Bosch
გერმანული Bosch უმაღლესი ხარისხის ხელსაწყოებით, სახლის, ბაღის და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ინტერნეტ მაღაზია ისურვე.ჯი-ზე. განვადება და უფასო ადგილზე მიტანა ყველგან.
Robert Bosch GmbH არის გერმანული კომპანიის ჯგუფი, ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვანი გლობალური მიმწოდებელი ავტომობილებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების, სამომხმარებლო საქონელსა და სამშენებლო სფეროებში.
კომპანია დააარსა გერმანელმა მეწარმემ და ინჟინერმა რობერტ ბოშმა 1886 წლის 15 ნოემბერს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს გერლინგენში, გერმანიაში, შტუტგარტის მახლობლად.
წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს, Bosch-მა მეცნიერების განვითარებისთვის დაახლოებით 6,3 მილიარდი ევროს ინვესტიცია გაიღო. ასევე, გასცა ნებართვა მსოფლიო მასშტაბით 5422 პატენტზე. 2015 წელს ფისკალურ პერიოდში, დაახლოებით 375,000 თანამშრომლის წყალობით, 70 მილიარდი ევროს რეკორდული ბრუნვა მიიღო.
Bosch-ის ჯგუფი მოიცავს Robert Bosch GmbH-სა და დაახლოებით 440 შვილობილი კომპანიას, პლიუს რეგიონალურ კომპანიებს დაახლოებით 60 ქვეყანაში. Bosch-ი თავისი გაყიდვებითა და მომსახურეობით, წარმოდგენილია თითქმის 150 ქვეყანაში.
2012 წლის 1 ივლისიდან საბჭოს თავმჯდომარე ფოლკმარ დენერია.
Bosch კომპანია დააარსა გერმანელმა მეწარმემ და ინჟინერმა რობერტ ბოშმა 1886 წელს სახელწოდებით: „ზუსტი მექანიკისა და ელექტრო ტექნიკის მასტერკლასი“. კომპანიის შემადგენლობაში შედიოდა ერთი მექანიკოსი და ერთი სტაჟიორი, ხოლო 10 000-იანი კაპიტალი აღებული იყო მამის მემკვიდრეობიდან.
მისი არსებობის პირველ წლებში, სახელოსნო, ძირითადად, ყველა ტიპის ელექტრომოწყობილობის წარმოებასა და რეალიზაციაში იყო ჩართული: დაწყებული ტელეფონებიდან დასრულებული წყლის დისტანციური სიგნალიზაციით.
1901-1923 წელი: გახდა ავტომობილების ინსტრუმენტების საერთაშორისო მიმწოდებელი.
1887 წელს რობერტ ბოშის კომპანიამ შექმნა პირველი მაგნიტო ანთების სისტემა ერთ-ერთი საინჟინრო კომპანიისთვის. იგი დაფუძნებული იყო აპარატზე, რომელიც წარმოქმნის ელექტრო ნაპერწკალს. მაღალსიჩქარიანი ძრავისთვის ამ სისტემის გაუმჯობესებითა და ადაპტირებით, რობერტ ბოშმა გადაჭრა ძირითადი პრობლემა ადრეულ საავტომობილო ისტორიაში - მაგნიტო აალებამ სწრაფად შეცვალა Daimler-ის სახიფათო მილები.
იმისთვის, რათა დამოუკიდებლად წარმოექმნათ კომპონენტები მაგნიტო აორთქლების სისტემების დასამზადებლად, კომპანიის პირველი ქარხანა ფეირბახში 1909 წელს გახსნეს. კომპანიის სამანქანო დიაპაზონს ავსებდნენ საავტომობილო ფარები (1912-1913), ელექტრო „სტარტერები“ (1914), საყვირები (1921), მინის საწმენდები (1926) და მოსახვევის მაჩვენებლებლები (1928).
Bosch- მა ასევე დაიწყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოთავაზება: 1928 წელს დაიწყო ელექტრო თმის საჭრელის წარმოება, ხოლო 1933 წელს გამოჩნდა პირველი Bosch მაცივარი. 1932 წელს კომპანიამ დაიწყო მანქანის რადიოების წარმოება.
1920-იანი წლებში Bosch მუდმივად აფართოებდა პროდუქციის სპექტრს საავტომობილო ინდუსტრიისთვის. უშვებდა ველოსიპედის სანათებს, ბატარეებს, Bosch-ის ელექტრო ავტომობილების სიგნალებს, მიმართულების მაჩვენებლებსა და მინის საწმენდებს.
1933-1945 წლებში კომპანია მონაწილეობდა ნაციონალური სოციალისტური რეჟიმის ეკონომიკურ სტრუქტურაში. რობერტ ბოშმა 1937 წელს, კომპანია სააქციო საზოგადოებიდან გარდაქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, რათა კომპანია ყოფილიყო მხოლოდ ოჯახის წევრების ხელში.
1945 წლის ომის დასრულების შემდეგ, Bosch-ის ბიზნესის უმეტესობა საჰაერო თავდასხმის შედეგად ნანგრევებში მოყვა, მაგრამ რობერტ ბოში ამას მაინც ვერ მოესწრო, რადგან 1942 წლის 12 მარტს იგი გარდაიცვალა.
კომპანიის სტრუქტურა
Robert Bosch GmbH სააქციო კაპიტალის 92%, რობერტ ბოშის ნების თანახმად, ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს - Robert Bosch Stiftung GmbH (Robert Bosch Stiftung GmbH), რომელსაც კომპანიის მენეჯმენტში ჩართვის არანაირი უფლება არა აქვს. ფონდი ეწევა ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს განათლებას, ჯანდაცვას, ხალხთა შორის ურთიერთგაგებას, კულტურისა და მეცნიერებას.
სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს პარტნიორობა Robert Bosch Industrietreuhand AG (93% ხმის მიცემის წილი), რომელშიც შედიან Bosch-ის ყოფილი აღმასრულებლები, რობერტ ბოშის ოჯახის წევრები და გავლენიანი ეკონომისტები. დანარჩენი აქციები ეკუთვნის Bosch-ს ოჯახს (7%) და Robert Bosch GmbH-ს.
პროფესიული ტექნიკა მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან, მხოლოდ ისურვეზე, ჩვენთან ყველაზე სანდო და ხარისხიანი პროფესიული ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასში იყიდება!