ბოშის ხელსაწყოები და ინსტრუმენტები
გერმანული ბოშის ხელსაწყოები და ინსტრუმენტები . გარანტირებული ხარისხი, ორიგინალი პროდუქცია, გარანტია და ონლაინ განვადება. უფასო ადგილზე მიტანა ყველგან.
ბოშის ინსტრუმენტები - ხარისხი, რომელსაც ენდობა მსოფლიო
ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სმენია ბოშის ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების შესახებ. გერმანული კომპანია, ფაქტობრივად, ხარისხის სინონიმი გახდა, რომელიც უკვე მრავალი წელია სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებითაა დაკავებული.. მწარმოებლის ქარხნები განთავსებულია ევროპაში, ჩინეთსა და რუსეთში, ხოლო წარმომადგენლობითი ოფისები ღიაა თითქმის მთელ მსოფლიოში - 150 ქვეყანაში მაინც.
ბოშის ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების სპექტრი უზარმაზარია და მისი სრული აღწერა საკმაოდ შორს წაგვიყვანს. ბრენდს წარმოდგენილი აქვს აბსოლუტურად ყველა ტიპის აღჭურვილობა, რომელიც პროფესიონალ ან დამწყებ ხელოსანს შეიძლება გამოადგეს.
გარდა ამისა, ბოშის ხაზში იპოვით როგორც საშინაო დავალებების შესასრულებელ ხელსაწყოებს, ისე - პროფესიონალური რემონტისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. ჩამონათვალი მოიცავს ისეთ ელექტრო დანადგარებს, როგორიცაა დრელები, პერფორატორები, ხის და მეტალის დასამუშავებელი ხელსაწყოები და ა.შ. კომპანია აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობის ელექტრო ხელსაწყოებს სხვადასხვა ფუნქციითა და შესაძლებლობებით.
ბოშის ხელსაწყოები მრავალფეროვანი არჩევანითა და ხარისხის გარანტიით
ბრენდის შესანიშნავი თვისება მრავალფეროვნება და ფართო არჩევანია, ამიტომ შერჩევის პრობლემა არასდროს გექნებათ. კომპანია ცდილობს ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ წვრილმან ხელსაწყოებს, არამედ მნიშვნელოვანი ინვესტირება ჩადოს სამეცნიერო კვლევასა და ახალ გამოგონებებში, რაც საბოლოო ჯამში, საშუალებას აძლევს წამყვანი პოზიცია დაიკავოს გლობალურ ბაზარზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოშის ხელსაწყოებსა და ინსტრუმენტებზე ვსაუბრობთ, მინდა წარმოგიდგინოთ ბოშის ხელსაწყოების ნაკრები Bosch 50 (2.607.019.504) , რომელიც ძალიან კომპაქტურია და წონით დაახლოებით 1 კილოგრამამდეა. არც ღირებულებაა საკმაოდ მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ Bosch-ის ბრენდისაა.
მთელი ნაკრები მოიცავს ხრახნიან ხელსაწყოებს, რომელიც იდეალურად ჯდება ხელში და უძლებს მყარი გამაგრების ბრუნვებს. გარდა ამისა, ნაკრები მოიცავს სხვადასხვა ზომის თავაკებს (6-13 მმ), რაც ძალიან გამოსადეგია დაზიანებულ შესაკრავებთან მუშაობისას.
ძირითადი უპირატესობები:
- ყველა საჭირო ხრახნიანი თავაკები;
- მოსახერხებელი სახელური.
რაც შეეხება კონკრეტულად ინსტრუმენტებს,უნდა წარმოგიდგინოთ. Bosch GBH 8-45 DV იმ მოდელის პერფორატორია, რომელსაც ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს. მოწყობილობას აქვს უნარი, რომ ბრუნვის ენერგია დამატებით შოკურ ტალღაში გარდაქმნას. ძრავა არის კორპუსის პერპენდიკულარული, რაც აძლევს მას მეტ ოპტიმალურ ბალანსს. სახელური D ფორმისაა და უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას.
დადებითი მახასიათებლებია:
- პერფორატორი მომარაგებულია 4 საბურღით;
- აქვს ჩაკეტვის ფუნქცია საწყისი ღილაკის დაჭერით;
- 1500 ვტ ენერგიის წყალობით უმკლავდება ნებისმიერი მასალის სიმძიმეს;
- ბეტონზე მუშაობისას შესაძლებელია 80 მმ დიამეტრის ხვრელის გაკეთება;
- უსაფრთხოების ღილაკი ახანგრძლივებს ძრავის მუშაობას;
- აქვს ვიბრაციის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ამცირებს დატვირთვას უშუალოდ მომხმარებელზე;
- ზემოქმედების ძალაა 12.5 ჯ;
- ორი რეჟიმი სხვადასხვა საქმიანობისთვის;
- ელექტრონული ბრუნვის რეგულირება;
- დარტყმის სიხშირე 1380-დან 2760 წუთში;
- გრძელი კაბელი - 3 მ;
უარყოფითი:
- მაღალი ფასი;
- სიმძიმე - 8.9 კგ;
- 540x275 მმ ზომების გამო, ტრანსპორტირება შედარებით რთულია.
და ბოლოს, კიდევ ერთი ხელსაწყო ბოშისგან, ეს არის ხის მასალებზე სამუშაო PST 700 E, რომელიც საკმაოდ მსუბუქი წონისაა. პოპულარული გერმანული ბრენდის, ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია ცნობილია თავისი ხელსაწყოებით.
500 ვტ ენერგიის წყალობით, ხრახნიანი ლობზიკი განკუთვნილია არა მხოლოდ ხის დასამუშავებლად, არამედ - ლითონისთვისაც. ამ მოდელის სიძლიერეში, მომხმარებლები ხაზს უსვამენ მუშაობის გამარტივებულ მექანიზმს, რბილი სტარტის არსებობას და ვიბრაციების არარსებობას.
ლობზიკს აქვს ხმაურის დაბალი დონე - მხოლოდ 88 დბ, რაც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ დამცავი ყურსასმენების გარეშე. წარმოდგენილია ხელსაწყოს შესანახი და სატარებელი ჩემოდანი, + 1 ხერხიანი დანა.
პროფესიული თუ სახლის ტექნიკის საყიდლად ისურვე საუკეთესო საიტია, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია, განვადების მოქნილი სისტემით და უფასო საკურიერო სერვისით.