ორთქლსახარში ქვაბები
ორთქლსახარში ქვაბები - ყველა ბრენდის ყველა მოდელი ოფიციალური გარანტიით . ონლაინ განვადება, ყველაზე დაბალი ფასი და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
წნევით სახარში ქვაბი, ეკონომიური, სუფთა მოწყობილობა, რომელიც ყველა სამზარეულოში საჭიროა
ჩვენს სამყაროში, სადაც დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ასეთი აქტუალურია, ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული ხდებაჯანსაღი პროდუქტების პოვნა. სასარგებლო ელემენტებისა და ვიტამინების შემცველობა სულ უფრო მცირდება ბოსტნეულში, ხილსა თუ ხორცპროდუქტებში. გარდა ამისა, კერძის მომზადების დროს, ეს პროდუქტები ისედაც კარგავენ საკვები ნივთიერებებს 20%-დან 70%-ს მაინც. თუმცა, გამოსავლის პოვნა მარტივი შესაძლებელია იქ, სადაც არსებობს ორთქლსახარში ქვაბები.
ორთქლის სახარში ქვაბები თანამედროვე ტიპის გამოგონებაა, რომელიც ცვლის ორმაგი ქვაბების გამოყენების პრინციპს
ორთქლსახარში ქვაბების ნამდვილად ინოვაციური გამოგონებაა, რომელსაც ნელ-ნელა მთელს მსოფლიოში ცვლის საკვების მომზადების ტექნოლოგიას.
მისი ძირითადი ფუნქციაა, მოხარშულ საკვებს შეუნარჩუნოს თითქმის ყველა საჭირო ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მოწყობილობა იდეალურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვის, ნაწლავისა და კუჭის დაავადებების მქონე პირთათვის.
როდესაც ქვაბების ნაკრების შეძენა გვსურს, ბუნებრივია, ვითვალისწინებთ იმ მახასიათებლებს, რომლებიც ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელის შეძენაში დაგვეხმარება. არართხელ აღგვინიშნავს ის ფაქტი, რომ ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ მასალას, რომლითაც ქვაბები იქნება დამზადებული.
ორთქლის ქვაბი სწორედაც რომ შეგიქმნით სანდოობის პირობას , რადგან მისი წყალობით, თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ უგემური საკვების არსებობა. ვინაიდან, ქვაბი ნამდვილად შემოგთავაზებთ მრავალფეროვან არომატსა და გემოს. თანაც შეძლებთ თქვენი საყვარელი კერძების მომზადებას ისე, რომ ჯანმრთელობასაც ზიანი არ მიაყენოთ.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა შეუცვლელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ, რადგან კერძების მომზადების დროს, არ არის საჭირო ზეთის დამატება. თქვენი ჯანმრთელობის სარგებლის გარდა, ქვაბი მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ძალისხმევას. პროდუქტების განთავსების და საჭირო ფუნქციის ან ქრონომეტრის დროულად ჩართვის შემდგომ, გექნებათ შესაძლებლობა დაკავდეთ სხვა საქმიანობით, რადგან არ საჭიროებს თქვენგან მუდმივ კონტროლს.
ორთქლის ქვაბი არის მოწყობილობა, რომელიც შედგება:
- ბაზისგან, რომლიც შიგნით არის წყლის კონტეინერი, ხოლო მის გარეთ - სახელურები და კონტროლის ღილაკები;
- ორთქლის კალათები, სადაც პროდუქტები განთავსდება;
- უჯრა, რომელშიც წვენი გროვდება;
როდესაც მოწყობილობა ჩართულია, წყალი სპეციალურ კონტეინერში შეედინება, თბება ადუღებამდე, ორთქლდება და მიღებული ორთქლი ათბობს შემდეგ პროდუქტებს. ზოგიერთ მოდელზე, დრო მითითებულია მექანიკური ტაიმერის გამოყენებით, მაგრამ არსებობს ასევე სხვა მოდელები LCD ეკრანით და ღილაკების კონტროლით.
ორთქლსახარში ქვაბის ერთ-ერთი მოდელია Philips HD 9120, რომელიც განკუთვნილია კომფორტისა და სიმარტივის მოყვარულებისთვის. მოწყობილობა შედგება სამი კონტეინერისგან 2.5 ლ, 2.6 ლ და 3.5 ლ მოცულობით, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფად და ეფექტურად მოამზადოთ ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხორცის პროდუქტები.
სხვა ორთქლსახარში მოდელებისგან განსხვავებით, ამ მოდელის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი Flavor Booster ფუნქციაა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორთქლი მიედინება იმ სპეციალურ განყოფილებაში, სადაც ივსება სუნელებითა და და სანელებლებით. ყველა ნაწილის გარეცხვა კი მარტივად შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
თუ ორთქსახაშრმა ქვაბებმა დაგაინტერესათ, გირჩევთ, იხილოთ მულტისახარში ქვაბიც .
შეგახსნებთ რომ ორთლსახარში ქვაბის ყიდვა ყველაზე იაფად და საუკეთესო განვადებით მხოლოდ ისურვეზე შეგიძლიათ