საბავშვო საქანელა - პატარების საყვარელი გასართობი
February 03, 2024საბავშვო საქანელა, ჩვენი პატარებისთვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ნივთია. მას მშობლები განსაკუთრებით იყენებენ მაშინ, როდესაც პატარას სჩვევია პრობლემური ძილი.
მშობლებისთვის ბავშვის საქანელა ერთ-ერთი დამხმარე და კომფორტული ნივთია ,რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ჩვილების უმეტესობას აქვს პერიოდები, როდესაც ჭირვეულები არიან და ასეთ დროს ხელში აყვანა არის ერთადერთი გამოსავალი. ამ სიტუაციაში ბავშვის საქანელა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომ თავიდან ავირიდოთ მშობლის დაღლა და ბავშვსაც შევუქმნათ კომფორტი..
სათანადო გამოყენებისას და მეთვალყურეობის ქვეშ - და რაც მთავარია, როდესაც თქვენი ბავშვი ფხიზლობს და არ სძინავს - ბავშვის საქანელა უსაფრთხოა .
Capella TY-002B
მოწყობილობა დამზადებულია შეზლონგის სახით, რომლის სავარძელი ფიქსირდება ორ თაღოვან საყრდენზე. პროდუქტის მარტივად ტრანსპორტირებისთვის კი გამოიყენება დასაკეცი დიზაინი.
რეგულირებადი საზურგე, ბალიში და რბილი ზედაპირი უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტულ ძილსა და დასვენებას. სათამაშოების ჩამოსაკიდი და მუსიკალური პანელი კი არ აძლევს პატარებს მოწყენის საშუალებას.
- ჰიგიენური საფარის მოხსნა ადვილია და შესაძლებელია სარეცხ მანქანაში გარეცხვაც;
- ფუნქციონალური - აქვს სიჩქარის 5 რეჟიმი და ძილის დრო;
- შესაძლებელია დენის წყაროდან და ბატარეებით მუშაობა.
პოპულარული მოდელები