რა არის ბარგალკის ძირითადი დანიშნულება?

კუთხსახეხი მანქანა ან კუთხესახეხი (ბარგალკა),  რკინის, ქვის და სხვა ნაკეთობათა სახეხ-საჭრელი ხელის ელექტრო მოწყობილობაა; წარმოადგენს სახეხი მანქანების სახესხვაობას, რომელიც გამოიყენება აბრაზიული დამუშავებისათვის: ჭრისთვის, ხეხვისთვის, ქვის, ლითონის და სხვა ნაკეთობათა გაწმენდისათვის. გამოიყენება მშენებლობაში, ლითონდამუშავებასა და მერქნის დამუშავებაში.

კუთხასახეხი მანქანა იკვებება ელექტროძრავით, ბენზინის ძრავით ან შეკუმშული ჰაერით.   ნებისმიერი ხელსაწყოს შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შესაბამისი ფუნქციები.

 

კუთხსაჭრელის ძირითადი მახასიათებლები

კუთხსაჭრელი სიძლიერე განისაზღვრება ვატში, იგი  მოქმედებს მუშაობის ხარისხზე, თუ რამდენი ხანი შეუძლია მუშაობა შეუჩერებლივ.  საყოფაცხოვრებო კუთხსაჭრელი საკმარისია 500-1000 ვატზე მომუშავე. 

დისკის დიამეტრი განსაზღვრავს რამდენად ღრმად შეუძლია კუთხსაჭრელს მოჭრა.  115მმ-იან დისკს შეუძლია 30მმ-ზე მოჭრა, 230მმ-ს -80 მმ ზე მეტზე. ძირითადი ზომები არის 115, 125, 150, 180, 200 და 230მმ-ანი კუთხსაჭრელები და კუთხსახეხები.

ელექტრო კუთხლივი სახეხის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები:  ძრავის კვების წყარო, სიმძლავრე, ბრუნვის, მომენტი დიამტერი. 

კუთხსაჭრელი მუშაობას თავიდან იწყებს ნელა , აჩქარების გარეშე . ეს არის უსაფრთხოებისათვის და  მოხერხებულობისათვის, რომ თავიდანვე დაიწყო მუშაობა სწორად და უსაფრთხოდ. 

 

ბარგალკის ძირითადი დანიშნულება

ბარგალკა გამოიყენება სხვადასხვა სამუშაო პროცესში,  მას შეხვდებით სამშენებლო ობიექტებზე, ავტოფარეხებში, ლითონის დამამუშავებელ მაღაზებში, ასევე ნებისმიერ ადგილას, ვისაც სურს მყარი და ლითონის მასალის გაჭრა, ამოღება ან თუნდაც გასწორება, ეს გახლავთ ხელსაწყო რომელიც დაგეხმარებათ სახელოსნო და სახლის საქმეებში.

მისი ძირითადი დანიშნულებები:

  • მყარი ლითონების გაჭრა 
  • პირების გასწორება 
  • სხვადასხვა ფილების გაჭრა 
  • ზედაპირების მოპრიალება ( თუნდაც ლითონიდან ჟანგის მოშორება) 

პოპულარული მოდელები