როგორია თანამედორვე ვენტილატორები?

მაგიდის,  იატაკის, ჩაშენებული, ჭერის - როგორი ვენტილატორი არ არსებობს მსოფლიოში. მოწყობილობის მთავარი მახასიათებელი ჰაერის ცირკულაციაა, რაც დამოკიდებულია პირების ძალასა და ზომაზე.

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ვენტილატორებისთვის, ეს მაჩვენებლები არ არის განსაკუთრებით მაღალი. იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ და იყიდოთ ვენტილალოტორები თუ როგორი სტილისა და რამხელა ოთახი გაქვთ.

სახლისთვის უმჯობესია შეიძინოთ ისეთი მოწყობილობა, რომელსაც რამდენიმე ოპერაციული რეჟიმი აქვს. ვინაიდან, რაც უფრო მეტია რეჟიმების რაოდენობა, მით უფრო ადვილია ოპტიმალური სიჩქარის პოვნა.

თანამედროვე ვენტილატორები:

თანამედროვე მოდელებს აქვთ მრავალი საინტერესო ფუნქცია.

ეს ფუნქციები მოიცავს:

  1. გათბობას;
  2. იონიზაციას;
  3. ჰაერის დამატენიანებელს;
  4. ნათურებს.

 

ზოგიერთი ბრენდის მოწყობილობას აქვს ჩაშენებული Wi-Fi მოდული, ამიტომ მისი კონტროლი შესაძლებელია არა მხოლოდ დისტანციური მართვით, არამედ სმარტფონში არსებული აპლიკაციის საშუალებით.

გარდა ამისა, ვენტილატორს ასევე შეუძლია სინქრონიზაცია მოახდინოს ჭკვიანი სახლის სისტემასთან და სხვა სმარტ მოწყობილობებთან - მაგალითად, მას შეუძლია ავტომატურად ჩართოს ან გამორთოს ჰაერის გამწმენდი.

პოპულარული მოდელები