რა არის ჰოვერბორდი და რატომ უნდა გქონდეთ ის?

ჰოვერბორდი, ასევე ცნობილია როგორც თვითდაბალანსებული სკუტერი, ჰოვერბორდები არის პორტატული ელექტრო მოწყობილობები, რომლებიც მოძრაობენ ორ ბორბალზე.

ისინი ბაზარზე შემოვიდნენ დაახლოებით 2015 წელს და მას შემდეგ სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ. იკვებება ლითიუმ-იონური ბატარეებით, რომლებიც დატენვადია.

 

როგორ უნდა შეარჩიოთ ჰოვერბორდი?

  1. თავიდანვე შეამოწმეთ ჰოვერბორდის კომპლექტაცია. გაუთვალისწინებელ ვითარებაში რომ არ აღმოჩნდეთ.
  2. აუცილებელია ბორბლების ზომის გათვალისწინება. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბორბლების დიამეტრს და სასურველი მოდელი უნდა აარჩიოთ იმ მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენს პარამეტრებს ესადაგება.  კერძოდ:  წონას, ასაკს, ტერიტორიის რელიეფს, სადაც აპირებთ მოძრაობას და ა.შ.
  3. აკუმლატორის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, ჰოვერბორდის შეუფერხებლად მუშაობისთვის.
  4. მნიშვნელოვანია ჰოვერბორდში გამოყენებული კორპუსის მასალა.  გირჩევთ, შეძენის წინ დაინტერესდეთ, რა მასალაა გამოყენებული ჰოვრებორდის კორპუსში.
  5. არ შეარჩიოთ იგი დაბალი ფასის მიხედვით. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო იაფია ჰოვერბორდი, მით უფრო უხარისხო ნაწილებით არის აწყობილი. 
  6. აუცილებლად იქონიეთ ჩაფხუტი ტარებისას, ასევე მუხლისა და იდაყვების დამცავი.

 

ჰოვერბორდი ColorView N1 Mix

ეს არის ფერადი ჰოვერბორდი, რომლის მოხმარება და რომლის ტარებაც არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც შეუძლიათ. ის უძლებს 120 კილო წონას და ნებისმიერისთვის მარტივი მოსახმარია.

  • ბორბლის დიამეტრი: 6.5''
  • სიმძლავრე: 500 ვატი (2 x 250 ვატი)
  • მაქს. წონა: 120 კგ
  • მაქს. სიჩქარე: 12 კმ/სთ
  • მაქს. მანძილი სრულად დამუხტვის შემდეგ: 10 კმ
  • კუთხე: 15°
  • ბატარეა: Li-Ion 36V/4.4AH
  • დატენვის დრო: 3 სთ
  • ზომა: 650 x 250 x 250 მმ
  • წონა: 7,5 კგ

პოპულარული მოდელები