დაბალბიუჯეტიანი და ხელმისაწვდომი თმის ფენები

თუ თქვენ სილამაზის სფეროში გავლენიან პირებთან იკითხავთ, რომელია კარგი თმის ფენი , დიდი ალბათობით, ისინი მაღალი ღირებულების მოდელებს გირჩევენ.

თუმცა, ჩვენ ვცდილობთ საწინააღმდეგოს დამტკიცებას, რომ სულაც არაა საჭირო ასობით დოლარის დახარჯვა თმის ფენზე, როდესაც შესაძლებელია ნაკლებ ფასადაც კარგი შედეგის მიღება.

გვერწმუნეთ, არსებობს ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფენი, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს და მისი მოხმარების შედეგად, გარანტირებულად გეცოდინებათ, რომ არ მიიღებთ დამწვარ და დაზიანებულ თმას. 

ჩვენ ისიც გვესმის, რომ არ არის ადვილი საუკეთესო ვარიანტის პოვნა, ამიტომ თავად ჩავატარეთ ექსპერიმენტი და უნდა ვაღიაროთ , რომ შედეგით თავადაც გაოცებულები დავრჩით.

შევიძინეთ იაფფასიანი ფენები და გამოვცადეთ პრაქტიკაში. ისინი მუშაობს ისევე კარგად, როგორც ბაზარზე არსებული ძვირადღირებული ფენები და ამით გავიმყარეთ ჩვენი წარმოდგენა ხელმისაწვდომი, დაბალბიუჯეტიანი თმის ფენების უპირატესობებში. 

დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა დაბალბიუჯეტიანი თმის ფენები, რომელიც გათვლილია კონკრეტული თმის ტიპებზე და არჩევანიც, თმის სტრუქტურის შესაბამისად უნდა გააკეთოთ. იხილეთ ჩამონათვალი:  

საუკეთესო საშრობი ფენი ბუნებრივი თმისთვის

ყველანაირ ბიუჯეტზე გათვლილი, ეს ხელმისაწვდომი თმის ფენი დამშლელი ჯაგრისების წყალობით, გამოაშრობს და გაასწორებს თუნდაც ყველაზე მჭიდროდ დახვეულ თმას, რაც ბუნებრივ თმაზე ხვეული ეფექტის მოსაშორებლად საუკეთესო ვარიანტია. 

ყველაზე ეფექტური თმის ფენი დაზიანებული თმისთვის

შეგიძლიათ, პირდაპირ სახლში მოიწყოთ სალონი. ამ მოსახერხებელი თმის ფენის გამოყენებით,  ყოველგვარი ძალისხმევის და თმაზე ნეგატიური ზემოქმედების გარეშე, მიაღწევთ უმაღლეს შედეგს.

თქვენ თავიდან აიცილებთ თმის დაზიანებას, ვინაიდან ფენსა და თმას შორის გათვალისწინებულია ე.წ. „სუნთქვის ადგილი“

საუკეთესო თმის ფენი ხვეული თმისთვის 

ამ კატეგორიის თმის ფენები იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ხვეული თმა აქვს. ეს არის თმის სახვევებისგან თავის დაღწევის საშუალება.

ამ ფენის გამოყენებით, ხვეულ თმას მოცულობა, ბზინვარება და ტექსტურა უნარჩუნდება. 

პოპულარული მოდელები