Apple

Apple-ის პროდუქცია, მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლისგან. ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

Apple-ის პროდუქცია ერთ-ერთი მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მოწყობილობები მაღალი ფასებით უდაოდ გამოირჩევა.  ფასთან ერთად, ხარისხიც შესაბამისად მაღალი აქვს,  მაგრამ ბრენდის ცნობადობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს გაყიდვების მაჩვენებელზე.

რადგან Apple-ის  ღირებულება მაღალია, აქედან გამომდინარე, არჩევანიც ყველანაირი სერიოზულობით უნდა გააკეთოთ.  თქვენ უნდა გესმოდეთ, რა მიზნებისათვის აპირებთ სმარტფონის შეძენას და  დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ მას.

იმისათვის, რათა ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ და ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის საურველი ვარიანტი, გაეცანით ჩვენს აღწერას, სადაც რამოდენიმე საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

კომპანიის შესახებ მოკლე მიმოხილვა

Apple წლებია უკვე, რაც აქტიურად აწარმოებს ტაბლეტებს, სმარტფონებს, აუდიო პლეერებს, პროგრამებს და ასევე ამუშავებს ოპერაციულ სისტემებს გრაფიკული ინტერფეისით. მისი სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში,  კალიფორნიაში.

კომპანია ცნობილი გახდა ინოვაციური ტექნოლოგიების უწყვეტი დანერგვითა და განვითარებული მოწყობილობების შესანიშნავი დიზაინის წყალობით, რომლითაც უამრავი მომხმარებლის გულიც კი მოიგო.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით ადამიანი,  მრავალი წლის განმავლობაში   Apple  ტექნიკის ერთგული გულშემატკივარი რჩება. ამავდროულად, მრავალი წელია პირველობას ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე, რომლითაც სერიოზულ ზიანს აყენებს კონკურენტ კომპანიებს. ბოლო შეფასებებით, კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი იყო.

კომპანია ფლობს Apple Store-ის საცალო მაღაზიათა ქსელებს, სადაც რამდენიმე სხვადასხვა პროდუქცია იყიდება. 400-ზე მეტი მაღაზია მუშაობს ამერიკაში, კანადაში, ბრიტანეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ამასთან, ზოგიერთი პროდუქცია იყიდება ასევე  iTunes Store-სა და App Store ონლაინ სერვისების საშუალებით.

როდესაც ბრენდის განხილვა ხდება, ყოველთვის საინტერესოა მისი პროდუქციის მიმოხილვაც, ამიტომ ამ ეტაპისთვის წარმოგიდგენთ ორ განსხვავებულ ტექნიკას: apple ლეპტოპსა და სმარტფონს.

iPhone X

2019  წლის სექტემბერში, კომპანიამ საზოგადოებას წარუდგინა უახლესი iPhone X, რომელსაც არ აქვს საწყისი ღილაკი და  ყველა მოქმედების შესრულება ხდება ეკრანის სენსორის მეშვეობით.

უპირატესობები:

  • პროცესორი A11 Bionic  Neural-ი;
  • გაზრდილი დიაგონალი - 5.8 ინჩით;
  • OLED ეკრანი;
  • სახის ამოცნობის ტექნოლოგია (Face ID);
  • წინა კამერის ორმაგი ოპტიკური სტაბილიზაცია და პორტრეტის რეჟიმი;
  • ბატარეის მოხმარება გაზრდილია ორი საათით.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი;
  • წარმოდგენილია მხოლოდ ორ ფერში.

და ბოლოსკენ  განვიხილოთ ეიფლის ლეპტოპი - Macbook air

ეს არის კარგი,  ულტრა პორტატული ლეპტოპი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ყველაზე მსუბუქსა და კომპაქტურ მოწყობილობებს.

მოდელის განახლებულ ვერსიას აქვს 13.3 დიუმიანი ფართო ეკრანი, რომლის გარჩევადობაა 2560x1600 პიქსელი. ასევე აქვს  True Tone ფუნქციის მხარდაჭერა, რომელიც პირველად გამოჩნდა MacBook Air  მოწყობილობებში.

True Tone  გულისხმობს შემდეგს: ტექნოლოგია არეგულირებს სურათის ფერს ლეპტოპის გარშემო არსებულ განათებაზე. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია გამორთოს True Tone სისტემის პარამეტრებიდან.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოდელი არ არის გათვლილი სერიოზული კომპიუტერული დავალებებისთვის ან სპეციალიზირებულ პროგრამებში სამუშაოდ.

OS ანგარიშში შესასვლელად ან ონლაინ შესყიდვების დასადასტურებლად,  გამოიყენება Touch ID თითის ანაბეჭდის სენსორით. მოწყობილობის მუშაობის დრო 13 საათზე მეტია.

ლეპტოპის სიმძლავრის ნაკლებობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღირსეულად გამოვარჩიოთ იგი Apple-ის სხვა მოდელებისგან,  მაგრამ  Macbook-ის  ეს მოდელი კარგია როგორც სამუშაოდ, ისე - სწავლისთვის.

დადებითი:

  • ხარისხიანი ეკრანი მაღალი გარჩევადობით;
  • კარგი ხმა;
  • თხელი და მსუბუქი მოწყობილობა;
  • ბატარეის მაღალი ხანგრძლივობა.

მინუსები:

  • საშუალო მუშაობის მაჩვენებელი.

სმარტფონებისა თუ სხვა ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზეა შეიძინეთ ჩვენთან ბარათით და მიიღეთ ფასდაკლება, ან ისარგებლეთ ჩვენი განვადების სისტემით!