რა ფუნქციები გააჩნია ჩასაშენებელ მიკროტალღურ ღუმელს?
May 03, 2022მიკროტალღური ღუმელი გამოირჩევა თავისი სისწრაფით და სიმარტივით. ის მარტივად ახდენს საჭმლის მომზადებასა თუ გაცხელებას, რის გამოც ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი იძენს მას. ის ნამვილად გამოსადეგი ნივთია სახლში, რომელიც ნებისმიერი რამის სწრაფად მომზადების საშუალებას მოგცემთ.
მიკროტალღური ღუმელები აცხელებენ საკვებს მიკროტალღების გამოყენებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმა, რომელიც რადიოტალღების მსგავსია . ღუმელის შიგნით არსებული მოწყობილობა, რომელსაც მაგნიტრონი ჰქვია, მიკროტალღებს გამოიმუშავებს. მიკროტალღები აირეკლავს ღუმელის მეტალის შიდა ნაწილს და იწვევს საკვების წყლის მოლეკულების ვიბრაციას.
მიკროტალღური ღუმლის ფუნქციები
- წინასწარგანსაზღვრული მომზადების დროები.
- სენსორები - ზოგიერთ დანადგარს შეუძლია მომზადების დროისა და სიმძლავრის ავტომატური განსაზღვრა კერძიდან ამომავალი ორთქლის საფუძველზე.
- შიდა სადგამები - მარტივად, თქვენ რომ ღუმელის შიდა მოცულობის უკეთესად ათვისება შეძლოთ, შეიძლება ძალიან გამოგადგეთ შიდა სადგამები.
- ინვერტერული ტექნოლოგია - შექმნილი იმისთვის რომ შემოგთავაზოთ სტაბილური სითბო დაბალ რეინჯში, ინვერტერის ფუნქცია ინარჩუნებს დაბალ ენერგიის ხარჯვას.
- გრილი - საკვების მაღალი ტემპერატურით გარშერმორტყმის საშუალებით ეს ფუნქცია ბრაწავს კერძის გარე ნაწილს, ისე როგორც ეს საცხობი ღუმელის შემთხვევაში მიიღებოდა.
- ორთქლი - ძალიან კარგი ფუნქციაა თევზისა და ბოსტნეულის მოსამზადებლად, რადგან ორთქლით დამუშავების დროს თქვენ კერძისთვის ცხიმის დამატება არ მოგიწევთ.
- ადვილად გასაწმენდი შიდა მხარე - ტექნოლოგიებთან ნაკლებად არის კავშირში, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს საკითხი უგულებელსაყოფი არ არის.
პოპულარული მოდელები