პასტა მაკარონის მოსამზადებელი

პასტისა და მაკარონის მოსამზადებელი სახლის პირობებში გემრიელი სპაგეტისა თუ პასტისთვის აუცილებელი კომპონენტია. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ სრულად აკონტროლოთ საბოლოოდ მისაღები პროდუქტის გემოვნებითი თვისებები.

პასტის მოსამზადებელი დანადგარები, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა ისეთ პროფესიონალურ სამზარეულოში, სადაც მომხამრებელთა დიდი ნაკადი მუდმივადაა და არ არის იმის დრო, რომ  მზარეულმა ცომი ხელით დაამუშავოს. მაგრამ ვინ თქვა, რომ მისი გამოყენება სახლის პირობებში შეუძლებელია?

პასტის მოსამზადებელი საუკეთესო მექანიკური მოწყობილობები

ამ კატეგორიაში შედის ისეთი მარტივი დანადგარები, რომელთა გამოყენებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ.  მაკარონის მომზადება და სახელურის გადახვევა თავად მოგიწევთ, მაგრამ უპირატესობა ერთადერთი ისაა, რომ დაზოგავთ  ელექტრო ენერგიას.  პასტის აპარატი შეიძლება გამოყენებული იყოს სპაგეტის მოსამზადებლად, ან ლაზანის ფურცლების დასამზადებლად.

Marcato Classic Atlas 150 mm

იტალიური კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს.  პასტის მოსამზადებელი  აღნიშნული დანადგარი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან  ანოდირებული ალუმინის ელემენტებით. ლითონი არ იკიდებს კოროზიას, ადვილად იწმენდება და არ დეფორმირდება. რაც მთავარია, შესძლებთ მის გამოყენებას მრავალი წლის განმავლობაში.

აპარატი ცომს წვრილ ფენებად აქცევს, აკეთებს ვერმიშელს, ორი სახის სპაგეტს, ლინგვინსა და ა.შ. ჯამში, ნაკრები მოიცავს 13 დანართს ცომის ფორმირებისთვის.

დადებითი:

  • ფოლადის ძლიერი ჩარჩო;
  • შესაბამისი ფორმების დამზადება;
  • მოსახერხებელი ფორმა და საიმედო კონსტრუქცია;
  • ცომი არ ეწებება ზედაპირებზე;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

მინუსები:

  • იმისათვის, რათა ცომმა  ფორმა შეინარჩუნოს, რამდენჯერმე უნდა დაატრიალოთ.

მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობა გაცილებით რთულია, ვიდრე ელექტრო მოდელებთან, რადგან  მოძრაობის პროცესი გრძელი და შრომატევადია. ასევე აუცილებელია ცომის სისქის მონიტორინგი და მისი ფრთხილად ამოღება. ჭრა უფრო სწრაფად ხდება, ასე რომ აპარატის დამსახურებით, წუთში შეგიძლიათ  250 გრ მაკარონი დაამზადოთ.

Bradex

ასეთი მოწყობილობის დახმარებით, ზედმეტი  ძალისხმევის გარეშე, შეგიძლიათ  დაამზადოთ ცომი სხვადასხვა უგემრიელესი კერძებისთვის. სახლის პირობებში მომზადებული მაკარონები გახდება კიდევ უფრო გემრიელი, თუკი მათ იტალიური რეცეპტით დაამზადებთ.

აპარატს აქვს ცომის 6 სხვადასხვა სისქის პარამეტრი. გარდა ამისა,  მანქანა დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან და არ იკიდებს კოროზიას. მისი გასუფთავება შესაძლებელია ფუნჯით, რომელიც მოყვება ნაკეთობას.

დადებითი:

  • კომპაქტური და მოსახერხებელი;
  • ინსტალაციის შემდეგ, არ მოძრაობს მაგიდაზე;
  • ცომის სისქის  დამუშავების 6 ვარიანტი;
  • სპეციალური საქშენები მაკარონის საჭრელად;
  • მაღალი ხარისხის აპარატურა;
  • მოწყობილობა მთლიანად დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

მინუსები:

  • არ არის შესაფერისი პიცის ცომის მოსამზადებლად.

Kelli KL-4109

პასტის მოსამზადებელი კიდევ ერთი დანადგარი, რომლის გამოყენება სახლის პირობებში ძალიან მარტივად შეგიძლიათ.  ფოლადის გორგლებს შორის, ცომი ადვილად იჭრება და არ იშლება. რგოლების სიგანე 15 სმ-ია.

ჩარჩო დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომლის გაწმენდა ადვილია სპეციალური ფუნჯის დახმარებით. არ იკიდებს კოროზიას, მაგრამ ძლიერი ზემოქმედების შედეგად, გარკვეული დაზიანებები გამოჩნდება ზედაპირზე.

დადებითი:

  • კომპაქტურია;
  • მაგიდაზე მყარად დამონტაჟებისთვის აქვს რეზინის საფარი;
  • ცომის სისქისთვის არსებობს პარამეტრები;
  • მოყვება  რეცეპტების წიგნაკი;
  • იაფია.

მინუსები:

  • ლითონი თხელია და დეფორმირდება დარტმების შედეგად.

Fimar MPF / 1.5

შესანიშნავი რეპუტაციის მქონე იტალიურმა კომპანიამ, დაამზადა მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალური სამზარეულოსთვის. აპარატს აქვს ელეგანტური დიზაინი, სტაბილური რეზინირებული ფეხები და აღჭურვილია 0.3 კვტ ძრავით.

ჩარჩო დაფარულია სპეციალური საღებავით, რომელიც  იცავს მას კოროზიისგან. თასები კი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მოწყობილობის პროდუქტიულობა არის საათში 5 კგ პასტა. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ ბევრი დანართი სხვადასხვა ფორმის მაკარონის დასამზადებლად.

დადებითი:

  • ელეგანტური დიზაინი და საიმედო კონსტრუქცია;
  • ლითონი დაფარულია დამცავი მინანქრით;
  • მტკიცე კონსტრუქცია რუბიზირებული ფეხებით;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • მოცულობითი თასი 1,5 კგ ცომისთვის;

მინუსები:

  • მძიმეა;
  • ძვირადღირებულია;
  • კომპლექტში არ შედის დამატებითი დანართები.

სამზარეულოს დანადგარების ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზე ყველაზე დაბალ ფასებში და საუკეთესო განვადების სისტემით, ხოლო შენაძენის სახლში მიტანის სერვისი ჩვენთან უფასოა.