რა არის ჯოისტიკი და როგორ ფუნქციონირებს ის?
November 08, 2021ჯოისტიკი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ეკრანზე ობიექტის ნებისმიერი მიმართულებით გადასაადგილებლად. იგი აქტიურად იყენებს ვერტიკალურ ღერძს და ბაზაზე ერთ ან ორ ღილაკს.
ჯოისტიკები ფართოდ გამოიყენება ვიდეო თამაშებში , ჯერ კიდევ 1980 – 90-იან წლებიდან მოყოლებული. სახლის თამაშებისთვის ყველაზე გავრცელებული მოწყობილობა პერსონალური კომპიუტერი და ჯოისტიკები იყო.
იმდროინდელი კომპიუტერები იქმნებოდა ჯოისტიკისთვის განკუთვნილი პორტით. თუმცა, თამაშის პორტი დღეს უკვე აღარ გამოიყენება და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დახვეწილი, რამდენიმე ღილაკიანი ჯოისტიკ - კონტროლერები.
რა არის ჯოისტიკი?
როგორც უკვე ვთქვით, ჯოისტიკი არის მომხმარებლის ბერკეტი, რათა გააკონტროლოს გამოსახულების მოძრაობა კომპიუტერზე ან მსგავს ეკრანზე. ეს არის მოწყობილობა, რომელიც შედგება ბაზაზე მბრუნავი ჯოხისგან და რომელიც, მიუთითებს მიმართულებას იმ მოწყობილობას, რომელსაც ის აკონტროლებს.
ჯოისტიკი, არის კონტროლის მთავარი მექანიზმი მრავალი სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავის სალონში, როგორც ცენტრალური ღერძი ან გვერდითი დამხმარე .
როგორია ჯოისტიკის მუშაობის პრინციპი?
თანამედროვე ჯოისტიკები მუშაობისთვის იყენებენ დახვეწილ მეთოდებს. ისინი იღებენ რაღაც ფიზიკურს - ანუ, ჩვენი ხელის მოძრაობას - და თარგმნიან რაღაც სრულიად მათემატიკურად - ერთეულისა და ნულის დონეზე. კარგი ჯოისტიკით, ეს თარგმანი იმდენად უნაკლოა, რომ თქვენ მთლიანად დამოკიდებული ხდებით მის იდეალურ მოქმედებებზე.
„როცა მართლა თამაშში ხარ ჩართული, გგონია რომ ვირტუალურ სამყაროსთან უშუალოდ ურთიერთობ” - შეგრძნებებსა და ემოციებს გვიზიარებენ გამოცდილი თამაშის მოყვარულები.
ჯოისტიკის რამდენიმე ტიპის არსებობს:
- ციფრული ჯოისტიკები არის ყველაზე გავრცელებული ჯოისტიკი კომპიუტერებისთვის, რომლებიც იყენებენ მარტივ მარცხენა, მარჯვენა, ზემოთ, ქვემოთ ბრძანებების ღილაკს.
- პედლის ჯოისტიკები შედგება ერთი ღილაკისგან, რომელიც გამოიყენება თამაშის გასაკონტროლებლად.
- ანალოგური ჯოისტიკები აერთიანებს ციფრულ და პედლის ჯოისტიკებში წარმოდგენილ ორივე კონცეფციას; ისინი აკონტროლებენ თამაშს ციფრული ჯოისტიკის მსგავსად, მაგრამ ასევე იყენებენ პოტენომეტრებს მოძრაობების გასაზომად, როგორც პედლის ჯოისტიკები. ანალოგური ჯოისტიკები ერთ-ერთი პირველი ჯოისტიკებია.
პოპულარული მოდელები