DZA

DZA ლაზერული საზომი აპარატების, ლაზერებისა და ნიველირების მწარმოებელი ბრენდია. მისი პროდუქცია განვადებით, საუკეთესო ფასად და ონლაინ განვადებით ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

DZA  ჩინური კომპანიაა, რომელიც მაღალხარისხიან ლაზერებს და ნიველირებს  აწარმოებს.  ბრენდი საქართველოში  2019 წელს შემოვიდა და ბაზარზე ნელ-ნელა იმკვიდრებს თავის ადგილს .

DZA   ხელსაწყოების შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც შეგიძლიათ. იქამდე კი, წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელის განხილვას, რომლებიც ტექნიკური მახასიათებლების გარკვევაში უკეთ დაგეხმარებათ.

DZA PGII-3 ლაზერია, რომლის სხივის სიგრძე 532 ნმ-ია.ლაზერული დიოდი 6mW-ია, ხოლო გაზომვის სიზუსტეა  ±1/4″/100 ft. (±1 მმ/5მ).  მართი კუთხის სიზუსტეა  90° ±0.025° (±1მმ/3მ), ხაზის სისქე კი 3მმ/5მ. თვითსწორების კუთხის დიაპაზონია  ±3C,  კვების წყარო კი Lithium ბატარეაა. ტემპერატურის დიაპაზონი მერყეობს -10°C~ 50°C-მდე.

DZA  ლაზერის ძირითადი ფუნქციური თავისებურებებია  ავტონომიურ რეჟიმში  4-10 სთ-იანი მუშაობა, თვითგასწორება და კუთხის დახრის შესაძლებლობა. ფიზიკური პარამეტრებია:  2 კგ წონა(შეფუთვით) და  27 X 25 X 22 სმ ზომა(შეფუთვით).

არის მეორე ტიპის ლაზერი DZA 4D, რომლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ლაზერის სხივი: 4V4H/6V6H;
  • სხივის სიგრძე: 520 ნმ;
  • ლაზერული დიოდი: 20mW;
  • სამუშაო დიაპაზონი: 20მ (მიმღებით 70მ);
  • გაზომვის სიზუსტე: ±1/4"/100 ft. (±1 მმ/5მ);
  • თვითსწორების კუთხე: ±3C ;
  • კვების წყარო: Lithium ბატარეა;
  • ტემპერატურის დიაპაზონი: -10~ 50°C .

ძირითადი ფუნქციური თავისებურებებია - ავტონომიურ რეჟიმში  3-6 სთ-იანი მუშაობა, თვითგასწორება და  ძირის ნათება. ფიზიკური პარამეტრებია 1 კგ წონა და 15x8.5x12.5 სმ ზომა.

აღნიშნული ბრენდის - DZA -ს  მოდელების გარდა, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ცნობილი, მსოფლიოში წამყვანი ბრენდის პროდუქციაც იხილოთ. ბოლოსკენ, ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად შემოგთვაზებთ.

ეს არის ცნობილი BOSCH GLM 100 C ლაზერები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერ სამშენებლო სფეროში. მოწყობილობა გამოიყენება როგორც საშინაო მიზნებისთვის, ასევე პროფესიონალური დავალებების შესასრულებლად.

ლაზერული დიოდი 635 ნმ-ია, რომლის სამუშაო დიაპაზონი 0,05-100 მ მერყეობს. გაზომვის სიზუსტეა ± 1,5 მმ, ხოლო დახრის კუთხის დიაპაზონია 0-360 ° (4 x 90 °). გაზომვის სიჩქარეა <0,5 წმ, მაქსიმალური კი 4 წმ-ია.

მოწყობილობის კვება ხდება 1 x 3.7 V Li-Ion battery (1250 mAh) საშუალებით, რომელიც 5 წუთის შემდეგ, ავტომატურად ითიშება. გაზომვის ერთეულებია მეტრი/მილიმეტრი. მეხსიერების მოცულობაა 50+1 გაზომვა. დაცვის დონეა IP 54, ხოლო შტატივის ხრახნია 1/4".

BOSCH ლაზერის ფუნქციური მახასიათებლებია:

  • ინფორმაციის გაცვლა: Android მოწყობილობები Bluetooth™ 2.1 სერია ან მაღალი; iOS მოწყობილობები Bluetooth™ Smart ტექნოლოგიით;
  • თავსებადობა Android მოწყობილობებთან: სმარტფონები Android 4.3-ით ან ზევით, პლანშეტები Android 4.3-ით ან ზევით;
  • თავსებადობა iOS მოწყობილობებთან: iPad (მესამე თაობა ან ზევით), iPad Air (პირველი თაობა ან ზევით), ipad mini (პირველი თაობა ან ზევით),  iPhone 4S ან ზევით;
  • α = 0-360 °;
  • ფერადი დისპლეი;
  • ფართობის გაზომვა კვადრატულ მეტრში;
  • მოცულობის გაზომვა კუბურ მეტრში;
  • მეხსიერება.

კომპლექტი მოიცავს: დამტენ მოწყობილობას - 2 609 120 420 , მწარმოებლის სერთიფიკატს, USB კაბელს და დამცავ ჩანთას. ფიზიკური პარამეტრებია 0,14 კგ წონა და  51 x 111 მმ ზომა.

პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზე, ფასდაკლებებით, განვადებით და სახლში მიტანის უფასო სერვისით, მთელი საქართველოს მაშტაბით.