• გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

ელექტრო სახრახნისი

ყველა ბრენდის ელექტრო სახრახნისი. საუკეთესო ფასი და განვადების პირობები ონლაინ. უფასო საკურიერო სერვისი და გარანტია.

ელექტრო სახრახნისის შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვინაიდან არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც სასურველია გაითვალისწინოთ, ვიდრე მის ყიდვას გადაწყვეტდეთ.

220 ვოლტზე მომუშავე სახრახნისები ბოლო პერიოდში ფაქტობრივად აღარ იწარმოება და ისინი უსადენო, ელემენტებიანმა მოდელებმა ჩაანაცვლა.

წარმოგიდგენთ ყველა ძირითად საკითხსა და კითხვას, რომელიც უნდა დასვათ, სანამ ელექტრო სახრახნისს შეიძენთ.

რომელი ბრენდის ასორტიმენტში შეიძლება ვიპოვოთ საუკეთესო ელექტრო სახრახნისი?

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, რომლებიც ელექტრო სახრახნისებს აწარმოებენ, წლიდან წლამდე ხვეწენ ტექნოლოგიას.

ინტერნეტ მაღაზია isurve.ge ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს და მუდმივად ანახლებს ასორტიმენტს.

გამორჩეული ბრენდების ჩამონათვალში შეიძლება შევიყვანოთ:

  • Bosch
  • Crown
  • Makita
  • Dewalt
  • Metabo
  • Ingco
  • Total

ჩამოთვლილთაგან ბოლო 2 და ასევე Сrown ჯერჯერობით მსოფლიოში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ძალიან მოთხოვნადია ამიერკავკასიისა და აზიის ბაზრებზე.

რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ამ სფეროს გიგანტებს წარმოადგენენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი ელექტრო სახრახნისები შედარებით ძვირია, მაინც საუკეთესო არჩევნად ითვლება, მითუმეტეს, თუ განვადების გაკეთებას და ამით გადახდების გარკვეულ ვადაზე გადანაწილებას აპირებთ.

რა ტიპის ელექტრო სახრახნისი უნდა ვიყიდოთ?

ელექტრო სახრახნისები სამ ტიპად იყოფა:

  • ე.წ შურუპავიორტები
  • ქანჩომჭერები
  • დარტყმითი დრელები

გარდა იმისა, რომ პირველ რიგში ჩამოთვლილთაგან ის უნდა შეარჩიოთ, რომელიც გჭირდებათ, არ დაგავიწყდეთ ყურადღების გამახვილება იმაზეც, თუ რა ხრახნის სიგრძე აქვს კონკრეტულ სახრახნისს ხის, ლითონისა და სხვა მასალაში მუშაობისას.

ამასთან ერთად, ცხადია უმნიშვნელოვანესია სიმძლავრე, ბატარეის ვოლტაჟი, მისი დატენვისა და მუშაობის დრო და თავად ელემენტების რაოდენობა.

ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც დღის მანძილზე ხანგრძლივად შეიძლება მოიხმაროთ, ამიტომ უმჯობესია, თუ ორი ელემენტით ან მძლავრი ბატარეით იყიდით.

დასასრულს, დარჩა შეარჩიოთ ბრენდი.

წამყვანი ბრენდები, როგორც უკვე ვთქვით, შედარებით ძვირია, თუმცა ყველა ახალი ტექნოლოგიით გამოირჩევიან და ძალიან საიმედოოა.

უხარისხო არც ტოტალის, ინგკოს და ქროუნის ელექტრო სახრახნისებია და მათი დაბალი ფასი ძირითადად იმით აიხსნება, რომ ბაზრებზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

ბოლო ორი აბზაცის ერთგვარი შეფასება საგარანტიო პერიოდია.

რაც უფრო ხანგძლივი გარანტია აქვს ბრენდს, მით უფრო გამძლეა ის და მისი ელექტრო სახრახნისიც უფრო დიდხანს გემსახურებათ.

ელექტრო სახრახნისი წამყვანი ბრენდებისგან მისაღებ ფასად ხარისხის გარანტიით

შესაბამისად, გირჩევთ ის მოდელი იყიდოთ, რომელშიც ამ ფაქტორებისა და ფასის საუკეთესო შეფარდებას აღმოაჩენთ.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ პროფესიული და საოჯახო ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი, ყველაზე დაბალი ფასებით, განვადების მოქნილი სისტემითა და შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით, მთელი საქართველოს მაშტაბით, მხოლოდ ისურვე.ჯიზეა!