რომელია გამოსაყენებლად საუკეთესო სეკატორი?

სეკატორი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ვაზი მოჰყავს,  არის მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთი, რადგან მისით ხდება ვაზის გასხლა, რომელიც ვაზის მოყვანის და დამწიფების დროს მნიშვნელოვანი პროცესია.

ასევე, ვაზის მომწიფების შემდგომ მისით ხდება ვაზის მოკრეფა სწრაფად და მარტივად. სწორედ ამის გამო საჭიროა, აარჩიოთ და შეიძინოთ ხარისხიანი სეკატორი.

სეკატორი დამზადებულია მაღალი ნახშირბადოვანი ფოლადისგან, რომლის პირები ჩაღრმავებულია ხახუნის შესამცირებლად.

წვრილი სახელურები უზრუნველყოფს კომფორტულ მუშაობას, აქვს მოცურების საწუნააღმდეგო საფარი უსაფრთხოებისთვის.

რისთვის გამოიყენება ვაზის მაკრატელი?

ყურძნის მაკრატელი არის ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ყურძნის ყუნწების მოსაჭრელად. ის უფრო პატარაა და შექმნილია სპეციალურად ამ მიზნით.

ნახშირბადოვანი ფოლადის ჩაღრმავებული პირებისგან დამზადებული მაკრატელი, მუშაობს სუფთად, ვაზის დაზიანების გარეშე. მისი პირების ცხვირი ბლაგვია, რათა თავიდან იქნას აცილებული ხილის ან ვაზის დაზიანება.

სეკატორი გამოიყენება არა მარტო ვაზის მოსავლელად და მოსაწყვეტად, არამედ მას ხმარობენ სხვადსხვა ხისა  და ყვავილის მოსავლელადაც.

ელექტრო სეკატორი

ელექტრო სეკატორი მარტივად მოსახმარი ხელსაწყოა. მისი ხამრება ვაზის გასხვლის დროს დაგიზოგავთ დიდი ენერიგასა და დროს. ეს კი ამ პროცესს სასიამოვნოს გახდის.

მას აქვს პატარა დიამეტრი, არის სასიამოვნო გამოსაყენებელი და ძალიან მსუბუქია. ეს არის ზუსტი და პრაქტიკული ხელსაწყო.

საქართველოში აქტიურად იყიდება, Borstain SF8A601 მოდელი. არის ფოლადისგან დამადებული. მისი ჭრის დიამეტრი 30 მმ-ია. ხელსაწყოს აქვს გაგრილების ფუნქცია. მისი გადაბმული მუშაობა შეგიძლიად დაახლოებით 8 საათი. სრულ დატენვას სჭირდება 5 საათი. ხელსაწყოს წონა 1.8 კილოგრამია.

 

პოპულარული მოდელები