რეისმუსით მუშაობის დროს გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ძირითადი წესები

რეისმუსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია , ონლაინ მაღაზია ისურვეს გამომწერებს შორის, ამიტომ გვსურს ჩვენს ბლოგში დღეს რეისმუსებზე ვისაუბროთ.

ჩვენი რეკომენდაციაა, ზედმიწევნით ზუსტად დაიცვათ უსაფრთხოების ძირითადი წესები!

  1. აუცილებელია, კარგად იცნობდეთ ინსტრუმენტს. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები. გამოიკვლიეთ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობები და ტრავმასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი წინასწარ შეაფასეთ.
  2. გამოყენებამდე შეამოწმეთ ინსტრუმენტები, არის თუ არა ისინი გამართულ მდგომარეობაში.
  3. გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ ინსტრუმენტის გამოყენებამდე გასაღები არ მოარგოთ აპარატს.
  4. მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი და დაიცავით სისუფთავე მუშაობის პროცესში.
  5. არ გამოიყენოთ ინსტრუმენტი ნესტიან გარემოში ან არ მოახვედროთ იგი წვიმის ქვეშ.
  6. მოარიდეთ ბავშვები ელექტრო ხელსაწყოებისგან და არამხოლოდ ბავშვები. სამუშაო პროცესს მოარიდეთ გარეშე პირები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
  7. არ გადატვირთოთ ინსტრუმენტი. სამუშაო შესრულდება უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ, თუ ინსტრუმენტი იმუშავებს იმ რეჟიმში, რაც გათვალისწინებულია მწარმოებლის მხრიდან.
  8. ინსტრუმენტები გამოიყენეთ მიზნობრივად და არ გამოიყენოთ იმ სამუშაოსთვის, რომლისთვისაც არ არის განკუთვნილი.
  9. შეიმოსეთ სათანადოდ. მუშაობის დროს არ გამოიყენოთ ყელსაბამები, ბეჭდები, სამაჯურები ან სხვა სამკაულები, რადგან ისინი შეიძლება ინსტრუმენტის მოძრავ ნაწილებში ჩაგყვეთ. გრძელი თმის შემთხვევაში, შეიკარით ის და დაიფარეთ თავსაბურავით
  10. გამოიყენეთ უსაფრთხოების სათვალე, ხოლო მტვრიანი სამუშაოს შესრულებისას ატარეთ მტვრისგან დამცავი პირბადე.

პოპულარული მოდელები