სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

მიქსერი - miqseri

მიქსერი ყველაზე იაფად ისურვე.ჯი-ზე, ონლაინ განვადებით, 1 წლიანი გარანტიით და უფასო მიტანით მთელ საქართველოში, ხელის, საკონდიტრო და ჯამიანი მიქსერების ყველაზე ფართო არჩევანი საოჯახო ტექნიკის ინტერნეტ მაღაზიაში.

იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ მიქსერი ყველა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, საკითხავი მხოლოდ ის არის სადაა ყველაზე ხელსაყრელი მისი შეძენა, ჩვენი მიმოხილვით ვეცდებით დაგიმტკიცოთ, რომ ისურვეზე არამხოლოდ ყველაზე მომგებიანია ამ აპარატის შეძენა, არამედ ყველაზე იაფიც!

როგორ ავარჩიოთ მიქსერი?

მიქსერის ყიდვისას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის:

  • ბრენდი - ხარისხის და კომპლექტაციის განსაზღვრისთვის
  • ფასი - ვინაიდან საფასო სეგმენტი ძალიან დიდია, ოპტიმალური არჩევნის გაკეთება მნიშვნელოვანია
  • მახასიათებლები - მიქსერების მახასიათებლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლითაც მათი შერჩევა ხდება. ფუნქციონალი და გამოყენების წესები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოდელების მიხედვით.
  • განვადების პირობები - თუ მიქსერის განვადებით შეძენა გსურთ , მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ დაკრედიტების ამ მეთოდის შემოთავაზებულ პირობებს და აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.

დავიწყოთ ბრენდებით და გავცეთ პასუხი კითხვას, რომელია საუკეთესო მიქსერი?

მიქსერის ფასი ყველაზე იაფი ისურვეზეა!

მიქსერის მწარმოებელ კომპანიებს შორის, ცხადია გამორჩეულები ზოგადად საოჯახო ტექნიკის მსხვილი ბრენდები არიან, რომელთა პროდუქციაც მრავლათაა წარმოდგენილი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.

  1. NIKAI - იაპონური კომპანია, რომელიც დაბალ და საშუალო საფასო სეგმენტზე გათვლით ელექტრო და საოჯახო ტექნიკაზე აკეთებს აქცენტს. მასზე სტანდარტული 1 წლიანი გარანტია მოქმედებს და სახლის პროდუქტების იაფად შეძენის მსურველთათვის ბოლო წლებში ძალიან მიმზიდველი არჩევანია.
  2. PHILIPS - ბრენდი, რომლის განხილვაც არ არის საჭირო, მსოფლიო ლიდერი ამ ტიპის პროდუქციის წარმოებაში, უნიკალური შეთავაზებებითა და განსაკუთრებული ფუნქციონალით, რომელიც ყოველთვის ცდილობს მომხმარებლებს ინოვაციები შესთავაზოს.
  3. PANASONIC - კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტი, რომლის როგორც მიქსერები, ისე სხვა ტექნიკა ყოველთვის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სიაში ხვდება და ფილიპსის მსგავსად, მის ხარისხსა და ინოვაციურობას კონტროლი არ სჭირდება.
  4. KENWOOD - საერთაშორისო ბრენდი, ტექნიკის უდიდესი არჩევნით, ყველა სახის მიქსერების მწარმოებელი, რომელიც ნიკაის მსგავსად, ხელმისაწვდომი ფასებით და დიდი ასორტიმენტით გამოირჩევა. უნდა ითქვას, რომ ამ კომპანიის პროდუქტები ისურვე.ჯი-ზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, არა მხოლოდ მიქსერის შემთხვევაში.
  5. BRAUN - გერმანული ხარისხი თქვენს ოჯახებში, წლის საუკეთესო კომპანიის რამდენიმეგზის ტიტულის მფლობელი დაბალ და საშუალო ფასიან სეგმენტში, რომელიც როგორც წესი, ინსტრუქციების და მოხმარების წესების მაქსიმალურად დაწვრილებით და მაღალ დონეზე მიწოდებით გამოირჩევა.

გადავიდეთ ფასზე და დავსვათ ძალიან პოპულარული კითხვა:

როგორ შევიძინოთ მიქსერი იაფად?

ჯამიანი მიქსერები:

სულ წარმოდგენილია 4 მოდელი, რომელთა ფასიც 87 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირიანის, PHILIPS HR1565/40-ის ფასი 260 ლარს შეადგენს.

 ბრენდი/მოდელი ფასი/ განვადების ფასი
Nikai NH482 87 ლარი/ თვეში 6 ლარი
Nikai NH757B 135 ლარი/ თვეში 9 ლარი
PANASONIC MK-GB1WTQ 225 ლარი/ თვეში 14 ლარი
PHILIPS HR1565/40 260 ლარი/ თვეში 16 ლარი

 

სტანდარტული (ხელის) მიქსერები:

რაც შეეხება სტანდარტული ტიპის პროდუქტებს, აქ 3 ყველაზე იაფიან მოდელს ისევ ნიკაი გვთავაზობს: 73 და 95 ლარად, ხოლო ყველაზე მაღალფასიანი PHILIPS HR1578/00-ია, რომელიც 311 ლარი ღირს, ხოლო განვადებით ყიდვა თვეში 20 ლარადაა შესაძლებელი და კურიერის მეშვეობით შეძენილ მიქსერს ადგილზე უფასოდ მიიღებთ.

მიქსერების მახასიათებლები:

თითოეული მოდელის მახასიათებლებს თავად პროდუქტის გვერდზე გაეცნობით. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდეგ ოფციებზე:

  • სიმძლავრე
  • ტურბო რეჟიმის არსებობა
  • კომპლექტაცია (რამდენი საცმი აქვს და ა.შ.)
  • კორპუსის მასალა
  • საცმების მასალა
  • კვების კაბელის სიგრძე
  • ხმაური და ა.შ.

მიქსერი საკონდიტრო საქმიანობის უმთავრესი ატრიბუტია

გემრიელი დესერტებით ოჯახის წევრებისა და სტუმრების გამასპინძლება დიასახლისებს ძალიან უყვართ.

მიქსერი ფაფუკი კრემისა და იდეალური ცომის ამოსაყვანად მხოლოდ რამდენიმე წუთს საჭიროებს, ეს კი ხელით მუშაობისგან განსხვავებით, დროისა და ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.

მოყვარული და პროფესიონალი კულინარები მიქსერის არჩევისას დიდ ყურადღებას აქცევენ მის სიმძლავრეს, პრაქტიკულობასა და ვიზუალს.

მიქსერი იაფად ისურვეზე შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ხელის, ისე ჯამიანი მოდელები, საიტზე შემოთავაზებაშია მიქსერები ისეთი ხარისხიანი ფირმებისგან, როგორიცაა ბოში, ფრანკო, ფილიფსი და სხვა.

კერძებისა და ტკბილეულის მომზადებისას მხოლოდ ინგრედიენტების დოზების შერჩევა საკმარისი არ არის.

ტექნიკა ამ საქმეში გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. მაგალითად ღუმელი, რომლის სწორ ტემპერატურაზე დაყენებაც ზუსტად ისეთ ბისკვიტს ვიღებთ, როგორსაც ვისურვებდით, ხოლო კრემის ამოყვანისას მისი სწორი სიჩქარით ათქვეფა მის სიმსუბუქესა და გემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ამიტომ სწორად შერჩეული მიქსერი სამზარეულოში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს.

მიქსერი ფასი იქნება ეს თუ მახასიათებლები, ნუ დაგაბნევთ, ისურვეზე სასურველი მოდელის არჩევა ძალიან მარტივია, რადგან თითოულულ მათგანს თან ახლავს დეტალური აღწერა, ფოტო და ვიდეო მიმოხილვა.