როგორი რადიო ძიძა უნდა შეიძინოთ ძლიერი კავშირისთვის?
September 23, 2022რადიო ძიძა, არის მშობლის საუკეთესო დამხამრე, რომელიც გეხმარებათ თქვენს შვილებს დააკვრიდეთ და აკონტორილოთ ნებისმიერ წუთს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სადაც არ უნდა იყოთ.რადიო ძიძით საშუალება გაქვთ უყუროთ თქვენი შვილის მშვიდ ძილს.
რადიო ძიძას შეუძლია მშობლებს სიმშვიდე აჩუქოს , როცა ისინი არ არიან ბავშვთან ახლოს, და მათ საშუალებას აძლევს შეამოწმონ შვილი, როცა მოესურვებათ.
კარგი საბავშვო რადიო ძიძა ეხმარება მშობლებს, რომ მეორე ოთახიდან აკონტროლონ თავიანთი შვილის ძილი. ფსიქოლოგების თქმით, გაღვიძების სწრაფი რეაქცია ამცირებს ბავშვის შფოთვის დონეს.
რომელი რადიო ძიძა შეიძინოთ?
რადიო ძიძის შეძენამდე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ორივე სადგურის (მშობლისა და ბავშვის) მუშაობის ტიპს. ხშირად, მწარმოებლების მიერ, მშობლების მოწყობილობა წარმოდგენილია ბატარეით ან აკუმულატორით, ხოლო საბავშვო - მხოლოდ ქსელის.
უმჯობესია, თუკი ორივე მოწყობილობას აქვს სარეზერვო ენერგიის ფუნქცია, რადგან ელექტრო ენერგიის არარსებობის შემთხვევაშიც მოხდეს შვილისა და მშობლის დაკავშირება, კონტროლი.
ქამრის სამაგრის ან სამაჯურის დახმარებით შესძლებთ, რომ ხელსაწყო თქვენთან ერთად, მუდმივად თან ატაროთ. ავტონომიური მოქმედების დრო ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და სასურველია, თუკი რადიოს მინიმუმ 10 საათიანი ენერგიის რეზერვი ექნება.
რაც უფრო დიდია კომუნიკაციის დიაპაზონი - მით უკეთესი. მოწყობილობების უმეტესი ნაწილის მიღების რადიუსი 300-350 მეტრია, ხოლო ოთახში 50-70 მ-მდე მცირდება. სახლში კომუნიკაციის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია კედლების რაოდენობასა და სისქეზე, რომლითაც სიგნალი უნდა გაიჭრას.
ხმის კავშირი უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა. სპეციალური ჩამონტაჟებული მექანიზმები კი ხელს უწყობენ თქვენი ბავშვის სწრაფ დაძინებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუნთქვის სენსორების მქონე მოდელები იძლევა სიგნალს, თუკი ბავშვის სუნთქვის რიტმი ირღვევა და არასწორად მიმდინარეობს.
პოპულარული მოდელები