გასაბერი აუზები - gasaberi auzebi
გასაბერი აუზები როგორც ბავშვებისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის ყველაზე იაფად , განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
გასაბერი აუზის უმრავლესობა, რომელსაც ამერიკული ბრენდი Bestway გვთავაზობს, მისაღები ფასითა და განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხასიათდება.
ცხელი დღეების დადგომასთან ერთად აუზები ძაან სასურველი ხდება, ჩვენთან შეგიძლიათ საუკეთესო ხარისხის გასაბერი აუზები, ყველაზე იაფად, შეიძნოთ.
450 ლიტრიდან 7.5 ტონამდე ტევადობის აუზების ძირითადი მახასიათებლები შემდეგია:
- გარშემოწერილობა და ტევადობა - დასადგამი ადგილის უკეთ შერჩევისთვის;
- დამცავი სარქველის არსებობა - აუზიდან გადმოვარდნის ან წყლით გადავსებისგან თავის ასარიდებლად;
- მაღალი ხარისხის, გამძლე მასალა - სამმაგი პოლივინქლორიდი ან მყარი ვინილი;
- ფილტრებისა და კარტრიჯების, ასევე შესაკეთი მასალის არსებობა კომპლექტაციაში;
- აწყობის DVD ინსტრუქცია
გასაბერი აუზები, ასაწყობებისგან განსხვავებით , გაცილებით მარტივად დასადგმელია, სჭირდება რა უბრალოდ გაბერვა და კომპლექტაციის შემთხვევაში ფილტრის დაყენება, თუმცა მეორეს მხრივ, უფრო დიდია მოხმარებისას მისი დაზიანების (გახვრეტის) რისკი.
ამიტომ აუცილებლად იქონიეთ თან შესაკეთი მასალა, ანუ დასაწებებელი პლასტინები, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.
გამოუვალ სიტუაციაში მას ნებისმიერ ვულკანიზაციაში 5 წუთში დაგიწებებენ, ამიტომ ბევრი ოჯახისთვის, ამ ტიპის აუზები საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ზოგადად, ჩვენთან შეძენილ აუზებზე მიღებისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია სრულად ახლით შეცვლის პირობით.
ზოგადად, ეს ერთ-ერთი იშვიათი პირობაა, რომელსაც როგორც წესი არ გთავაზობენ, როცა გასაბერი აუზებს გამოწერით ყიდულობთ.
სამწუხაროდ, განსხვავებით სხვა პროდუქტებისგან მათზე უფრო გრძელვადიან გარანტიას ვერ გავცემთ, სპეციფიურობიდან გამომდინარე და ხშირ შემთხვევაში მექანიკური დაზიანებების მაღალი რისკის გამო, ბავშვების მიერ და ა.შ.
ჩვენთან წარმოდგენილი აუზები თბილისში მდებარეობს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვაქვს უსწრაფესი მიწოდება მთელ საქართველოში.
ბრენდი Bestway, რომლის გასაბერ აუზებსაც isurve.ge გთავაზობთ, ცნობილ საერთაშორისო კომპანიას, BestwayCorp-ს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში ოპერირებს და 1994 წლის შემდეგ დევიზით "თქვენი გართობა ჩვენი ბიზნესია" აუზების და ზოგადად, გასაბერი პლასტიკური პროდუქტების წამყვან მოთამაშედ ითვლება გლობალურ ბაზარზე.
კომპანიის ოფისები მდებარეობს აშშ-ში, იტალიაში, გერმანიაში, შანხაიში, საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, ჩილეში და ა.შ.
მასალა პოლიპროპილენი , რისგანაც ამ ტიპის აუზების უმრავლესობაა დამზადებული თერმოპლასტური პოლიმერია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მათ შორის ტანსაცმელში, სამედიცინო პროდუქტებში და ა.შ.
ის განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა, ბუნებრივად დამახასიათებელ სირბილესთან და მოქნილობასთან ერთად, ამასთან, სტანდარტული რეზინისგან განსხვავებით უფრო მსუბუქია და ამიტომ გასაბერი პროდუქტებისთვის იდეალურ მასალად მიიჩნევა.
ასევე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ის არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის შეხებისას, მისი გახურების დროს სუნთქვისგან და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, სტანდარტული მოხმარების დროს, ის სრულიად უსაფრთხო გახლავთ.
ამ მიზეზების გამო, მისი ბიზნესი 145 მილიარდ დოლარს შეადგენს და უახლოეს წლებში კიდევ 5%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი.
აუზებში პოლიპროპილების გამოყენება 1960-იანი წლებიდან დაიწყეს და მას შემდეგ მისი ქიმიური შემადგენლობაც და წარმოების ტექნოლოგიაც მნიშვნელოვნად დაიხვეწა.
ის ნებადართულია როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ყველა ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ.
განვიხილოთ ყველაზე პოპულარული გასაბერი აუზების მოდელები, ფასები და შევეხოთ თითოეული მათგანის თავისებურებებსა თუ მსგავსებებს, ყიდვისას გადაწყვეტილების მიღების გასამარტივებლად.
ზოგადად, გასაბერი აუზების ყიდვა isurve.ge-ზე საკმაოდ მარტივია, ახდენთ რა ანგარიშსწორებას ბარათით, განვადებით ან კურიერთან, თუმცა თუ ზუსტად არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომელი მოდელი შეიძინოთ, წინამდებარე მიმოხილვა და ასევე ჩვენი ბლოგ პოსტები, სწორედ თქვენთვისაა.
გასაბერი აუზები იაფად
განვიხილოთ ყველაზე გაყიდვადი მოდელები გასაბერ აუზებში, ვინაიდან ბევრი მომხმარებლისთვის, სხვების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგადად, Isurve.ge ყოველთვის მოგიწოდებთ, გაეცნოთ შეფასებებს, მიმოხილვებს, ბლოგ პოსტებს, გამოხმაურებებს სოციალურ ქსელებში არსებულ პოსტებსა თუ რეკლამებში და ყიდვის დროს არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ.
ანუ, არ ენდოთ მარტივ შეთავაზებას - აუზი ფასდაკლება!
ვიმედოვნებთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ინტერნეტ მაღაზია ისურვე.ჯი საშუალებას მოგცემთ გასაბერი აუზები იაფად იყიდოთ!
5 ტონიანი აუზი - დამცავი სარქველით, განვადებით თვეში 17 ლარად
- ერთ-ერთი საუკეთესო გასაბერი აუზი, რომლის ზომებია 366х76სმ, ხოლო ტევადობა - 5377 ლიტრი და რომელიც ლიდერობს იაფიანი აუზების კატეგორიაში.
- ის აღჭურვილია დამცავი სარქველით და მისი ფასი 309 ლარს შეადგენს, ხოლო განვადებით - თვეში 17 ლარს.
- პოლივინქლორიდის გამძლე მასალით დამზადებულ აუზს ასევე გააჩნია წყლის დაცლის სარქველი და მოყვება ინსტრუქცია, შესაკეთებელ მასალასთან ერთად, რომელიც დაზიანების შემთხვევაში გამოგადგებათ.
- ამ მოდელის სრული წონა 13 კგ-ს შეადგენს.
- მისი ყიდვა ამავე გვერდის დასაწყისში ასვლით და შესაბამის პროდუქტზე გადასვლით შეგიძლიათ, სადაც დაგხვდებათ ბარათით გადახდის, განვადების ან კურიერთან ანგარიშსწორების არჩევანი.
3.6 ტონიანი აუზი - 50 ლარით უფრო იაფად მათთვის, ვინც ისურვეს აუზების მაღაზიას ენდო!
მეორე ალტერნატივა, რომელსაც როგორც წესი ჩვენი მომხმარებლები არჩევენ, თუ შედარებით მცირე მოცულობის ან უფრო იაფი აუზი სურთ, 3638 ლიტრიანი მოდელია, რომლის ფასიც 249 ლარს ან განვადებით თვეში 14 ლარს შეადგენს.
რეალურად, ის აბსოლუტურად იგივე მახასიათებლებითა და მონაცემებითაა აღჭურვილი, როგორც ჩვენს მიერ განხილული წინა მოდელი, ხარისხის, მასალისა და კომპლექტაციის ჩათვლით. ერთადერთი განსხვავება ზომებსა და შესაბამისად, ლიტრაჟშია, რაც განაპირობებს კიდეც მის სიიაფეს.
ეს უკანასკნელი მონაცემები ასეთია:
- ზომები: დიამეტრი: 305 სმ, სიმაღლე: 76 სმ
- ზუსტი მოცულობა: 3638 ლიტრი
აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი რაოდენობრივად თითქმის იმდენივე იყიდება, რამდენიც ზემოთ მოყვანილი, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა არც კონკრეტულად დიდ და არც პატარა აუზზეა და მომხმარებელი სურვილის მიხედვით თითოეული ტიპის აუზით თითქმის თანაბრადაა დაინტერესებული.
თითქმის იმიტომ, რომ ფორმალურად, გაყიდვების ლიდერი გასულ წელს დიდი ზომის კარკასული აუზი Bestway 56670 გახლდათ და მის მახასიათებლებს კარკასული აუზების განყოფილებაში გაგაცნობთ, სადაც მისი ყიდვა ან განვადებაცაა შესაძლებელი.
დიდი გასაბერი აუზი - 7 ტონიანი მოცულობით
ვინაიდან დიდი ზომის აუზებს შევეხეთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ 7.3 ტონიან ყველაზე დიდ გასაბერ აუზზეც , კოდით 57321 ბესტვეისგან, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარულია და უამრავი მომხმარებლის ზაფხულის მთავარ გასართობად იქცა გასული წლების მანძილზე.
3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ამ მოდელს ზემოთ განხილულებისგან გამოარჩევს, შემდეგია:
- დიდი მოცულობა: 7340 ლიტრი
- კარტრიჯული ფილტრი კომპლექტაციაში
- კარტრიჯი
მისი დიამეტრი 396 სმ-ია, ხოლო სიმაღლე 84 სმ. შეფუთული, ანუ გასაბერ მდგომარეობაში კი ეს ზომები ასე გამოიყურება: 32სმ x 31სმ x 65სმ.
Bestway გასაბერი აუზები - განვადებით ყიდვა
ისევე როგორც ყველა სხვა ნივთი isurve.ge-ზე, გასაბერი აუზების განვადებით ყიდვაც უმარტივესი პროცედურაა, ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ:
- აირჩიეთ სასურველი აუზი მთავარი, ყველა აუზის, ან კონკრეტულად გასაბერი მოდელების კატეგორიიდან;
- გადადით მის გვერდზე, გადახედეთ სრულ მახასიათებლებს, ნახეთ ვიდეო მიმოხილვაც არსებობის შემთხვევაში, დარწმუნდით რომ ეს ის არის, რაც გსურთ და შეავსეთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი;
- დააჭირეთ აუზის განვადებით ყიდვას;
- დაელოდეთ ოპერატორის ზარს, რამდენიმე წუთში ის დაგიკავშირდებათ, მოგაწოდებთ სრულ ინფორმაციას არჩეულ ნივთზე, გაგცემთ პასუხს ყველა შეკითხვაზე, თუ საჭიროა და გადაწყვეტთ, შეგიცვლით არჩეულ აუზს ან დაგიმატებთ რაიმე სხვა ნივთსაც, შეგირჩევთ სასურველ ბანკს თქვენი შემოსავლებისა და სხავ კრიტერიუმების გათვალისწინებით და თქვენს განაცხადს გადაგზავნის;
- განვადების დამტკიცების შესახებ ბანკისგან SMS შეტყობინების შემდეგ აწერთ ხელს განაცხადზე და აუზი გამოიგზავნება მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულიად უფასო საკურიერო სერვისის მეშვეობით.
აუზის ყიდვის სხვა მეთოდები
გარდა განვადებისა, ცხადია, შეგიძლიათ ისარგებლოთ საბარათე გადახდით ან კურიერთან ანგარიშსწორებით, რაც ნიშნავს, რომ თანხას უშუალოდ ნივთის მიღებისას გადაიხდით.
საბარათე გადახდის დროს ირჩევთ სასურველ აუზს, აჭერთ ბარათით გადახდას, შეავსეთ პირადი მონაცემები და მისამართი და გადაიხადეთ ბანკის 100% დაცული გვერდის მეშვეობით.
შეკვეთის დაფიქსირებისას მიიღებთ დამადასტურებელ სმს შეტყობინებას და დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორიც, რომელიც კიდევ ერთხელ გადაამოწმებს შეკვეთას და კურიერი თქვენსკენ გამოემართება.
რაც შეეხება თავად კურიერთან ანგარიშსწორების მეთოდს, ის ასევე ძალიან მარტივია, განვადების მსგავსად, შეგყავთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი და აჭერთ მწვანე ღილაკს.
ამის შემდეგ გირეკავთ ოპერატორი, გითანხმებთ შეკვეთას და თქვენ თანხას იხდით უშუალოდ კურიერთან, სასურველი აუზის მიღებისას.