სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

მიკროტალღური ღუმელი ფასდაკლებით

ყველა ბრენდის მიკროტალღური ღუმელი ფასდაკლებით, ოფიციალური გარანტია, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო ადგილზე მიტანა ყველგან .

მიკროტალღური ღუმელი დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საყოფაცხოვრებო ტექნიკად ითვლება, რომელიც არა მხოლოდ ავსებს, არამედ ცვლის კიდეც ტრადიციულ ღუმელებს.  მისი გამოყენების სიჩქარიდან და სიმარტივიდან გამომდინარე, ყოველდღე იმატებს იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დროის ფაქტორს.

მიკროტალღური ღმელით ხომ მართლა შესაძლებელია რამდენიმე წუთში მოამზადოთ საჭმელი და უამრავი დრო და ენერგია დაზოგოთ, რაც იდეალურია დამღლელი დღის შემდეგ.

მიკროტალღური ღუმელის  შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. თანამედროვე მოდელების ფუნქცია არა მხოლოდ საჭმლის გაცხელება, არამედ მათი მომზადებაცაა

აღსანიშნავია, რომ თითოეული მოწყობილობა აღჭურვილია მაგნეტრონით, რომელსაც შეუძლია შექმნას მაღალი სიხშირის ელექტრული ველი. სწორედ ეს მახასიათებელი განარჩევს მას სხვა ღუმელებისგან.

თუ გსურთ თვალი გადაავლოთ აღნიშნული პროდუქციის რამოდენიმე საუკეთესო ვარიანტს, შეგიძლიათ ესტუმროთ  ჩვენი ონლაინ მაღაზია ისურვეს გვერდს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის, ფასის, მახასიათებლების, დიზაინის მიკროტალღური ღუმელი, რომლებზეც მოქმედებს როგორც განვადების, ასევე - ფასდაკლების პირობები.

მიკროტალღურის შერჩევისას, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:

  • მახასიათებლები - საჭირო ფუნქციურობიდან გამომდინარე, ბაზარზე წარმოდგენილია სტანდარტული (სოლო) მოდელები, ღუმელები გრილის ვარიანტითა და კონვექციის ფუნქციით;
  • კონტროლის ტიპი - მიკროტალღურები მექანიკურია და აქვთ სენსორული პანელი;
  • მოწყობილობის მოცულობა - შეგიძლიათ აირჩიოთ კომპაქტური მოდელი ერთი ადამიანისთვის ან დიდი ოჯახისთვის.

როგორ შეგიძლიათ მიკროტალღური ღუმელის ფასდაკლებით შეძენა?

მოკლედ, იმისათვის, რათა  მიკროტალღური ღუმელის ფასდაკლებით შეძენა შესძლოთ, სულაც არ გჭირდებათ დღესასწაულებზე დალოდება, ვინაიდან, ჩვენი ონლაინ მაღაზია ნებისმიერი ნივთის  ბარათით შეძენის შემთხვევაში  მომენტალურ ფასდაკლებას გთავაზობთ .

ყველაზე მოწინავე ღუმელები აღჭურვილია პროდუქტის წონის ფუნქციით, ინტერნეტით და სენსორებით, რომლებიც გამოითვლიან საკვების მომზადების დროს. მომხმარებლები აღნიშნავენ ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვან დანაზოგს ღუმელთან შედარებით, რადგან პროდუქტის მოლეკულურ სტრუქტურაზე ზემოქმედება მის სწრაფ დამუშავებას იწვევს. კარგია ისიც, რომ მიკროტალღურ ღუმელში საკვები არ იწვება.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მოდელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში LG MH6042U-ია. 20-ლიტრიანი მოდელის მქონე სენსორული კონტროლით აღჭურვილი ღუმელი ხარჯავს 600 ვატს, ხოლო გრილზე - 700 ვატს.

აქვს შემდეგი დადებითი მახასიათებლები:

  • ფუნქციური - კლასიკური გაყინვისა და გათბობის გარდა, არსებობს Auto World Kitchen რეჟიმები: თქვენ უბრალოდ უნდა მოამზადოთ ინგრედიენტები და შეარჩიოთ შესაბამისი პროგრამა, ხოლო ღუმელი თავად მოამზადებს კერძებს.
  • გათბობა - i-Wave ტექნოლოგიით, მიკროტალღური თანაბრად ათბობს საკვებს.
  • მოვლა - კომპანიის მიერ შექმნილი EasyClean ფუნქცია არა მხოლოდ მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ, არამედ არ იკრობს ცხიმსაც.
  • ეკონომიური - საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ეკრანის სიკაშკაშე და განათების ძალა ECO ON რეჟიმში.
  • ბავშვების განდაცვა - დაბლოკვის ფუნქცია ხელს უშლის მიკროტალღურის შემთხვევით  ჩართვას.

მიკროტალღური ღუმელი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია

სამსახურიდან ან სასწავლებლიდან დაბრუნებულებს სადილის გათბობა ხშირად დაგვზარებია, რადგან მაცივარში შენახული სადილის ქურაზე გათბობას არც ისე ცოტა დრო სჭირდება.

მიკროტალღური ღუმელი რამდენიმე წუთში ათბობს საკვებს სასურველ ტემპერატურაზე, ასევე აცხობს და ბრაწავს სხვადასხვა პროდუქტს, ეს კი კონკრეტული მოდელის მონაცემებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ამ მოწყობილობის მრავალფუნქციურობის გამო ჩვენი ყოველდღიურობა მიკროტალღური ღუმელის გამოყენების გარეშე უკვე რთულადაც კი წარმოგვიდგენია.

მიკროტალღური ღუმელი ფასდაკლებით და ხარისხის გარანტიით სწორედ სასურველი მოდელის შეგიძლიათ შეიძინოთ, რადგან ისურვე მუდმივად ცდილობს შემოგთავაზოთ პროდუქცია სხვადასხვა ფასდაკლებით.

მწარმოებლები წლიდან წლამდე უახლესი ტექნოლოგიებით გვაოცებენ, რათა ჩვენი მოთხოვნები რაც შეიძლება სრული სიზუსტით დააკმაყოფილონ.

მიკროტალღური ტექნიკის ის წარმომადგენელია, რომელიც ბევრის სამზარეულოში იკავებს საპატიო ადგილს და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად გვემსახურება.

ტექნიკის ამ წარმომადგენლის ასეთი ხიბლი მის სიმარტივეში მდგომარეობს. მიკროტალღურის წყალობით აღარ გვჭირდება ქურასთან დგომა და საკვების დარაჯობა, რომ არ დაიწვას.

მიკროტალღური ღუმელი ფასდაკლება და უამრავი საინტერესო შემოთავაზება ისურვეზე მუდმივად მოიძებნება, რადგან ჩვენ ვცდილობთ გავანებივროთ ჩვენი მომხმარებლები, რაც მომსახურებასა და პირობებში ნათლადაა გამოხატული.