ავტორეგისტრატორი

ავტორეგისტრატორი როგორც უკანა ხედვით, ისე მის გარეშე, ან 3 კამერით. მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები, განვადება, გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა ყველგან.

ავტორეგისტრატორი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მანქანის მფლობელებს შორის.

გამომდინარე აქედან, ისურვე ცდილობს მომხმარებელს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს ამ მიმართულებითაც.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ინტერნეტ მაღაზია აქცენტს მხოლოდ ბაზარზე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დამკვიდრებულ ბრიტანულ ბრენდებზე, Carpro-სა და Ring-ზე აკეთებს, რომელთა ვიდეო რეგისტრატორებიც ძალიან გამორჩეულია გამძლეობითა და ფუნქციონალით.

ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდები უკვე წლებია ამზადებენ ტექნიკას, რომელსაც, მთელს დედამიწაზე მილიონობით მომხმარებელი ყავს.

ავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორები - როგორ შევარჩიოთ?

შერჩევისას მთავარი კითხვა შემდეგია, რამდენ კამერიან ავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორებს ეძებთ ?

და მეორე - უკანა ხედვის კამერა უნდა ჰქონდეს თუ არა მას ?

არსებობს სამი ტიპის მანქანის კამერები:

  • ერთკამერიანი - იღებს და იწერს მხოლოდ წინა მხარეს. შედარებით იაფია.
  • ორკამერიანი - როგორც წესი იღებს და როგორც წინა ისე უკანა მხარეს (უკანა ხედვის კამერის მეშვეობით), თუმცა ჩაწერა მხოლოდ წინ ხდება.
  • სამკამერიანი - აქვს როგორც წინა, ისე სალონის და უკანა ხედვა. ამათგან პირველი ორის შემთხვევაში შესაძლებელია ჩაწერა, ხოლო უკანა ხედვა მხოლოდ პარკინგის დროს გამოიყენება, ავტომატურად ირთვება რა ეკრანი უკანა ხედვით მაშინ, როცა სიჩქარის კოლოფს უკანა მიმართულებით გადართავთ, სტოპ ნათურებთან ერთად.

როგორ მოვიქცეთ, როცა ვიდეო რეგისტრატორი განვადებით გვსურს ვიყიდოთ?

ვიდეო რეგისტრატორის განვადებით შესაძენად ისურვე ნამდვილად იდეალური ადგილია .

განვადების დროს ისურვე რეკომენდაციას გიწევთ მოიქცეთ შემდეგნაირად:

აირჩიოთ მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

ამისთვის გამოიყენოთ ან უშუალოდ მოდელების აღწერები, ან ჩვენი პოსტები ბლოგზე, ანაც მომხმარებელთა შეფასებები.

მესამე შემთხვევაში უბრალოდ შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვკითხოთ რჩევა.

შემდეგ გამოგზავნოთ შესაბამისი რეგისტრატორის გვერდიდან განვადების განაცხადი.

დაელოდოთ ზარს ოპერატორისგან, გაგზავნოთ განაცხადი ბანკში და დაელოდოთ ამჯერად უკვე დამტკიცების სმს-ს.

მიიღოთ შეძენილი ავტორეგისტრატორი ნებისმიერ მისამართზე უფასოდ.