Crown
შვეიცარიული Crown ელექტრო ხელსაწყოებისა და აქსესუარების უდიდესი ასორტიმენტით, სპეციალურ ფასად მხოლოდ ისურვეზე . უფასო ადგილზე მიტანის სრული სერვისი, გარანტიის საუკეთესო პირობებით.
1983 წელს Crown ინდუსტრიული საწარმო დაარსდა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში Yongkang-ში, კერძოდ, Shanghu -ში, სადაც მხოლოდ 10 თანამშრომელი ჰყავდათ დასაქმებული და აწარმოებდნენ საბურღ საშუალებებს.
თავდაპირველად, პროდუქციის ასორტიმენტის საკმაოდ მცირე რაოდენობა იყო წარმოდგენილი, თუმცა დროთა განმავლობაში, გაიზარდა როგორც პროდუქციის რაოდენობა, ისე - თანამშრომლების. ამჟამად კომპანიის განვითარებაზე ზრუნავს 1500-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დამსახურებითაც, კომპანია Crown ჩინეთში 5 უდიდეს მწარმოებელთა რეიტინგში შედის.
დაარსებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო გაყიდვების ზრდა შიდა ბაზარზე და პარალელურად, საექსპორტო ვაჭრობის განვითარებაც.
Crown ხელსაწყოები ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ერთ-ერთი ყველაზე ტოპ გაყიდვადი კატეგორიაა.
ამჟამად Crown წარმოდგენილია მსოფლიოს 5 კონტინენტზე, აქედან 40 ქვეყანაში და ყოველწლიური სავაჭრო წილიც მნიშვნელოვნად იზრდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია წლიურად აწარმოებს 4 მილიონ ელექტრო ინსტრუმენტებს და 9 მილიონ აქსესუარს ამ ინსტრუმენტებისთვის.
Crown-ის ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ელექტრო ხელსაწყო, რომელიც ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ეს არის 1800 ვატიანი ცირკული ხერხი მაგიდით Crown CT15209
ის, ვისაც ყველაზე ხშირად უწევს ხის დამუშავება და დანადგარებთან მუშაობა, ზუსტად იცის ამ ხელსაწყოს ფასი. თუმცა, ტექნიკური მახასიათებლების უკეთ გასაცნობად, უმჯობესია მიმოვიხილოთ მათი შესაძლებლობები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოწყობილობა 1800 ვატიანია, ხოლო 220 ვოლტზე მისი ამპერაჟი 8.2 amps შეადგენს, სიჩქარე კი 4800 RPM-ს. დანის ზომა 255 მმ-ია, 90 გრადუსზე ჭრის მაქსიმალური სიღრმე 76 მმ, ხოლო 45 გრადუსზე - 63 მმ. ხერხს აქვს სპეციალური დაცვის სისტემა და მისი წონა 14 კგ-ს შეადგენს.
სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, ავტომატურად იბლოკება დენის ღილაკები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ ხარისხს.ზოგიერთი მოდელის შემთხვევაში, შესაძლებელია დისკების შეცვლაც.
თუკი ხის დანადგარების მიმოხილვას კვლავ გავყვებით, აქვე უნდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი კომფორტული, თანამედროვე ტიპის ელექტრო ხერხი ლობზიკი Crown CT15212, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. აღჭურვილია მტვერსასრუტის მიერთების ფუნქციითა და ბლოკირების სისტემით.
ლობზიკის სიმძლავრე 550W-ია, რომელსაც ბრუნვის 300 ბრ/წთ სიჩქარე გააჩნია. ფოლადის ჭრის სიღრმე 3 მმ-ია, ხის - 65 მმ, ხოლო ალუმინის - 10 მმ. დახრის კუთხე 45 გრადუსია, მოწყობილობის საერთო წონა კი 2 კილოგრამს არ აღემატება, რის გამოც ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია.
გარდა ამისა, საიტზე წარმოდგენილია Crown-ის სხვა პროდუქციებიც, რომელთა შორისააა Crown ბალგარკა .
Crown CT13499-ის ტექნიკურ მახასიათებლებს მოკლედ თუ მიმოვიხილავთ, ვნახავთ, რომ მოწყობილობის სიმძვრე 720 ვატია, რომლის ბრუნვის სიხშირე 0-11000 ბრუნი/წუთშია.
ზოგადად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ბალგარკის ყიდვისას აქცევენ ყურადღებას, ეს არის დისკის დიამეტრის ზომა. ყველა ბალგარკის დიამეტრი განსხვავებულია, მაგრამ აღნიშნული მოდელის შემთხვევაში - 125მმ-ია.
არის კიდევ მეორე მოდელი - Crown CT13501, რომელიც ოდნავ განსხვავებული მახასიათებლებისაა. ბარგალკის სიმძლავრე 650 ვატია და სიჩქარე წუთში 11000 ბრუნს შეადგენს. აღჭურვილია M14 ტიპის ტექნოლოგიით.
რეზინის ფირფიტის ზომა 125 მმ-ია, ჯაგრისის კი 75 მმ. გარდა ამისა, ქვის დიამეტრი 115 მმ-ია, ხოლო წონა 1.8 კგ-ს შეადგენს.
თუკი შედარებით პატარა ზომის და სხვა დანიშნნულების ელექტრო ხელსაწყოები გჭირდებათ, მაშინ იქნებ ელექტრო დრელზე შეაჩეროთ არჩევანი? Crown CT10113 მოდელის საბურღი 400 W სიმძლავრისაა, რომლის ამპერაჟი 230 ვოლტზე 1,2 Amps-ია. ბრუნვის სიხშირეა 0-350/0-1400 ბრუნი/წუთში. მეტალში ბურღვის სიგრძე 10 მმ-ია, ხოლო ხის მასალაში - 20 მმ. წონა 1,5 კგ-ს არ აღემატება.
პროფესიული და საოჯახო ტექნიკის საყიდლად ისურვე საუკეთესო საიტია, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია, განვადების მოქნილი სისტემით და უფასო საკურიერო სერვისით.