რა დადებითი თვისებები აქვს ჭოჭინის მოხმარებას
March 04, 2022ჭოჭინა, ეს არის ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპის - ფეხის ადგმის საუკეთესო დამხმარე მოწყობილობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შეძენილი ჭოჭინა, აუცილებლად იყოს დამოწმებული პედეატრის მიერ.
რა ასაკიდან უნდა ჩასვათ ბავშვი ჭოჭინაში?
რაიმე სახის მეცნიერულად დამტკიცებული კვლევა მისი ნეგატიური ზემოქმედების შესახებ. ჭოჭინის გამოყენება სასურველია მას შემდეგ, რაც ბავშვი დამოუკიდებლად, მყარად ჯდომას ისწავლის (სავარაუდო დრო 7-9 თვე).
როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭოჭინა?
- ჭოჭინების უმეტესობა განკუთვნილია ბავშვების იმ კატეგორიისთვის, რომელთა წონა 13-15 კგ-ს, სიმაღლე კი 80 სმ-ს არ აღემატება.
- თუ თქვენი პატარას პარამეტრები სცდება მითითებულ ნორმებს, თავი შეიკავეთ ჭოჭინის გამოყენებისგან, რადგან მან შეიძლება წონას ვერ გაუძლოს და ჩასაჯდომი ჩავარდეს, გაიხეს, გადატრიალდეს და სხვა.
როგორ უნდა შეარჩიოთ ჭოჭინა?
ჭოჭინის შეძენისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად:
სიმაღლე და ზომა:
- ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს
- ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო
ბორბლები:
- ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით
- უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს)
- ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)
ჭოჭინის „მაგიდა“:
- უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს)
- ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი
შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა.
სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.
მშობლები ჭოჭინას რამდენიმე მიზეზის გამო ყიდულობენ:
1. მშობლებს სჯერათ, რომ ბავშვი ასე უფრო მალე აიდგამს ფეხს; 2. ბავშვი დაცულია და იმ სათამაშოების წყალობით, რაც ჭოჭინაზეა დამაგრებული, გონებრივად უკეთესად ვითარდება; 3. მშობლებს არ უხდებათ ბავშვის მუდმივად ხელში ჭერა და ჭოჭინის გამოყენების შემთხვევაში მეტი თავისუფალი დრო რჩებათ სხვა საქმის გასაკეთებლად.
ჭოჭინა შესაძლებელია იყოს გამოყენებული როგორც დამხმარე საშუალება, მით უფრო ახალი ჭოჭინები, რომლებსაც საჭმლის დასადგმელი და უამრავი სათამაშო აქვს დამაგრებული და ეს ბავშვის გონებრივ განვითარებასაც უწყობს ხელს.
პოპულარული მოდელები