მანქანის ტელეფონის სამაგრების მიმოხილვა

წარმოიდგინეთ, თქვენ ცდილობთ მუსიკის მოსმენას, შემომავალი და გამავალი ზარების პასუხს, დანიშნულების ადგილის მითითებას თქვენს სმარტფონში და ამ დროს, ხელები გაქვთ დაკავებული და ერთდროულად ორივე საქმის კეთდება ვერ ხერხდება. ლოგიკურად, თქვენ გიწევთ არჩევანის გაკეთება რომელიმე ერთის სასარგებლოდ. 

ყველაფერი ასე ცუდად იქნებოდა, რომ არა გამომგონებლების ჭკუა - გონება და სურვილი, ადამიანებს შეუმსუბუქონ და გაუმარტივონ ყოფა. მათ შექმნეს ტელეფონის სამაგრები, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში, ტელეფონის საიმედო „სამყოფელს“ წარმოადგენს.

არსებობს სხვადასხვა დანიშნულების ტელეფონის სამაგრები. აი, მაგალითად, თუ თქვენ ველოსიპედი ან მოპედი გყავთ და სეირნობის დროს, გექმნებათ პარალელურად ტელეფონის გამოყენების პრობლემა,  Easy One Touch Bike Mount HX-M-X5 კარგი გამოსავალია. თქვენ შეძლებთ მის ეფექტურად გამოყენებას და აუცილებლად გაგვიხსენებთ.

ალბათ,  ყველაზე დიდი საჭიროება აქვთ ავტომობილების მძღოლებს. საბედნიეროდ, მანქანის ტელეფონის სამაგრის საშუალებით , თქვენ შეგიძლიათ ტელეფონი საიმედოდ გქონდეთ განთავსებული თქვენი მხედველობის არეში, ხოლო თქვენი ხელებისა და თვალების მოქმედება  კი, იქ იყოს მიმართული, სადაც საჭიროა.

წარმოიდგინეთ, მართავთ თქვენს კუთვნილ ავტომობილს და პარალელურად ახორციელებთ მნიშვნელოვან ზარებს, ისე რომ ამით თქვენ საფრთხეს არ უქმნით საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს ხომ აღმაფრთოვანებელია?

აქვე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი Youtube არხი, რომელზეც უამრავ საინტერესო ვიდეოს და რჩევას აღმოაჩენთ.

 

ჩვენ შევადგინეთ მანქანის ტელეფონის სამაგრების რამდენიმე გამორჩეული ვარიანტი :

  1. Jelly Grip Vent Mount (Square Jellyfish)
  2. iTap 2 Wireless – iOttie
  3. Universal Smartphones Car Air Vent Mount Holder (BE)
  4. Easy One Touch 4 Air Vent Mount (iOttie)
  5. CD-Air Smartphone Car Mount (Koomus)
  6. iTap 2 Magnetic Air Vent Mount (iOttie)
  7. Kuel A200 Car Phone Mount Magnetic Air Vent Holder (Spiegen)
  8. Airframe+ Smartphone and Phablet Car Mount (Kenu)
  9. Adjustable Dashboard Cell Phone Cradle (Dopobo)

პოპულარული მოდელები