• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

მაგიდის გაზქურა

ყველა ბრენდის მაგიდის ქურა, როგორც ელექტრო, ისე მაგიდის გაზქურები. ყველაზე იაფად, გარანტიით, ონლაინ განვადებასთან და უფასო საკურიერო სერვისთან ერთად მთელ საქართველოში.

მაგიდის გაზქურა დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, და ამავე დროს ყველაზე საჭირო ნივთია

მსოფლიოში საშუალო ერთი ადამიანისთვის საჭირო ფართის საჭიროება უფრო და უფრო მცირდება. განსაკუთრებით ეს ეტყობა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს რომლებსაც მაღალი ურბანიზაცია ახასიათებთ (მაგალილთად იაპონია, კორეა, ჩინეთი, ტაივანი).

კომპანიები კი, რომლებიც ცდილობენ მათ მომხმარებლებისთვის რელევანტური პროდუქტები შექმნან, ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ ამ ცვილებებს. სწორედ ეს არის წყარო ისეთი გამოგონებების როგორიც არის სარეცხი საშრობი მანქანა (ორი ერთში), ასაკეცი საწოლი და სხვა.

მაგიდის გაზქურაც სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. გაზქურა რომ შეუცვლელია სახლში ამაზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო . ამ მოწყობილობის გარეშე შეიძლება იგივე მიკროტალღური ღუმელის ხარჯზე თავი გაიტანოთ, მაგრამ თქვენი ცხოვრების ხარისხი ბევრად მოიკლებს.
გაზქურა ხომ საკვების მომზდების აუცილებელი კომპონენტია. ისე საინტერესო კია, როდესაც რომელიმე რეცეპტს კითხულობ აუცილებლად ფიგურირებენ ხოლმე ინგრედიენტები, და ხშირ შემთხვევაში ჭურჭელიც კი, მაგრამ გაზქურის, ჩასაშენებელის თუ ელექტროს, არსებობა აპრიორი ფაქტად არის მიღებული, იმიტომ რომ მის გარეშე სამზარეულოში ტრიალიც აზრს კარგავს.

ხოდა, ამხელა შესავლის მერე უკვე უშუალოდ მაგიდის გაზქურასაც შევეხებით. ეს არის პატარა იაფი აპარატი, რომელიც ასრულებს ყველა იმ ფუნქციას რომლისთვისაც მისი თანამოძმე არის შექმნილი .

მისი კომპაქტურობისგან გამომდინარეობს მისი დაბალი ფასიც, ისურვეზე კი შეგიძლიათ ამგვარი გაზქურა, ყველაზე იაფად  და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ, ხოლო ფულის უფრო მეტი დაზოგისთვის, ჩვენი კურიერი შენაძენს საქართველოს ყველა რეგიონში, სრულიად უფასოდ მოგიტანთ.

თუმცა დავკონკრეტდებით - მინი გაზქურა თავის თავზე იღებს მხოლოდ დიდი ქურის ზედაპირების ფუნქციას. ქვედა განყოფილების, ანუ ღუმელის შესაძლებლობები ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო მისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მაგრამ აი ქურის ზედაპირს რაც შეეხება, ამ კუთხით ნამდვილად სასაყვედურო არაფერი აქვს. კი, სივრცის ეკონომიის ხარჯზე შემცირებულია კომფორების რაოდენობა, მაგრამ მერე რა, რაც არის (ერთი ან ორი კომფორა), მთავარია ის იდეალურად მუშაობს.

ამ პატარა გაზქურის იგივე ნაირსახეობები არსებობს, რაც კლასიკური ვარიანტის - ელექტრო გაზქურა და გაზის ქურა.

გაზის ქურას შემთხვევაში მეტ დეტალებში ჩასვლა აღარ ხდება. მთავარია ვიცოდეთ რომ ეს ყველაზე ნაცადი და მზარეულების საყვარელი ტიპია. იმიტომ რომ გაზის კომფორა მალე ხურდება და მალე იწყება კერძის მზადება, და ამავე დროს თვალის ზომით შესაძლებელია ცეცხლის ზომის კონტროლი.

ელექტრო გაზქურები ქვემოთ რამდენიმე ტიპად იყოფა:

  • დაბეჭდილი კომფორებით - კლასიკური, მუშა და ხელმისაწვდომი ტიპი.
  • კერამიკული კომფორებით - ლამაზი, ადვილად გასაწმენდი, თუმცა რთულად მოსავლელი და ცოტა ძვირი, ასევე ნელი გახურებით.
  • ინდუქციური კომფორებით - ასეთ მაგიდის გაზქურას იშვიათად ნახავთ. ინდუქციური მოიცავს კერამიკულის მახასიათებლებს, პლუს ის რომ მალე ხურდება, და ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე მხოლოდ მეტალს ახურებს, ასე რომ ხელიც რომ დაადოთ მას, არ დაგეწვებათ.

მაგიდის გაზქურა საუკეთესო ფასად ისურვეზე

როგორც უკვე ვისაუბრეთ, ფართის ეკონომიის გამო სხვადასხვა საოჯახო ტექნიკა და მოწყობილობა მეტად კომპაქტური და მოსახერხებელი გახდა.

მაგიდის გაზქურები ფერის, ხარისხისა და ზომის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ ონლაინ მაღაზია ისურვეზე.

გარდა მაგიდის გაზქურებისა ისურვე გთავაზობთ უამრავი საოჯახო წვრილმანი მოწყობილობების დიდ არჩევანს, რომელთა დახმარებიტაც თქვენი ყოველდღიური რუტინა შემსუბუქდება.

ისურვე პროდუქციის ასორტიმენტს მუდმივად ზრდის და თქვენზე მორგებულ პირობებს გთავაზობთ.