ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა თქვენი ცხოვრების გამარტივებისთვის!

ჭურჭლის სარეცხი მანქანა თითოეული დიასახლისის დიდი მეგობარია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გყავს ბევრი სტუმარი და მათი სტუმრობის შემდგომ დიასახლისს უწევს დიდი რაოდენობის ჭურჭლის დარეცხვა. ხოლო ამან შესაძლოა მთელი საღამოს სიამოვნება ჩაუშალოს. ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი მოაგვარებს ამ ყველაფერს და მოგცემს საშუალებას ისიამოვნო ყველაფრით, ისე რომ არ დახარჯო ენერგია ჭურჭელზე.

ეს ტექნიკა მოგცემს დიდი ენერგიისა და დროის დაზოგვის საშუალებას. რაც მთავარია ეკონომიურია და არ დახარჯავს დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიას. 

ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემადგენლობა

  • დალუქული ფოლადი - აღჭურვილია თერმული და ხმაურის საიზოლაციო ფოლადით.
  • ელექტროძრავა - აპარატის გული, რომელიც პასუხისმგებელია ყველა შიდა კომპონენტის მუშაობაზე.
  • ცირკულაციის ტუმბო - მიერთებულია მილსადენთან და წყლით ამარაგებს მანქანას. აქვს ასევე სადრენაჟო ტუმბო, რომლის ფირფიტებიდან გადმოდის ბინძური წყალი.
  • ელექტრული გათბობის ელემენტები - ათბობს წყალს საჭირო ტემპერატურამდე.

რა უნდა გავითვალისწინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანი შერჩევისას?

პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის რა ზომის ტექნიკა გსურთ. ვინაიდან და რადგანაც ბაზარზე არის მრავალი სხვადსხვა ზომის სარეცხი მანქანები, ამის გამო უნდა იცოდეთ თქვენთვის სასურევლი ზუსტი ზომა. 

ასევე რა რეჟიმები აქვს ჭურჭლის სარეცხ მანქანას. პირველი ეს არის გაჟღენთვის რეჟიმი, რომელიც საჭიროა მიმწვარი საჭმლის მოსაშორებლად, ასევე ცხელი წყლით რეცხვა, ცხიმიანი საჭმლის მოსაშორებლად და გავლების რეჟიმი.

BEKO-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ბეკო გვთავაზობს მრავალი სახისა და რეჟიმის ჭურჭლის სარეცხ მანქანას. იგი ბაზარზე გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით, რის გამოც მას მრავალი მომხმარებელი ჰყავს.

BEKO DFN05320S Superia-ერთ-ერთი მოთხოვნადი მოდელია. მისი მახასიათებლებია:

  • მართვის ტიპი: მექანიკური
  • ტიპი: დასადგამი
  • ენერგოეფექტურობის კლასი: A++
  • შრობის კლასი: A
  • რეცხვის კლასი: A
  • სინქრონული ძრავი
  • დაბალი ხმაურის დონე: 49დბ
  • 13 კომპლექტი
  • 6 რეცხვის პროგრამა

პოპულარული მოდელები