სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ფასდაკლება ტელეფონებზე

ფასდაკლება ტელეფონებზე, სმარტფონები, ყველა ბრენდის მობილურები ოფიციალური გარანტიით. უფასო ადგილზე მიტანა და ონლაინ საბანკო განვადება.

რას ნიშნავს რეალური ფასდაკლება ტელეფონებზე და რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ?

მობილური ტელეფონები და მათზე არსებული ფასდაკლებები თანამედროვე ინტერნეტ მაღაზიების ჰიტია მთელ მსოფლიოში.

გამომდინარე აქედან, მომხმარებელს უწევს თვალი გადაავლოს უამრავ შეთავაზებას და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.

თუმცა მათი ნაწილი ამას ხშირად სპონტანურად აკეთებს და ხშირ შემთხვევაში რეალური ფასდაკლების ნაცვლად სულ სხვა მარკეტინგული ხრიკის მსხვერპლი ხდება.

ჩვენ გთავაზობთ წამყვანი ბრენდების საუკეთესო მოდელებს და საოცარ ფასდაკლებებს ტელეფონებზე!

გთავაზობთ ყველა ძირითად საკითხს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, როცა ფასდაკლების შეთავაზებას ხედავთ:

  • აუცილებლად გადახედეთ ფასებს სხვა მაღაზიებშიც, ამით გაიგებთ, რამდენად რეალურია ის დაბალი ფასი, რომელსაც გთავაზობენ;
  • მას შემდეგ, რაც ამაში დარწმუნდებით, გადახედეთ რა პირობებს შეიცავს შეთავაზება, როგორია საგარანტიო მომსახურება, ადგილზე მიტანის სერვისები და ა.შ.
  • ნახეთ, რა არის იმ საჩუქრების ღირებულება რომელსაც გთავაზობენ, თუ ამ ტიპის შეთავაზებას ხედავთ. შესაძლოა მათი ფასი ხელოვნურად იყოს გაზრდილი;
  • თუნდაც სამივე ფაქტორზე დადებითი შეხედულება გაგიჩნდეთ, აუცილებლად გადაავლეთ თვალი მომხმარებლის შეფასებებს შერჩეულ მაღაზიაში;
  • სასურველია დარეკოთ და პირდაპირ გაესაუბროთ მაღაზიის ქოლ-ცენტრს. ამით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ პროდუქტის შესახებ და ამავე დროს წარმოდგენას შეიქმნით მათი მომსახურების ხარისხის შესახებ;
  • თუ განვადებით ყიდვას აპირებთ, ნახეთ როგორია მისი პირობები. ხომ არ ძვირდება პროდუქტი საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე მეტად ან რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს ხომ არ შეიცავს. 

რომელ ტელეფონებზე გთავაზობთ ფასდაკლებას ისურვე.ჯი?

სააქციო შეთავაზებები მოდელების და ბრენდების მიხედვით მუდმივად იცვლება, თუმცა iPhone და Samsung ამ მხრივ გამორჩეულია და მათზე ფასდაკლება თითქმის მუდმივად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მაღაზიაში.

ისინი სპეციალური ნიშნით გახლავთ აღნიშნული ან რეკლამდება ჩვენი სხვადასხვა არხის მეშვეობით, მაქსიმალურად ინფორმატიული და მოსახერხებელი სარეკლამო გვერდების მეშვეობით.

როგორც წესი, ფასდაკლების აქციები იმ მოდელებზეა წარმოდგენილი, რომლებიც ბაზარზე მინიმუმ 6 თვეა გამოჩნდა.

ახალ სმარტფონებზე მსგავსი აქციების შეთავაზების საშუალება ხშირად არ გვეძლევა, თუმცა ვცდილობთ მომხმარებელი ამ კუთხითაც გავანებივროთ, თუნდაც აქსესუარების მეშვეობით.

გარდა სტანდარტული ფასდაკლებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ შეგიძლიათ ბარათით გადახდისას დამატებითი ფასდათმობაც მიიღოთ, ეს სპეციალური პირობა აბსოლუტურად ყველა მოდელზე მოქმედებს.

ამასთან, ფასდაკლების მიუხედავად ჩვენთან ყოველთვის ძალაშია უფასო ადგილზე მიტანისა და ოფიციალური 1 წლიანი საგარანტიო მომსახურების პირობები.

ფასდაკლება ტელეფონებზე - სპეციალური შემოთავაზებები ისურვესგან

დღეისათვის მობილური ტელეფონი უამრავ ფუნქციას ასრულებს.

ტელეფონმა ჩაანაცვლა ისეთი მოწყობილობები, რომელთა გარეშეც წლების წინ ცხოვრება წარმოუდგენელი იყო, მაგალითად: მაღვიძარა, კალენდარი, საათი, ფოტო-ვიდეო კამერა, ახლა უკვე საფულეც კი, და უამრავი სხვა.

ტელეფონის მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, ყველას სურს ხარისხიანი გაჯეტის ქონა, ამიტომ მწარმოებლები უკვე არა მხოლოდ მრავალფუნქციურობაზე, არამედ გამძლეობაზეც ფიქრობენ.

აქედან გამომდინარე ტელეფონის ფასი ხშირად ძალიან მაღალია, თუმცა ონლაინ განვადებისა და სპეციალური ფასდაკლებების სახით ისურვე გთავაზობთ საუკეთესო შემოთავაზებებს.

შეიძინეთ ტელეფონი ფასდაკლებით ისურვეზე და შენაძენს ჩვენ უფასოდ მოგართმევთ ნებისმიერ მისამართზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.