Hyundai-ს მაცივრები

ცნობილი კორეული ბრენდის, Hyundai-ს მაცივრები ყველაზე იაფად. ონლაინ საბანკო განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში.

ისევე როგორც საქართველოს (და ფაქტიურად მთელ მსოფლიოში) ბაზარზე წარმოდგენილი ნებისმიერი ელექტრონიკა, Hyundai-ს მაცივრებიც აღმოსავლეთ აზიაშია ნაწარმოები . თუმცა ამ შემთხვევაში საქმე არა იაპონურ (Hitachi) და ჩინურ (Hisense) ბრენდებთან, არამედ კორეულთან გვაქვს.

Hyundai-ის ტექნიკა, რომ წამყვანი და სანდოა, მაგას ბევრი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა ამ ჯერზე გვინდა მაინც უფრო დეტალურად გაგაცნოთ ეს კორეული კომპანია.

ზოგადად საკმაოდ საინტერესოა კორეის მაგვარმა მცირე, თავისივე მეორე ნახევართან ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში მყოფმა და ფრიად არაკეთილმოსურნე მეზობლებით შემორტყმულმა სახელმწიფომ როგორ მოახერხა სხვადასხვა დარგებში უზარმაზარი წარმატების მიღწევა.

200-ზე მეტი ქვეყნის და 7 მლრდ-ზე მეტი მოსახლეობის პირობებში სამსუნგის მაცივრები და ჰიუნდაის მაცივრები - ორივე ერთ ქვეყანაში იწარმოება.

რატომ არის გამძლე Hyundai-ს მაცივრები?

სხვა ბრენდების (ბოშის ან ბეკოს მაცივრების) შემთხვევაში კიდევ გასაგებია თუ ეს კომპანიები ან საკუთარ ქვეყნებში აწარმოებენ პროდუქტებს, ან ხარჯების შემცირების მიზნით ჩინეთში გადაიტანენ ქარხნებს, თუმცა ამ ორი გიგანტის კორეაში დაბადება გაკვირვებას იწვევს.

სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპული ეკონომიკური გიგანტებიდან - ჩინეთი, იაპონია, კორეა, ტაივანი - კორეა გამოირჩევა მაღალი ხარისხის ნაწარმით. მაგალითად კი ისევ და ისევ სამსუნგი შეგვიძლია მოვიყვანოთ.

ჰიუნდაის მაცივარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლიათ წყნარად იყოთ - ის ძალიან დიდხანს გემსახურებათ.

ამაში შეიძლება თვითონ ჰიუნდაის ჯგუფის დამსახურებაც არის - კომპანიამ ისტორია გემების მშენებლობით დაიწყო, გემების რომლებიც ას წელზე მეტ ხანს ძლებენ და მაქსიმალურად არიან დაზღვეული რისკებისგან (აქ შეცდომა მილიარდები ჯდება).

შეიძლება ეს გამოცდილება და რისკების მართვის სისტემა გამოიყენება მაცივრის წარმოებაშიც.

ჰიუნდაის მაცივრების ძირითადი ტექნიკური პარამეტრები, რომელთაც ყიდვისას უნდა გადახედოთ

უშუალოდ ტექნოლოგიების კუთხით Hyundai-ის მაცივრები თუ არ სჯობიან, არაფრით ჩამოუვარდებიან ანალოგებს. უმეტესობა მათგანის ფუნქციებია:

  • ფრეშ გაფილტრული აირის ცირკულაცია - უსიამოვნო სუნის მინიმიზაციისთვის.
  • ანტი ბაქტერიული კალათა - რომლის საშუალებითაც ხილი და ბოსტნეული დიდხანს იქნება ახალივით.
  • დიდი ზომის ბოსტნეულის უჯრა.
  • ჩაშენებული სტაბილიზატორი (ცალკე მისი დამატება არ იქნება საჭირო)

დამატებით ჰიუნდაის მაცივარი სხვებისგან ასევე დიზაინით გამოირჩევა . მის პროდუქტებს ხშირად აქვთ გარკვეული კონტურული ორნამენტების გამოსახულება, რაც მათ მნიშვნელოვან ხიბლს სძენს.

კომპანია ასევე ამაყობს იმ მნიშვნელოვანი მიღწევებით რაც მაცივრების ინდუსტრიაში მათ შემოიტანეს, და ზოგი მათგანი კვლავ მხოლოდ მათი მაცივრების მახასიათებელია:

  • მორგებადი გაგრილების რეჟიმები სექციებისთვის.
  • სპეციალურად გამყარებული შუშის თაროები.
  • ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი გაგრილება.
  • ორმხივი კომპრესორი (რაც გაგრილებასა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს)
  • ანტიბაქტერიული ზედაპირი.
  • სპეციფიური ყინვის რეჟიმი - Deep freeze.