კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელი ველოტრენაჟორის მოდელები
December 07, 2023კარგი ველო ტრენაჟორი უნდა იყოს კომპაქტური, საიმედო და სრულად ასრულებდეს თავის დანიშნულებას. სტაციონარული ველოსიპედით რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს სხეულის ფორმის შენარჩუნებას, წონის დაკლებას, გულსისხლძარღვთა სისტემის ეფექტურად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებას.
Best recumbent bike: Schwinn 270 Recumbent Bike
ეს ველოტრენაჟორი საშუალებას გაძლევთ მოხერხებულად მოეწყოთ სავარჯიშოდ და მეტი კომფორტისთვის დაეყრდნოთ ხელებით, მოიშოროთ ზედმეტი დაძაბულობა და დისკომფორტი წელის არეში.
როგორც იცით, ვარჯიშის დროს კომფორტული მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრავმის შემთხვევები.
ეს მოდელი გამოირჩევა 25 დონის წინააღმდეგობით და მრავალფეროვნად დაპროგრამებული ვარჯიშებით. Schwinn 270 Recumbent Bike - ის ეს მოდელი შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ფიტნეს დონისთვის. გარდა იმისა, რომ გთავაზობთ Bluetooth კავშირით თქვენს საყვარელ აპებთან სინქრონიზაციას, ასევე, მას აქვს ჩამონტაჟებული დინამიკები, LCD დისპლეი, დამუხტვის პორტი და რეგულირებადი დამჭერი.
Hasttings Spider SB300
საუკეთესო ტრენაჟორი თავის კატეგორიაში: ერგონომიული, ფუნქციონალური და ხელმისაწვდომი. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან, რეზინის ჩანართებით, ხოლო მასალა საიმედო და მდგრადია ცვეთის მიმართ.
დატვირთვის სისტემა მაგნიტურია, რაც ნიშნავს, რომ არ საჭიროებს ელექტრო კავშირს, ხოლო დონის ჩასწორება ხდება მოსახერხებელი მბრუნავი სახელურით. საჭე და სავარძელი რეგულირდება მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. დიდი LCD ეკრანი საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ ვარჯიშის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს.
მახასიათებლები:
- მომხმარებლის მაქსიმალური წონა - 125 კგ;
- არსებობს 1 სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამა;
- გათვალისწინებულია, ვარჯიშის შემდეგ, გულსისხლძარღვთა სისტემის აღდგენის ტესტირების შესაძლებლობა.
პოპულარული მოდელები