ბავშვის სარეცხის მანქანა
ბავშვის სარეცხის მანქანა - მხოლოდ ის მოდელები, რომელთაც საბავშვო ტანსაცმლის რეცხვის სპეციალური რეჟიმი გააჩნიათ . ოფიციალური გარანტია, წამყვანი ბრენდები, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
კატეგორია - ბავშვის სარეცხი მანქანა ჩვენი მომხმარებლების თხოვნით შეიქმნა, რადგან მწარმოებლები ზოგადად ასეთ ხაზს ცალკე არ აწარმოებენ.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ამ კატეგორიაში არ იგულისხმება პატარა სარეცხი მანქანები, ან მინი სარეცხი მანქანები, რომლებსაც შესაბამის კატეგორიაში შეძლებთ გაეცნოთ.
ბავშვის სარეცხი მანქანა ისურვეზე სპეციალურად მშობლებისთვის, საუკეთესო ფასად.
ბავშვის სარეცხი მანქანა - ამ სახელით მოიხსენიებენ ხოლმე ისეთ მოწყობილობებს რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური რეჟიმი - თქვენი უსაყვარლესი პატარას პაწაწინა ტანსაცმელების მოვლისთვის.
ასეთი რეჟიმის მქონდე მანქანები მუდმივად უზრუნველყოფენ თქვენი პატარების ტანსაცმლის სისუფთავეს!
პირველ რიგში, სიმართლე რომ ვთქვათ ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა ნებისმიერ სარეცხ მანქანაში არის შესაძლებელი. მთავარია თქვენ შეუსაბამოთ ტანსაცმლის ტიპსა და ოდენობას შესაბამისი რეჟიმი. ამაში კი ხშირად უშუალოდ ტანსაცმელზე არსებული ეტიკეტი დაგეხმარებათ.
მაგალითად სინთეტიკური და ფერადი ტანსაცმელი არ უნდა გაირეცხოს მაღალი ტემპერატურის წყალში, რადგან თვითონაც ხუნდება და სხვა ტანსაცმელსაც გააფერადებს (ისევ ხაზს ვუსვამთ, ჩვენს რჩევებზე უფრო მნიშვნელოვანი ტანსაცმლის ეტიკეტია).
ჩვილი ბავშვის ტანსაცმელების შემთხვევაში რეკომენდაცია არის 100% ბამბის შემცველობა. ეს გარდა იმისა რომ ჰიპოალერგიულია (და ნაკლები ალბათობაა პატარას ალერგია გამოუჩნდეს), ასევე ბამბის პროდუქცია კარგი ჰაერგამტარია, რის შედეგადაც ბავშვის სხეული კარგად ისუნთქებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილების ტანსაცმელი ხშირად სწორედ ბამბისგან მზადდება, ბავშვის სარეცხი მანქანის ფუნქციებიც სწორედ ამ მასალაზე არის ხოლმე გათვლილი.
კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხია რეცხვის ტემპერატურა. ბავშვის ტანსაცმელი სასურველია მაღალ ტემპერატურაზე გაირეცხოს, რაც ამცირებს მიკრობების წარმოქმნისა და გამრავლების შანსს. მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა კი ზუსტად ბამბის ქსოვილის სპეციფიკაში ჯდება.
მაღალ ტემპერატურაზე ბამბის ქსოვილის შედარებით მარტივი რეცხვა (იშვიათად რომ ჩვილის ტანსაცმელი რთულად დაჭუჭყიანებულთა კლასში გადიოდეს) ფაქტიურად ყველა სარეცხ მანქანას გააჩნია, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თავი არ შეიზღუდოთ არჩევანში.
თუმცა მეორეს მხრივ, საბავშვო ტანსაცმლის რეცხვის ფუნქციის მქონე სარეცხის მანქანები ამ პროცესს ამარტივებენ და შესაბამისად თქვენს დროსაც და ენერგიასაც ზოგავენ, რადაგან უკეთსად ითვალისწინინებენ ბავშვის ტანსაცმლის სპეფიციკიას.
კიდევ ერთი რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც გირჩევდით, სარეცხ ფხვნილშია. რაც არ უნდა საუკეთესო სარეცხი მანქანა შეარჩიოთ, თუ ისეთ საშუალებებს გამოიყენებთ რომელშიც ქიმიკატები და ალერგიული ან ბავშვისთვის არასასურველი ნივთიერებები შედის.
ამიტომ, ჩემი პირადი რეკომენდაციით, გირჩევთ ნებისმიერი ტიპის სარეცხ მანქანაში (ბეკოს სარეცხი მანქანები იქნება თუ ბოშის), მიუხედეავად იმისა ბავშვის არის ეს თუ არა ეს მოწყობილობა, როდესაც შეხება გვექნება ჩვილის ტანსაცმელთან გამოვიყენოთ შესაბამისი ფხვნილი - ჩემი გამოცდილებით ყვითელ პაკეტებში არსებული უკრაინული, ბაჭიის ნახატიანი უშასტი ნიანი.