სრული კოლექცია


მაცივარი Samsung

Samsung-ის მაცივრები, მხოლოდ ორიგინალი პროდუქცია. ქარხნული გარანტია, საუკეთესო ფასები, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

კორეული ელექტრო მოწყობილობების გიგანტი Samsung საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიების ნაწილშიც ნამდვილი ლიდერია.

სამსუნგის მაცივრები მთელი მსოფლიოს მაშტაბით მილიონობით იყიდება და უკვე უამრავ ოჯახს გაუმარტივა ცხოვრება და გაულამაზა სამზარეულო.

სამსუნგის მაცივრები , ისევე როგორც ამავე კომპანიის ტელეფონები, ტელევიზორები და ფაქტიურად ყველაფერი რასაც კი ელექტრო ენერგიასთან შეხება აქვს გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შეუდარებელი დიზაინით.

ალბათ შემჩნეული გექნებათ რომ ტელეფონების ბაზარზე გარკვეული პერიოდია სამსუნგმა ეფლის ინოვაციური კომპანიის იმიჯი გადმოიბარა და უკვე ბოლო ორი ფლაგმანური მოდელების პირობებში სწორედ ამ კომპანიის მიერ იქნა გადადგმული პირველი ტექნოლოგიური ნაბიჯები, რომლებსაც შემდგომ უკვე ამერიკულმა გიგანტმა აუწყო ფეხი.

ეს ტრენდი მაცივრებში უკვე დიდი ხანია არსებობს.

მაცივარი Samsung და მისი ტექნოლოგიური უპირატესობები

მართალია აქ სამსუნგს კონკურენციას არა ეფლი, არამედ ბოშის მაცივრები, ბეკოს მაცივრები და ჰიტაჩის მაცივრები უწევს (თუმცა ამ სიაში LG-ს, გორენიესა და ინდეზიტის ხსენებაც შეიძლება).

სამსუნგის მაცივარი ყოველთვის გამოირჩევა ტექნოლოგიური პროგრესის ბოლო საფეხურზე ყოფნით, რადან ფაქტიურად ეს კომპანიაა ინოვაციების ძირითადი შემომტანი ამ პროდუქტებში.

მშრალი ყინვის მაცივრები, მინი მაცივრები თუ კიდევ უფრო მცირე, ფაქტიურად მინიატურული ზომის მქონე პატარა მაცივრები - ყველა ამ ორგანიზაციის გამოგონებებს მიეკუთვნება.

საინტერესოა ის რომ გამოგონებები არ ეხება მხოლოდ მომხმარებლის კეთილდღეობას, არამედ მწარმოებლებისთვის პროცესების გამარტივებასაც.

სამსუნგის მაცივრები ფასდაკლებით

ეს კი რა თქმა უნდა ირიბად სწორედ საბოლოო მყიდველზე მოქმედებს, ეკონომიის თვალსაზრისით. პირველად სამსუნგის მიერ დანერგილი Lean და Agile სისტემებისა და ხარჯების და მარაგების კონტროლის Just In Time პრინციპის საფუძველზე (რომლებიც შემდგომ სხვა კონკურენტებმაც დააკოპირეს) შესაძლებელი გახდა მაცივრები იაფად შევიძინოთ , და ეს დამატებით ხშირად უბიძგებს კონკურენტებს შემოგვთავაზონ მაცივარზე ფასდაკლება.

სხვათა შორის სამსუნგი ერთ-ერთი კომპანიაა რომელიც ახერხებს მისი წარმოებული პროდუქციის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებას, მიუხედავად საწარმოო ლოკაციებისა.

ამ მსოფლიო გიგანტს ქარხნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს გაშლილი (და რომელსაც 320,000 ადამიანი საკუთარ სამსახურს უწოდებს), თუმცა ამის ეფექტს მომხმარებელი ვერ გრძნობს - თქვენ შეგიძლიათ სრულად გულდამშვიდებით შეიძინოთ რუსეთში აწყობილი, გერმანიაში წარმოებული თუ ჩინეთში დამზადებული მოწყობილობები, და დარწმუნებული იყოთ რომ მათ შორის კომფორტისა და გამძლეობის კუთხით სრულად მინიმალური სხვაობაც კი არ იქნება.

ბუნებრივია, ბაზარზე Samsung მაცივარი ისეთივე სრული რეინჯით არის წარმოდგენილი როგორც სხვა კომპანიები.

სამსუნგის მაცივრების ტიპები:

  • ზევით თუ ქვევით განთავსებული საყინულით
  • გვერდიგვერდ განთავსებული საყინულე/სამაცივრე კამერა
  • ფრანგული კარის მაცივრები
  • მინი ანუ პატარა ვერსიები

სამსუნგის შერჩევის შემთხვევაში ნებისმიერი ვერსია ხელმისაწვდომია თქვენთვის, მათ შორის რა თქმა უნდა ისურვე.ჯი-ზეც, თანაც საუკეთესო ფასად.