ესეების კონკურსი ისურვესგან
November 09, 2021საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე , სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ .
გამარჯვებული ესეს ავტორს ისურვე დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში კი, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!
ესეების კონკურსში ჩართვით უკვე დაინტერესდნენ წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები:
- კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი (IBSU)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)
- წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
- საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA)
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (GRUNI)
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU),
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ( CIU)
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ( TAFU)
- ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნი (NEWUNI)
თუ ხარ სტუდენტი და გსურს, ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართე შენი უნივერსიტეტის ადმინისტაციას!
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: essayawards2021 @ gmail.com
პოპულარული მოდელები