როგორ ავარჩიოთ ფანრები?
November 08, 2021ფანრის ხსენებაზე როგორი ფანარი წარმოგიდგებათ ხოლმე თვალწინ? არჩევანი საკმაოდ დიდია, ხელის მოდელები, მზის ენერგიაზე მომუშავე, დამუხტვადი, მაგნიტური ფანრები და კიდევ მრავალი სხვა.
როდესაც ჩნდება სინათლის კონტროლისა და სიზუსტის საჭიროება, საქმეში უთუოდ ფანარი უნდა ჩართოთ.
ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ფანრების მრავალფეროვანი ასორტიმენტი მოგვიტანა და განაპირობა ფანრების მუშაობის ეფექტურობა.
ფანრები დღეს უფრო პატარა, მსუბუქი და კაშკაშაა , ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენი არჩევანის გაკეთებაში
ფანრის არჩევისას გასათვალისწინებელი უმთავრესი ფაქტორებია :
- სინათლის გამომუშავების ხარისხი;
- ბატარეის ტიპი და მუშაობის ხანგრძლივობა;
- ფანრის ზომა, წონა
ფუნქციებიდან და მონაცემებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსხვავებულია ფანრების ფასებიც. თქვენ შეიძლება შეხვდეთ 20 ლარიან ფანარსაც და 200 ლარიანსაც და ფასებს შორის ასეთი განსხვავება, ცალსახად, მის ხარისხზეა დამოკიდებული.
მაგალითად, რომ განვიხილოთ ყველაზე ძვირადღირებული მოდელი და შევადაროთ მასზე იაფიან სხვა მოდელებს, დავინახავთ რომ ნათურის, ბატარეისა და მიკროსქემის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების გამოა, რომ მომხმარებლები არჩევანს ძვირადღირებულზე აკეთებენ.
არსებობს კიდევ ერთი მახასიათებელი, ფანრის წყალგამძლეობა, რომელიც განაპირობებს მის მაღალ ფასს.
ფანრის სინათლის ინტენსივობა იზომება ლუმენებში, რომელიც სინათლის სიკაშკაშის განმსაზღვრელი პარამეტრია.
სხივის ინტენსივობა, მანძილი და ტიპი გავლენას ახდენს შუქის ეფექტურობაზე სხვადასხვა გამოყენებისას. სინათლის გამომუშავება შეიძლება იყოს 20 ლუმენიდან, რომელიც შესანიშნავია წიგნის წასაკითხად, ძილის მომგვრელი - 3500 ლუმენამდე. ფანრიდან გამომავალი სხივის მანძილი კი მეტრით იზომება.
შეძენის დროს, პირადად შეამოწმეთ ფანრის მუშაობა. რამდენიმეჯერ გამორთეთ და ჩართეთ შუქი.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პირობებში აპირებთ მის გამოყენებას. გირჩევთ, წინასწარ შეამოწმოთ, ცივ ამინდში გამოყენების შემთხვევაში, რამდენად მოსახერხებელი იქნება მისი მოხმარება ხელთათმანიანი ხელით.
წინასწარ გაარკვიეთ, მოგიწევთ თუ არა ბატარეის ცვლილება, როგორ იმუხტება და ა.შ. ძირითადად, შეფუთვაზეა დატანილი ფანრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩვენი რჩევაა, იხელმძღვანელეთ მწარმოებლის მითითებებით.
პოპულარული მოდელები