რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ ჭოჭინის არჩევისას?
September 21, 2022ჭოჭინა, ეს არის ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ფეხის ადგმის საუკეთესო დამხმარე მოწყობილობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შეძენილი ჭოჭინა, აუცილებლად იყოს დამოწმებული პედიატრის მიერ.
როგორ უნდა შეარჩიოთ ჭოჭინა?
ჭოჭინის შეძენისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად:
სიმაღლე და ზომა:
- ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს
- ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო
ბორბლები:
- ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით
- უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს)
- ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)
ჭოჭინის „მაგიდა“:
- უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს)
- ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი
შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა
, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა.
სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.
პოპულარული მოდელები