• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ქურის ზედაპირები

ელექტრო და გაზქურის ზედაპირები. საუკეთესო არჩევანი, ყველაზე დაბალი ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენთან არამხოლოდ ტექნიკის უდიდესი არჩევანია, ისურვეზე ისეთი დეტალებიც შეგიძლიათ იპოვოთ, როგორიც ქურების ზდაპირია და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალზედ იაფია!

ყველა ოჯახში სამზარეულო სახლის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. სამზარეულოში კი შეუცვლელი კომპონენტი გაზქურაა, რომელიც თანამედროვეობაში ხშირად ტრანსფორმირდება ხოლმე ქურის ზედაპირებში.

რატომ? მიზეზი მარტივია. იმ ადამიანთა ნაწილისთვის, ვისაც ცხობა და ღუმელში (ელექტრო თუ გაზის ღუმელში) კერძების შეწვა დიდად არ აინტრიგებს, მარტივი, და რაც მთავარია მარტივი მექანიზმი - ქურის ზედაპირების ყიდვა მშვენიერი ალტერნატივაა.

ასეთი ქურის ზედაპირები წესით უფრო იაფი ღირს, არ იკავებს დიდ ადგილს და შესაძლებელია ესთერტიურად უფრო ლამაზიც კი იყოს.

ქურის ზედაპირები მაგიდის გაზსქურისგან იმისთ განსხვავდება რომ ჩაშენებულია ერთ ლოკაციაზე, თუმცა ზუსტად ამ ჩაშენების ხარჯზე ფაქტიურად არავითარ ადგილს არ იკავებს და ვიზუალურად ძალიან ლამაზ გაზქურას ემსგავსება

აღნიშნული არ აგვერიოს ჩასაშენებელ გაზქურაში ან პატარა გაზქურაში , რომელიც ფაქტიურად გაზქურის სრული კომპლექტაციაა, ქურის ზედაპირი კი ამის მხოლოდ ნაწილია.

ქურის ზედაპირის შერჩევა:

ლოგიკური კითხვა ჩნდება, როგორ შევარჩიოთ გაზქურის ზედაპირი? ეს კითხვა მარტო პატარა გაზქურების და მინი ქურების შემთხვევაში კი არა, კლასიკური ზომის მოწყობილობებშიც არსებობს, რადგან თითქმის ნებისმიერი კომპანია გვთავაზობს ყველანაირ ალტერნატივას (იხ. გაზქურა Bosch, გაზქურა გორენიე, გაზქურა ბეკო და სხვა).

ქურის ზედაპირები მარტივად შეგვიძლია ოთხ კლასად დავყოთ:

  1. დაბეჭდილი ზედაპირების მქონე გაზქურა
  2. ქურის ზედაპირი გაზის ცეცხლისთვის.
  3. კერმიკული ზედაპირი.
  4. ინდუქციური ზედაპირი.

პირველ შემთხვევაში უშუალოდ ცეცხლისა და მხურვალე ალი არ ჩანს ვიზუალურად, თუმცა უშუალოდ ზედაპირი ვიზუალურად ძალიან წააგავს კლასიკურ ქურის 4 კომფორიან სტანდარტს.

ასეთი ზედაპირების მინუსი არის ის რომ ისინი ნელა ხურდება, თუმცა ძირითადად ასეთი გაზქურა იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა ალტერნატივებთან შედარებით. ამ ტიპის ზედაპირი ელექტრო გაზქურის კომპონენტია.

მეორე ტიპის ზედაპირი მიესადაგება გაზის ქურას. ეს ვერსია ქართულ რეალობაში ყველაზე ცნობილია. მასში პირდაპირ ჩანს გაზის ალი. დადებითი მხარე - კარგი სიმხურვალე და კონტროლია ცეცხლის ალის. ამიტომაც ეს ტიპი ხშირად მზარეულების საყვარელ მოწყობილობად ითვლება. ასეთი გაზქურა ფასითაც უფრო მისაღებია.

მესამე ტიპის - კერამიკული ზედაპირი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, და პირველი ტიპის ქურის ზედაპირთან მიმართებაში ბევრად უკეთესადაც ხურდება. ასევე დადებითი მხარეა რომ ადვილი გასაწმენდია. თუმცა გახურების სისწრაფით გაზთან და ინდუქციური შედარებით უკეთესია.

მეოთხე, ინდუქციური ტიპის ზედაპირი ყველაზე თანამედროვე ალტერნატივაა გაზქურების ზედაპირებში. ფიზიკური პროცესების დახმარებით ის პირდაპირ ტაფის ან ქვაბის ძირს ახურებს და არა ქურის ზედა ნაწილს, ასე რომ მას ხელითაც რომ შეეხოთ სრულად უსაფრთხოა. ასეთი გაზქურები ადვილი გასაწმენდია და კარგადაც ხურდება, თუმცა პირველობას მაინც გაზის ქურები ინარჩუნებენ სიმხურვალის კუთხით.

ერთხელაც ავღნიშნავ, რომ ჩვენთან ქურის ზედაპირების ყველაზე დიდი და იაფი არჩევანია , ასევე გაზქურები განვადებით და სახლში უფასო მიტანით შეგიძლიათ შეიძინოთ .