, რომ უბრალოდ დაკავდეს ბავშვი, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით იაფიანი და მრავალფუნქციური შვედური კედელი, რომელზეც თამაში პატარას მარტოც და მეგობრებთან ერთადაც შეუძლია. კედელი ასევე შესანიშნავია ჭარბი ენერგიის მქონე ბავშვებისთვის.
თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი არამარტო გაერთოს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც შეუწყოს ხელი, მაშინ აუცილებლად უნდა შეაჩეროთ არჩევანი მექანიკურ ან ელექტრონულ ტრენაჟორებზე, რომლებიც ჯანმრთელობის სარგებლობის გარდა, თქვენს შვილს დისციპლინასაც ასწავლის.
სავარჯიშო ველოტრენაჟორი
ზრდასრული მოწყობილობებისგან განსხვავებით, ბავშვთა მოწყობილობები ასაკის მიხედვით იყოფა. ასე რომ, „Malyavka“ სავარჯიშო ველოსიპედი შეიქმნა ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებიც შესაფერისია 3-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის.
ასეთი მოწყობილობა ავითარებს გამძლეობას, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, ასევე აძლიერებს ფეხის კუნთებსაც.
6-11 წლის ბავშვები იყენებენ შედარებით სერიოზულ ფიტნეს მოწყობილობას, რომლებიც უფრო რთული ტრენაჟორებია და აღჭურვილია დისპლეით, რომელზეც გამოსახულია მანძილი, გულისცემა და სრული დატვირთვის მაჩვენებელი.
ბავშვებს ნამდვილად მოსწონთ მოწყობილობები, რომლებიც აერთიანებს სპორტსა და კომპიუტერულ თამაშს. ამდენად, როგორც კი ბავშვი იწყებს პედლების ტრიალს, აქტიურდება ქუჩის რეჟიმი, რომლის დახმარებითაც, მოზარდი არა მხოლოდ ტარებას, არამედ გზის წესებსაც სწავლობს.
სარბენი ბილიკი
ბავშვებს ძალიან უყვართ სირბილი და, შესაბამისად, ასეთი ტრენაჟორი მათთვის ნამდვილი კომფორტია. არსებობს ისეთი სარბენი ბილიკები, რომლებიც შექმნილია 4-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის.
ბავშვი თავად არეგულირებს სიჩქარეს, რაც დამოკიდებულია მის მოძრაობებზე. როგორც წესი, საბავშვო სარბენი ბილიკები აღჭურვილია დისპლეით, რომლებიც აჩვენებს გავლილ მანძილს, ვარჯიშში დახარჯულ დროსა და ენერგიას. ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასეთი ტრენაჟორები ორივე მხრიდან აღჭურვილია სპეციალური სახელურებით.