ელექტრო გაზქურა
ელექტრო ქურები, 1 და 2 "კომფორიანი" მოდელები ყველაზე იაფად, გარანტიით, ონლაინ განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.
ნებისმიერი ტიპის საოჯახო ტექნიკა ისურვეზე შესაბამის კატეგორიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ. იმ შემთხვევაში, თუ საიტზე ვერ მიიღებთ საკმარის ინფორმაციას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.
ელექტრო გაზქურა ისურვეზე უზარმაზარი ასორტიმენტითა და მისაღები ფასებით
ელექტრო გაზქურას პოპულარობა მთელ მსოფლიოში აღმავალ გზაზეა. საერთოდ გაზქურების მოხმარება იზრდება, რადგან უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს სახლში ჯანსაღი საკვების და საკუთარი რეცეპტებით მზადებაზე გადმოერთოს.
ამისთვის კი ელექტრო ქურა იდეალური დანადგარია, ის არც დიდ ადგილს იკავებს და არც ბევრი დანახარჯი აქვს, ამის გარდა ელექტრო გაზქურას კიდევ ბევრი დადებითი მახასიათებელი აქვს, რაზეც უფრო დეტალურად მოგითხრობთ.
ამავე დროს, იგივე განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია (და სასურველია მსოფლიოშიც იგივე ტენდენცია იყოს) - ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვა.
სწორედ ამ შუალედში - ეკოლოგიის, უსაფრთხოებისა, ჯანმრთელობისა და სამზარეულოში ტრიალის გადაკვეთაზე მდებარეობს ელექტრო გაზქურის პოზიცია.
კი, ძველებური გაზის გაზქურა კვლავ ითვლება ინდუსტრიის სტანდარტად. ყველა მასტერშეფი მას იყენებს, რადგან მალე ხურდება და ალის ვიზუალური ხედვით ადვილია სიმხურვალის კონტროლი. მაგრამ ეს ტენდენციაც იცვლება, უფრო მეტი და მეტი ოჯახი ყიდულობს ელექტრო გაზქურას.
ცვლას სწორედ ელექტრო გაზქურებში მომხდარი ტექნოლოგიური წინსვლა უწყობს ხელს.
კლასიკური ელექტრო მოწყობილობები ხასიათდებოდა ე.წ. დაბეჭდილი ტიპის კომფორით. აღნიშნული კომფორის მინუსები შემდეგი იყო:
- ნელი გახურება.
- ტემპერატურის კონტროლის სირთულე.
- გაზის წვაზე უარის თქმის სანაცვლოდ არავითარი გამარტივებული პროცესი.
- დადებითი მხარე: სიიაფე
თუმცა უკვე მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდიდან, და განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად გამოჩნდენ ელექტრო ქურების უფრო თანამედროვე ალტერნატივები - კერამიკული და ინდუქციური გაზქურები.
კერამიკული ქურის უპირატესობა მდგომარეობს:
- მის ესთეტიურ სილამაზეში.
- ელექტრონულად ტემპერატურის კონტროლი შესაძლებლობაში.
- გაწმენდის სიმარტივეში.
- უარყოფითი მხარე: შედარებითი სიძვირე
- უარყოფითი მხარე: შედარებით გვიან გახურება (გაზთან და ინდუქციურთან მიმართებაში).
აი ინდუქციური გაზქურა კი ნამდვილად სამართლიანად იკავებს ტოპ პოზიციებს ჩვენი კატეგორია Gazqurebi
-ს სეგემენტში. ის კერამიკული ქურის შემდგომი განვითარების ეტაპია და ახასიათებს:
- გამორჩეული სილამაზე, სწორი და ბრწყინვალე ზედაპირით.
- ელექტრონულად ტემპერატურის კონტროლი.
- გაწმენდის სიმარტივე (ტილოს მარტივი გადასმით).
- სწრაფი გახურებით (თუმცა გაზს ცოტათი ჩამორჩება მაინც).
- წარმოუდგენელი უსაფრთხოებით - ინდუქციური პროცესის შინაარსიდან გამომდინარე, სიმხურვალე გადადის მხოლოდ მეტალზე - ჭურჭლის ძირზე და ხელით პირდაპირი შეხება თქვენთვის არავითარ რისკს არ ატარებს.
- რა თქმა უნდა ეს უპირატესობები შედარებით ძვირიც ღირს, და თუ ასეთ გაზქურას ფასდაკლებით ვერ ნახავთ მაშინ სხვა გაზქურები იაფად უფრო ადვილად მისაგნებია ვიდრე ინდუქციური ვარიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო გაზქურებს უფრო მეტი ნაწილები და შედარებით რთული კონსტრუქცია აქვთ, მათი საგარანტიო და სასარგებლო სასიცოცხლო პერიოდი მაინც ერთმანეთს ემთხვევა, რაც კიდევ ერთი მითითებაა ელექტრო ქურების (და მათ შორის ქურის ზედაპირების) მაღალ ხარისხზე.
ისურვეზე ელექტრო გაზქურის ყველაზე იაფად ყიდვის გარდა შეგიძლიათ იხილოთ სპეციალური ფასდაკლება გაზქურებზე და სხვა დიდი არჩევანი ყველანაერ ტექნიკაზე.