თმის სახვევები, თმაზე სრულყოფილი ტალღოვანი ეფექტის მისაღწევად!

გაინტერესებთ, რომელია ერთ-ერთი საუკეთესო თმის სახვევი, რომელიც მოგანიჭებთ ლამაზ ხვეულებს და ვარცხნილობა გაგყვებათ მთელი დღის განმავლობაში? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი.

ტალღოვანი ხვეულები თმაზე დიდი სიახლეა სილამაზის სამყაროში. თუ დავუშვებთ, რომ თქვენ არ ხართ დაბადებული ტალღოვანი ან ხვეული თმით და მოგწონთ თმის ასეთი ვიზუალი, თქვენ მოგიწევთ მიმართოთ ხელოვნურ დახვევის მეთოდს. ამ შემთხვევაში, საუბარია თმის სახვევი საშუალებებით დახვევაზე.

თქვენ უნდა იპოვოთ შუალედური ვარიანტი, რომელიც დახვევის მაგივრად არ დაგისწორებთ თმას და არც ძალიან დაგიხვევთ, მაგალითად, პუდელის მსგავსად.  თქვენ მოგიწევთ საკმაოდ რთული გზის გავლა, რადგან ბაზარზე მრავალფეროვანი ასორტიმენტია და მათ შორის არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის.

გადახედეთ ჩვენს სიას, უთუოდ იპოვით თქვენთვის შესაფერის მოდელს. ერთ-ერთი რეკომენდებული ვარიანტია GHD Curve Creative Curl Wand.

ლიდერებს შორისაა ისეთი მოდელებიც, როგორიცაა BeautyWorks Professional Styler,  Love Island და რა თქმა უნდა, ჰოლივუდის „მარჯვენა ხელად“ წოდებული Dyson AirWrap, რომელიც გამორჩეულია მისი დახვეწილი ტალღოვანი ნამუშევრებით. 

თმის სახვევის შეძენამდე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენთვის სასურველი ხვეულის სისქე, თქვენი თმის ტიპი და სიგრძე, თქვენი ბიუჯეტი და რეგულარული გამოყენებისთვის გჭირდებათ თუ მხოლოდ „წითელი ხალიჩის“ ღონისძიებებისთვის.

გარდა ამისა, დაფიქრდით, რამდენად მოსახერხებელია თქვენთვის თმის დახვევა. იმის მიხედვით, რამდენად რთულია თქვენთვის ამ პროცედურების ჩატარება, შეარჩიეთ უფრო მეტად პრაქტიკული და მსუბუქი თმის სახვევები, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი ბაზარზე.

მაგალითად,  BaByliss Curl Secret, Dyson Airwrap, Dyson Supersonic– ის მოდელები ცნობილია, როგორც ყველაზე მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელი მოწყობილობები.

Airwrap-ის თმის სახვევი შესაძლოა იყოს უფრო ძვირი, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები, მაგრამ ეს არის სრულყოფილი ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც არ აქვს დრო და მოთმინება, როდესაც საქმე ეხება გაშრობას და ვარცხნილობის გაკეთება, მაგრამ მაინც სურთ, რომ მათი თმა მშვენივრად გამოიყურებოდეს.

პოპულარული მოდელები