სრული კოლექცია


Itimat

თურქული Itimat-ის სამზარეულოს ტექნიკა განვადებით, ყველაზე იაფად, გარანტიით და ადგილზე მიტანით უფასოდ, ყველგან თქვენი სურვილისამებრ.

Itimat წარმატების ისტორია ჯერ კიდევ  1970 წლიდან იწყება. დღეს უკვე აღიარებულია,  როგორც ერთ-ერთი სანდო ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თითოეული თავისი პროდუქციის ხარისხზე, რათა კმაყოფილ მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად შეინარჩუნონ და გაზარდონ.

ზუსტად ზემოდნახენები მიზეზების გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, იტიმატის პროდუქცია ყველაზე ხელსაყრელ პირობებში შემოგთავაზოთ.

კომპანიამ შიდა და გარე ბაზარზე წარმატებას თავისი პროდუქციის ისეთი ასორტიმენტით მიაღწია,  როგორიცაა კვადრატული და მრგვალი მინი ღუმელები , განცალკევებით მდგარი  ღუმელები, ჩასაშენებელი ღუმელები , ელექტრო და გაზის ქურები , ბლინების ღუმელები და ელექტრო გამათბობლები .

Itimat ბრენდს ღუმელების წარმოების 50+ წლიანი გამოცდილება აქვს

კომპანია Itimat -მა თავისი პროდუქტების ექსპორტზე გატანა 1988 წელს დაიწყო, ხოლო შიდა ბაზარზე საკუთარი გაყიდვების ზრდა,  სწორედ მომხმარებელთა ნდობის მოპოვებით შესძლო.

კომპანიის ხარისხიანი პროდუქტები, იწარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სერტიფიცირებულია მსოფლიოში ცნობილი-აღიარებული ლაბორატორიების მიერ. მათი ხარისხი სერტიფიცირებულია  მთელს მსოფლიოში.

კომპანიის მოწინავე ტექნოლოგია, ცოდნა, ექსპერტთა გუნდი და ტექნიკური პერსონალი  განაპირობებს პროდუქციისა და მომსახურების უმაღლეს ხარისხს.

Itimat  დარეგისტრირებულია 1970 წლიდან, რომელიც წლებია ცნობილია არა მარტო თურქეთის ტექნიკის ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. შიდა გაყიდვების გარდა, ღუმელები ექსპორტზე გადის 45-მდე ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში,  ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის და ბალკანეთის ქვეყნებში.

ელექტრო ღუმელი ITIMAT -I09K-ის  სიმძლავრე 1300 ვატია, ხოლო მოცულობა 35 ლიტრი. საცხობი ქურის დამატებით მახასიათებლებს თუ მიმოვიხილავთ, ვნახავთ, რომ  გათვალისწინებულია მექანიკური მართვის ფორმა, აღჭურვილია თერმოსტატით და აქვს ტაიმერის ფუნქცია.

კომპლექტაციაში დამატებით შედის : 1 ცალი მრგვალი საცხობი ფორმა და 1 ცალი ემალირებული ოთხკუთხედის ფორმის საცხობი ფორმა.

ფიზიკური მახასიათებლებია ემალის საფარი ღუმელის შიდა სივრცეში და  სპეციალური თერმო მინის კარი (თერმო მგრადი, უძლებს გაცილებით მეტ ტემპერატურას, ვიდრე საცხობში წარმოიშვება).

რადგან ღუმელებზე ვსაუბრობთ, აქვე გიზიარებთ მცირე რეკომენდაციას მათ შერჩევასთან დაკავშირებით:

რა კრიტერიუმებს უნდა მივანიჭოთ ყურადღება?
მოცულობა - მიკროტალღური ღუმელის  მსგავსად, ღუმელის მოცულობა  შეიძლება განსხვავებული იყოს - 8.5-დან 40 ლიტრამდე. სტანდარტული სამზარეულოსთვის, შესაფერისია საშუალო მოცულობის ღუმელი 12.5-დან 28 ლიტრამდე.

ძალა - რაც უფრო დიდია ელექტრო ღუმელი , მით უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს იგი.  თუ გავითვალისწინებთ საშუალო მნიშვნელობებს, მაშინ აბსოლუტურად ყველა კერძის მოსამზადებლად - ხორცის შეწვიდან დაწყებული ფუნთუშების გამოცხობით დასრულებული,  საკმარისი იქნება 1-1,5 კვტ სიმძლავრე.

მართვა - ელექტრო ღუმელებს აქვთ კონტროლის ორი ტიპი - მექანიკური და ელექტრო. მექანიკური კონტროლის მქონე მოდელების ფასი უფრო ხელმისაწვდომია, ხოლო ელექტრონული უფრო ძვირია.

დაზიანების შემთხვევაში, რთულია ელექტრო  მოდელების შეკეთება. ამიტომ, გირჩევთ, რომ ნებისმიერი ტექნიკა საიმედო და სანდო მწარმოებლებისგან შეარჩიოთ. მაგალითად, ამ მხრივ, Itimat- ის ელექტრო ღუმელი  კარგი გამოსავალია და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა კიდევ ერთი მოდელი Itimat 5004 .

ქურის ძირითადი მახასიათებლებია 1600 w სიმძლავრე და 50 ლიტრიანი მოცულობა. ფუნქციური მახასიათებლებია: ორმაგი მინა კარზე, ტემპერატურის დიაპაზონი 50C - 320C, ცხობის 4 რეჟიმი, ტაიმერი, გრილი, რეგულირებადი თერმოსტატი, A13 ევროპული სტანდარტი და შიდა ემალის საფარი.

კომპლექტში შედის: ემალის ორი საცხობი და ცხაურა. კვება ხორციელდება ქსელიდან, ქურის საერთო ზომაა 597x467x340 მმ, ხოლო წონა 15 კგ.