ქვაბების ნაკრები, დიასახლისების სასურველი საჩუქარი

ხარისხიანი ქვაბების ნაკრების ქონა საჭიროა ოჯახში. მნიშნელოვანია ისეთი ჭურჭლის ქონა,  რომელიც არ მიიკრავს საჭმელს, იმის მიუხედავად, თუ რას მოამზადებთ.

არ აქვს მნიშვნელობა, ამზადებთ გაზზე, ელექტრო ღუმელში, თუ ინდუქციურ გაზქურაზე, ხარისხიანი, არაწებოვანი ჭურჭლის ნაკრების გამოიყენება სასიამოვნო და ძალიან მარტივია.

კერამიკის ქვაბების ნაკრები

კერამიკის ქვაბების ნაკრები ნამდვილად გამოსადეგი იქნება თქვენი სამზარეულოსთვის. კერამიკის ქვაბები გამოირჩევიან თავისი ხარისხით, რომლის წყალობითაც, ის დიდი ხნის მანძილზე მოგემსახურებათ. 

კერამიკის ქვაბები და ტაფები განსაკუთრებულად კარგად მუშაობენ!

ისინი სწრაფად თბება, სითბოს თანაბრად ანაწილებს, არ იკრავს საჭმელს და ადვილად იწმინდება.

მისი უნარი გაუძლოს მაღალ სითბოს სხვა მასალებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს მას. კერამიკული ჭურჭელი უძლებს სითბოს 400-450 გრადუს ცელსიუსამდე.   ამიტომ, ის შესანიშნავია ხორცისა და ბოსტნეულის შესაწვავად, რომელსაც მაღალი ტემპერატურა სჭირდება.

 

ემალის ქვაბების ნაკრები

ემალის ქვაბები, სახმარად და გამოსაყენებლად, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ჭურჭელია.  ისინი რთულად იცვითებიან, შესაბამისად მათი ხმარება ბევრი წლის მანძილზე შეგიძლიათ, ის ყველაზე კარგი სახმარი იქნება დიდი ოჯახებისთვის, სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობს და ჩვეულებრივ ბევრი სადილი კეთდება, შესაბამისად გამძლე ემალის ქვაბები იდეალური ქინება.

გარდა გამძლეობისა, ემალის ქვაბების კიდევ ერთ უპირატესობას მისი დაბალი ფასი, მრავალფუნქციური გამოყენება, და დანაკაწრის მინიმალური რისკი წარმოადგენს. საბოლოოდ გამოდის, რომ თქვენ დაბალ ფასში იღებთ შესანიშნავი ხარისხის ჭურჭელს, რომელიც არ იკაწრება.

 

გრანიკის ქვაბების ნაკრები

გრანიტის ქვაბების ნაკრები, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც ნამდვილად დაამშვენებს ყველა სამზარეულოს. მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის არის სრულად უსაფრთხო. ქვაბის ნაწილაკები არ ხვდება საჭმელში და შესაბამისად ამის შემდეგ ჩვენს ორგანიზმში.

მათი გამოყენებისას არის მცირე რაოდენობით ცხიმი საჭირო, შესაბამისად მისი შეძენა და გამოყენება ყველანაირად მომგებიანია, ასევე მათთვისაც, ვინც იცავს დიეტას და თავს არიდებს დიდი რაოდენობით ცხიმის მიღებას.

 

პოპულარული მოდელები