• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

Baltika - ბალტიკა

რუსული Baltika საუკეთესო შედუღების აპარატების და ბენზოხერხების დიდი ასორტიმენტით. აქციებით, ფასდაკლებებით და უფასო საკურიერო სერვისით, სუპერ საგანვადებო პირობებთან ერთად.

Baltika - ბალტიკა ეს არის რუსული ბრენდი, რომელიც მრავალი წელია შედუღების აპარატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებითაა დაკავებული.

თუ მეტალზე მუშაობა თქვენი პროფესიაა, მაშინ ბალტიკის შედუღების აპარატები აუცილებლად გექნებათ გაგონილი და ისიც გეცოდინებათ რამდენად გამძლე და ხარისხიანია ისინი.

დღევანდელ აღწერაში აუცილებლად მიმოვიხილავთ Baltika - ბალტიკას პროდუქციას, რომელიც ქართულ ბაზარზეცაა წარმოდგენილი.

თუკი გარკვეული მოდელების შეძენა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს არა მხოლოდ Baltika - ბალტიკას ელექტრო ტექნიკა, არამედ სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქცია. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ფასად უამრავ სხვადასხვა აქციასთან და საჩუქრებთან ერთად.

პირდაპირ განხილვაზე თუ გადავალთ, აუცილებლად განვიხილავთ უახლესი ტექნოლოგიის შედუღების აპარატს - Baltika MMA500-ს, რომელიც 500 ამპერიანია.

მოწყობილობა თავისუფლად მუშაობს 1-დან 5-ის ჩათვლით ყველა ზომის ელექტროდზე. გათვალისწინებულია IGBT ინვენტორული ტექნოლოგია და იზოლირების F დონე. ვოლტაჟი 220 +- 15%-ია, ხოლო სიხშირე 50/60Hz.

გამომავალი ძაბვა 500 A-ია, ელექტროდის დიამეტრი კი 2-5-ია. მწარმოებელი ქვეყანა რუსეთია. შედუღების აპარატის კომპლექტაციაში შედის: შედუღების აპარატი, ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, შემდუღებლის ნიღაბი და რკინის ჩოთქი.

აღნიშნული მოდელის გარდა, საიტზე წარმოგენილია მეორე მოდელი - უახლესი ტექნოლოგიის შედუღების აპარატი Baltika MMA250, რომელსაც ზედა მოწყობილობის ანალოგიური მახასიათებლები აქვს.

MMA250 - ის შემთხვევაშიც, გათვალისწინებულია IGBT ინვენტორული ტექნოლოგია და იზოლირების F დონე. ვოლტაჟი 220 +- 15%-ია, ხოლო სიხშირე 50/60Hz. სვარკის აპარატის კომპლექტაციაში შედის: შედუღების აპარატი, ელექტროდის დამჭერი კაბელი, დამიწების კაბელი, შემდუღებლის ნიღაბი და რკინის ჩოთქი. ამასთან, საჩუქრად მოყვება ელექტროდები.

შედუღების აპარატის Baltika MMA400-ის სიმძლავრე 400A-ია, რომელიც აღჭურვილია ინვენტორული IGBT ტექნოლოგიით. ვოლტაჟი 220 +- 15%-ია, სიხშირე კი 50/60Hz. კომპლექტში ზუსტად ის ხელსაწყობი შედის, რომელიც წინა მოდელის შემთხვევაში, ზემოთ უკვე ჩამოვთვალეთ.

ბალახის საკრეჭი Baltika BC620-ის სიმძლავრე 4.5 KW-ია, რომლის ძრავის მოცულობაა 62cc. კარბურატორი Diapraghm Type-ა, რომელსაც D.I ანთების სისტემა აქვს გათვალისწინებული. ბენზინის და ზეთის თანაფარდობაა 25:1.

დაქოქვის ტიპი მექანიკურია, ძრავის ტიპი კი 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემითაა წარმოდგენილი. აქვს საკმაოდ ერგონომიული დიზაინი და ანტი-ვიბრაციული სისტემა. ავზის მოცულობაა 1.2ლ, წონა: 7.7კგ. მწარმოებელი ქვეყანა რუსეთია, რომელიც 1 წლიან გარანტიას იძლევა.

კომპლექტაციაში შედის: ბენზო ბალახის საკრეჭი, პირი ძუით (პლასტმასისა და მეტალის) საჭრელი დისკო, ქამარი, სახის დამცავი , მოწყობილობის ასაწყობად საჭირო ინსტრუმენტები და ინსტრუქცია.

ბალახის საკრეჭის შეძენისას, უნდა გახსოვდეთ შემდეგი პარამეტრები, რომლებიც დაგეხმარებათ შეაფასოთ კონკრეტული ხელსაწყო:

  • ძრავის სიმძლავრე;
  • ავზის მოცულობა;
  • ჭრის მექანიზმის ტიპი;
  • სახელურის ფორმა;
  • ჭრის სიგანე.

ბალახის ჭრისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ნეილონის მავთული ან ლითონის პირები/ დანები. როგორც მარტივი და უსაფრთხო გამოსავალი, ნეილონის მავთული ხასიათდება უფრო მოკლე მომსახურების ხანგრძლივობით (საჭიროებს რეგულარულ შეცვლას) და არ არის ეფექტური სქელი ბალახებისა და ხის ტოტების შემთხვევაში.

რაც შეეხება სათიბის სიგანეს, ამ პარამეტრის სწორად შერჩევას მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ოპერაციების პროდუქტიულობას.