კონდიციონერი ზანუსი
კონდიციონერი ზანუსი - ყველა მოდელი ოფიციალური მწარმოებლისგან. გარანტია, საუკეთესო ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
აქვე გეტყვით, რომ ისურვეზე კონდიციონერის ფასი ყველაზე დაბალია , ჩვენთან შეგიძლიათ midea კონდიციონერის ან lg კონდიციონერის ყველაზე მისაღებ ფასებში პოვნა. ახლა კი ზანუსის კონდიციონერებს დავუბრუნდეთ.
ზანუსის კონდიციონერები ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და პრემიუმ ხარისხის მოდელებად ითვლება და 21-ე საუკუნეში ქართულ რეალობაშიც მყარად უჭირავს პოზიციები, ისინი კონკურენცია ბევრად უფრო დიდი ბრენდებსაც თავისუფლად უწევენ, რაც მათი მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასებიდან გამომდინარეობს.
მაღალი ხარისხის, სპეციალური ტექნოლოგიების და ფართო არჩევნის წყალობით ისინი ბაზრის ლიდერებს შორის მოიაზრებიან და მომხმარებლის წინაშეც ამ ბრენდის პროდუქცია ერთ-ერთ არჩევნად თითქმის ყოველთვის აუცილებლად დგას ხოლმე.
ზანუსის კონდიციონერების ფართო არჩევანი - ფასები და მოდელები
დღეისთვის ბაზარზე წარმოდგენილია Zanussi-ს 10-მდე სხვადასხვა კონდიციონერი, რომლებიც ძირითადად გათვლილი ფართობის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
სპლიტ სისტემები, რომლებსაც ზანუსი გვთავაზობს, შემდეგი ფუნქციებით გამოირჩევა:
- კონდიციონერები გაგრილების და გათბობის შესაძლებლობით;
- ძილის ფუნქცია;
- ავტო რესტარტი და ტურბო რეჟიმი;
- თვითდიაგნოსტიკა;
- დაბალი ხმა (შიდა დაახლოებით 25-30 დეციბალი, გარე - 50-55 დბ)
- კონდიცირებისა და გათბობის ინვენტორული ტექნოლოგია
- დისტანციური სისტემები ძირითადი ფუნქციებით
რაც შეეხება ფასებს, რომლის გადახდაც კონდიციონერი ზანუსიs ყიდვის შემთხვევაში მოგიწევთ:
ზანუსის კონდიციონერების ღირებულება 900 ლარიდან 2300 ლარამდე მერყეობს.
ბევრი სხვა ბრენდის მსგავსად, ზანუსის უახლეს ასორტიმენტში არაინვენტორული მოდელებიც გხვდება, ამიტომ ფასთა შორის სხვაობა არა ხოლოდ BTU-თი, ან იმის მიხედვით აიხსნება, თუ რა ფართობზეა ესა თუ ის კონდიციონერი გათვლილი, არამედ ძირითად როლს ფასწარმოქმნაში სწორედ რომ ინვენტორის არსებობა ასრულებს.
ყველაზე მცირე ფართობისთვის განკუთვნილი (30 კვადრატულ მეტრამდე) კონდიციონერის ფასი 750 ლარია.
ამის შემდეგ მოდის 40-დან 60 მ2 ფართობის გაგრილება-გაცხელების შესაძლებლობის მქონე მოდელები, რომელთა ღირებულება 1700-1900 ლარამდე მერყეობს.
ეს რაც შეეხებოდა არაინვენტორულ მოდელებს.
ინვენტორების შემთხვევაში ფართობის მიხედვით არჩევანი იგივეა, თუმცა საშუალო ფასი დაახლოებით 200 ლარით მეტი გახლავთ.