საუკეთესო მიწის საბურღის მოწყობილობები

მიწის საბურღი გამოიყენება ფერდობებზე, ქვიშაზე, 20 გრადუსზე დაბლა ნიადაგებზე მუშაობისთვის. მისი მეშვეობით მარტივად ხდება ბეტონის და მიწის გაბურღვა, ასევე მას გამოიყენებ ყინულის სამტვრევადაც.

კლდის გაბურღვისას როდესაც დგუში ურტყამს ჩაკს, ის გადასცემს თავის კინეტიკურ ენერგიას საბურღ ღეროზე, რომელიც იყენებს ამ ზემოქმედების ენერგიას კლდის დასაფხვიერებლად.

მიწის საბურღის  მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სწრაფად მუშაობს და  ქმნის საჭირო დიამეტრისა და სიღრმის  ხვრელს.

Iron Angel MD3353 PROFI

მიწის საბურღი ერთ-ერთი მოთხოვნადი მოდელია. მას ძალიან დიდი გამძლეობა აქვს.

მისი ცილინდრი ქრომირებულია, რაც  საიმედოობასა და ხანგრძლივ მუშაობაზე მიუთითებს. აქვს ჰაერის გაგრილების ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს გადახურების გარეშე სტაბილურსა და გამართულ მუშაობას, თუნდაც გრძელვადიანი მუშაობის დროს. საბურღის დიამეტრი 30 სმ-ია ამიტომ, მას ხშირად იყენებენ ფერმერები  ყოველდღიურ საქმიანობაში ან მებაღეობაში.

VULKAN GD620

ეს არის ჩინური წარმოების მოდელი, რომელიც აღჭრუვილია ძლიერი ძრავითა და ორი ფართო სახელურით, მყარი და კომფორტული დაჭერისთვის. მისი სახელურები ადამიანს უადვილებს საბურღის დაჭერას და მუშაობას.

  • ძრავა შესანიშნავად არის დაცული მტვრისგან. ამასთან, კარგად იტანს ძლიერ დატვირთვას სიჩქარის დაკარგვის გარეშეც;
  • ფართო და ძლიერი სახელური საშუალებას აძლევს ორ მუშას ერთდროულად იმუშაონ, რაც პროცესს პროდუქტიულსა და მეტად სწრაფს ხდის;
  • საბურღის პარამეტრებია: 80 სმ სიღრმე და  10-დან 130 სანტიმეტრამდე დიამეტრი, რომელიც მნიშვნელოვნად  აფართოებს სამუშაო შესაძლებლობებს;
  • საწვავის ავზი 1.3 ლიტრი მოცულობისაა, ამიტომ ხელსაწყოს არ სჭირდება ხშირი შევსება.

პოპულარული მოდელები