fujiyama

სუსხიან ზამთარში ეკონომიური გამათბობელი სახლის გასათბობად ყველას ესაჭიროება. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ბუნებრივ გაზზე მომუშავე გამათბობელი ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური საშუალებაა.

Fujiyama თურქული წარმოების ეკონომიური და ეფექტური გამათბობელი თქვენი კომფორტისათვის

უსაფრთხოება გაზის გამათბობლის შეძენისას უმთავრესი საკითხია. Fujiyama-ს წარმოების გაზის გამათბობლები ქართველმა მომხმარებელმა დიდი ხანია შეიყვარა და ნდობა გამოუცხადა.

ბაზარზე არსებული გაზის გამათბობლების ასორტიმენტიდან fujiyama-ს გამათბობლები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მის უპირატესობებს შორისაა დახვეწილი დიზაინის მოდელები, რომლებიც ნებისმიერი სტილის ინტერიერს ორგანულად ერწყმის.

ამ აღწერაში კი წარმოგიდგენთ ყველაზე მოთხოვნად მოდელს, რომელმაც განსხვავებული ვიზუალით უამრავი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

შავთ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი მოდელი თანამედროვე სტილის ინტერიერისათვის იდეალურია. რაც შეეხება მის ზომებს, ამ დიზაინის მოდელები სხვადასხვა ფართის გასათბობად მოიძებნება (40-120 მ2 ).

ხოლო მათთვის, ვისაც ერთ ფერში გადაწყვეტილი გაზის გამათბობლები ურჩევნიათ, არის როგორც შავი, ასევე თეთრი მოდელები, ასევე სხვადასხვა ფართისათვის.

გაზის გამათბობლის შერჩევას ხშირად შემოდგომის დადგომისთანავე ვიწყებთ, რათა მომზადებული დავხვდეთ ცივ ამინდებს.

ყოველ წელს არის მოთხოვნა Fujiyama-ს გამათბობლებზე, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, რომლის ფიზიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებსაც გაგაცნობთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა გაზის გამათბობელი 100მ² Fujiyama FHS 12000 MFC White:

  • სიმძლავრე - 10KW
  • გათბობის ფართობი - 100 მ2 ;
  • ბუნებრივი აირის მოხმარება: 1.05 მ³/სთ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, Fujiyama-ს თითოეული გამათბობელი აღჭურვილია გაზის გაჟონვისგან დაცვის სისტემით, არ მოიხმარს ოთახის ჰაერს ვენტილაციისთვის და სითბოს მთელ ფართობზე თანაბრად ანაწილებს.

ხარისხი კი გარანტირებულია და 1-დან 3 წლამდე ვადას მოიცავს.

ნებისმიერი ზომის გაზის გამათბობლის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ასევე განვადებით, რაც საშუალებას გაძლევთ ნივთის ღირებულების სასურველ ვადაზე გადანაწილებით ეტაპობრივად დაფაროთ ხარჯი.

განვადების პროცედურა სულ რამდენიმე წუთს მოიცავს, საკმარისია შეარჩიოთ განვადების ვადა და გადახდის თარიღი. განვადების დამტკიცების შემდეგ კი, შენაძენს კურიერი მოგართმევთ სასურველ მისამართზე.