სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 13 გვერდი

ელექტრო ინსტრუმენტები

ყველაზე მაღალი ხარისხის ელექტრო ინსტრუმენტები . განვადება, ოფიციალური გარანტია და უფასო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ელექტრო ინსტრუმენტები თითქმის ყველა მამაკაცის სტიქიაა, რომელიც მათ ძვირფასზე საჩუქრებზე  მეტად არ ახარებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო ხელსაწყოების ძალიან ბევრი არჩევანია ყველაზე მოთხოვნად ხელსაწყოებად ყოველთვის რჩება:  ელექტრო დრელი, პერფორატორი, ბალგარკა, ლობზიკი, კემპის აპარატი და სხვა მრავალი, რომელთა სრული კატალოგის ხილვა ჩვენი ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე isurve.ge-ზეც შეგიძლიათ. 

ელექტრო ხელსაწყოები ონლაინ განვადებითა და ხარისხის გარანტიით ისურვეზე

რადგან ელექტრო ინსტრუმენტები ამდენად მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი, გთავაზობთ რამოდენიმე მათგანის მოკლე მიმოხილვას, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკეთ გავერკვეთ  მახასიათებლებში.

დრელი სახრახნისი

მოქმედების თავისუფლება - სწორედ ეს არის ბატარეებზე მომუშავე მოდელების აშკარა უპირატესობა. შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერ ადგილზე: სამშენებლო ობიექტზე, ქუჩაში, ავტოფარეხში, გზაზე და ა.შ.

ასეთი ხრახნიანი დრელების  ღირებულება, ჩვეულებრივ, უფრო მაღალია, ხოლო ბატარეის  მასა მეტი.  ბატარეა სახელურის ბოლოშია ჩამონტაჟებული, რის გამოც იზრდება დატვირთვა ხელზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  სიმაღლეზე მუშაობთ. დიდ როლს ასრულებს ბატარეის სიმძლავრე და მის სტრუქტურაში არსებული ნივთიერების ტიპი. ეს განსაზღვრავს ხელსაწყოს გამოყენების ტემპერატურულ რეჟიმს და მუშაობის ხანგრძლივობას.

ხშირად გამოცდილი მშენებლები ყიდულობენ ორ ბატარეას და იყენებენ მათ მონაცვლეობით ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ისინი მთელი დღის განმავლობაში.

ბურღი

საბურღი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: სხვადასხვა  წარმოებისა და მშენებლობის პროცესში საბურღები საკმაოდ აქტიურად გამოიყენება.  მისი დახმარებით შესაძლებელია აგურის, ლითონის, ხის, ფილების და თუნდაც ბუნებრივი ქვის დამუშავება.  საბურღი მოწყობილობები შედგება შემდეგი დეტალებისგან: ელექტრო ძრავისგან;
ჯაგრისებისგან; დაწყებისა და ცვლის ღილაკისგან, უსაფრთხოების ჩამკეტისგან და ვაზნისგან.

ინსტრუმენტი მოსახერხებელია:

  • საკეტის ჩასასმელი  ხვრელების დასამზადებლად;
  • ლითონის დასამაგრებლად;
  • კედელში სავენტილაციო სისტემისთვის ხვრელების გასაკეთებლად;
  • ხიდან ხრახნების ამოსაღებად;
  • ქვაზე დეკორატიული ელემენტების შესასრულებლად.

ელექტრო დრელი

ხელსაწყოს მუშაობის სისწრაფე და მყარი მასალების დამუშავების ხარისხი დამოკიდებულია ენერგიის მაჩვენებელზე, რომელიც 230-დან 2000 ვტამდე შეიძლება იყოს. გაითვალისწინეთ - რაც უფრო მეტია ძრავის სიმძლავრე, მით უფრო კარგად და სწრაფად გაუმკლავდება მასალის სისქეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის პროცესში, შეგეძლოთ სახელურის მძლავრად მოჭიდება, რათა კომფორტულად შეასრულოთ დავალებები.

  1. მცირე სამუშაოებისთვის, 400 ვტ-იანი საბურღი  სრულიად საკმარისია;
  2. 600-700 ვატიან მოდელებს ძირითადად სარემონტო სამუშაოებისთვის იყენებენ;
  3. 1000+ ვატიანი მოდელები კი განკუთვნილია დიდი სამუშაოებითვის, რომელსაც უკვე პროფესიონალი მშენებლები იყენებენ თავიანთ საქმიანობაში;
  4. ქარხნები ან საწარმოები, რომლებიც ლითონის ან ქვის  მასალებზე მუშაობენ, იყენებენ 1500-დან 2000 ვატამდე მოწყობილობებს.

ლობზიკი

ეს არის მაღალხარისხიანი ხერხი, რომელიც განკუთვნილია ხის დასამუშავებლად. თითოეული მასალისთვის გათვალისწინებულია ამ საჭრელი ხელსაწყოს შესაბამისი ტიპი: თუ გსურთ ხის მოჭრა პირდაპირ, მაშინ უნდა აირჩიოთ დანა (საშუალო ან დიდი) კბილებით. ასეთ საჭრელს შეუძლია პარკეტის, ლამინატისა და დაფის გაჭრა. ხერხის ზოგიერთ მოდელზე ნახავთ სპეციალურ დანას, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად  ხის მასალების დამუშავებისთვის.

ლითონისთვის უმჯობესია ვიწრო ხერხი პატარა კბილებით. ლითონში მოჭრილი სისქე ჩვეულებრივ 3-დან 5 მმ-მდეა. ყველაზე გამძლე შენადნობებისა და უჟანგავი ფოლადების დაჭრა უფრო ადვილია ისეთი დანათ, რომელსაც ყველაზე პატარა კბილები აქვს.  გამძლე პლასტიკური და ფერადი ლითონებისთვის, შეგიძლიათ აირჩიოთ კბილის უფრო დიდი ზომა.

პერფორატორი

პერფორატორი  ელექტრო ინსტრუმენტია, რომლის დანიშნულებაა აგურის სტრუქტურებში, ბეტონსა და ბევრ სხვა მასალაში არსებული ხვრელების გაკეთება. პერფორატორის საბურღი შედგება ელექტროძრავისგან, ზემოქმედების მექანიზმისგან, გადაცემათა კოლოფისგან და კარტრიჯისგან, რომელზეც დამაგრებულია ფუნქციური საქშენები. პერფორატორის ზემოქმედების შედეგად,  ბეტონის მასალის სტრუქტურა მთლიანად  ნადგურდება.

პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.